თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2015, 13:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2088,
კომენტარები: 7
ფელაინი: "მუხტი უნდა შევინარჩუნოთ"
ფელაინი გუნდს მოუწოდებს.
ფელაინი:
მარუან ფელაინის სურს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის თასზე მოპოვებული გამარჯვებებით გამოწვეული მუხტი შეინარჩუნოს.

რიჩარდ მანის გუნდს მარუანმა დიდი პრობლემები შეუქმნა და პირველ ტაიმში გატანილ ორივე გოლში ბელგიელს წვლილი მიუძღვის.

მარუანი სულ მეორე სეზონს ატარებს "იუნაიტედთან" ერთად და ტიტულის მოგება სურს.

ინგლისის თასი კი ამის გაკეთების შესანიშნავი შესაძლებლობაა, რადგან პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ოთხეულში მყოფი გუნდებიდან ტურნირს მხოლოდ "იუნაიტედი" შემორჩა და მომდევნო ეტაპზე "პრესტონს" ხვდება.

"ინგლისის თასი ძალიან დიდი ტურნირია, ასე რომ, კარგია იქ ყოფნა.

ახლა მომდევნო რაუნდზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია და ბევრს ვიმუშავებთ, რათა შემდეგ ეტაპზეც გავიდეთ.

დაბალი დივიზიონის გუნდების წინააღმდეგ თამაში რთულია, მაგრამ ეს ინგლისის თასია. მატჩის მოგება ყველას შეუძლია, სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი.

როცა გოლს იტან და იმარჯვებ, ეს თავდაჯერებულობას არგებს - როგორც მოთამაშეებისა და კლუბის, ისე მხარდამჭერების - ამიტომ მუხტი უნდა შევინარჩუნოთ."
- განაცხადა ფელაინიმ.

ბელგიელმა ფეხბურთელმა მთელი მატჩი თავდამსხმელად ითამაშა, რაც ვან გაალის თქმით, მისივე მითითება იყო.

"ყველაფერი რიგზეა. მწვრთნელს სურდა იქ მეთამაშა, ასე რომ, კარგი იყო. მე ვითამაშე, ჩვენ მოვიგეთ, ეს თავდაჯერებულობისთვის სასარგებლოა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი მატჩში გამარჯვება და მომდევნო ეტაპზე გასვლაა."
- დაასრულა ფელაინიმ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
4 თებერვალი 2015 13:51
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყოჩაღ კაი ბიჭი ხარ, მაგრამ რუნის ადგილს ნუ ახევ შე არასწორო თორე გადაგიხოტრე ეგ ბუჩქი
0
№2
ავტორი: Mufc7
4 თებერვალი 2015 14:11
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეს ტიტული აუცილებლად უნდა მოიგონ,უპრობლემოდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: RojoDiablo
4 თებერვალი 2015 15:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მომდევნო რაუნდზე კი არა ვესტ ჰემს უნდა მოვუგოთ, რომ არსენალს გავასწროთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: VaRdo
4 თებერვალი 2015 16:48
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: RojoDiablo
მომდევნო რაუნდზე კი არა ვესტ ჰემს უნდა მოვუგოთ, რომ არსენალს გავასწროთ.


მაგათ ისედაც ვუსწრებთ ნუ უფრო გავასწრებთ. თან მჯერა რომ ტოტენჰემი ამოსდებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№5
ავტორი: RojoDiablo
4 თებერვალი 2015 17:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
VaRdo,
მეც მაგის იმედი მაქვს, მაგრამ ოზილი და უოლკოტი კარგად დაბრუნდნენ და ვნახოთ რა იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: GeorgeBest
4 თებერვალი 2015 19:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მგონი პრესტონთან მშვიდად მოგება არ უნდა გაუჭირდეთ და ისევ ესე არ გაწელვა არ მოუწევთ
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
4 თებერვალი 2015 20:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ბუჩქი, შენ დამუხტული ხარ ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top