თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2015, 18:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2305,
კომენტარები: 6
მატას ბლოგი
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
მატას ბლოგი
სალამი ყველას!

დრო გარბის. თითქოსდა გუშინ შევაბიჯე კარინგტონზე, სადაც თანაგუნდელებს შევხვდი და გუნდთან ერთად პირველი სავარჯიშო სესია გავმართე. მას შემდეგ 12 თვე გავიდა და სიმართლე ის არის, რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, ყველაფერი სწრაფად მოხდა.

ამ 365 დღეში უამრავი განსაკუთრებული მომენტი, კარგი დრო და იმედგაცრუება განვიცადე, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადგილი, სადაც მე ვარ, პრივილეგიაა. "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბი, გულშემატკივარი და ჩემი თანაგუნდელები პირველივე დღიდან ფანტასტიურად მეპყრობოდნენ, ეს კი იმიტომ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კლუბია. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო მინდა მადლობა გადაგიხადოთ და შევინარჩუნო იგივე მენტალიტეტი, რაც მოსვლის დღიდან მქონდა: გაუმჯობესება, ბრძოლა და გუნდისა და კლუბის წარმატებაში წვლილის შეტანა.

კარგი შედეგი თქვენთვის საუკეთესო ჯილდოა, ეს ვიცი, ამიტომ უკვე ვემზადებით "ოლდ ტრაფორდზე" "ლესტერ სიტისთან" მატჩის ჩატარებისთვის. წინა მატჩმა ცუდი გემო განგვაცდევინა. გვინდა ეს შევცვალოთ და ჩვენს მაყურებელს კარგი თამაში შევთავაზოთ.

როგორც იცით, პარასკევს ინგლისის თასზე "კემბრიჯს" შევხვდით. მატჩი ფიზიკურად დატვირთული გამოდგა და ახლა გადათამაშება სახლში გვექნება, სადაც მომდევნო რაუნდში გასვლას ვეცდებით. ქაღალდზე შესაძლოა დაბალი დივიზიონის გუნდის დამარცხება ადვილი ჩანდეს. მაგრამ ასე არ არის. გასული შაბათიდან მაგალითი უნდა ავიღოთ, რამეთუ ორი დიდი კლუბი დამარცხდა. ეს გვახსენებს, რომ ინგლისის თასი სიურპრიზებით არის სავსე. ამავდროულად, ეს ჩვენთვის გაფრთხილების ნიშანიც უნდა იყოს.

კიდევ ერთხელ გმადლობთ იქ ყოფნისთვის ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ყოველწლიურად. "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი პირველი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს მეც და თქვენც მომავალში საოცარ მომენტებს გამოვცდით. გმადლობთ მთელი გულით! კარგი კვირა გქონდეთ!

გეხვევით.

ხუანი.

წყარო: manutd.com
მატას ბლოგი
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 იანვარი 2015 18:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ტყუილად არ მქონდა მოლოდინი. მართალი ველოდებოდი, რომ უფრო მეტ რამეს იტყოდა, მაგრამ მაინც მაგარი კაცია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
26 იანვარი 2015 18:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მარტო მე მგონია, რომ ეს კაცი კარიერის ბოლომდე აქ დარჩება?
0
№3
ავტორი: Manchester_M
26 იანვარი 2015 19:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
AkkRed,
კი მგონი
ხანში რომ შევა ვეღარ ითამაშებს ძველებურად და გაუშვებენ :) ესპანეთში დაბრუნდება ასე მგონია :)
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
26 იანვარი 2015 19:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ძალიან მაგარი ადამიანია ხუანსიტო
0
№5
ავტორი: GeorgeBest
27 იანვარი 2015 01:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია ოლდ ტრაფორდზე მაინც ვითამაშებთ ფეხბურთს ჯემბრიჯთან

1 წელი გავიდა, ბევრი კარგი მომენტი გვახსოს მატასგან მარა ბევრად მეტს ველოდით მისგან. ბევრი რამის ბრალია ეს მარა მაინც უფრო მეტი მოეთხოვება
0
№6
ავტორი: DiMaria
27 იანვარი 2015 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შენი იმედი გვაქვს ხუანჩო. მაგრად მევასები ბიჭო და არ დამაღალატო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top