თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2015, 09:46
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3206,
კომენტარები: 16
რატომ არ ივარჯიშა გუნდმა მატჩის წინ?
ვან გაალი გამოტყდა, რომ მის გუნდს "ლესტერთან" მატჩის წინ არ უვარჯიშია.
რატომ არ ივარჯიშა გუნდმა მატჩის წინ?
"პსვ"-ს წინააღმდეგ ჩატარებული უგოლო ფრის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" წარუმატებლად ამჯერად პრემიერ ლიგაში იასპარეზა და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ხელიდან გაუშვა, ამისთვის "ეშმაკებს" "კინგ ფოუერ სტეიდიუმზე" ადგილობრივი "ლესტერი" უნდა დაემარცხებინა, თუმცა მელიებმა და მათმა მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, ჯეიმი ვარდიმ, ყველაფრი გააკეთეს, რომ უქულოდ არ დარჩენილიყვნენ. საბოლოოდ, 1-1 და "წითლები" ლიდერებს თითო-თითო ქულით ჩამორჩებიან.

მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ლუი ვან გაალი გამოტყდა, რომ მის გუნდს "პსვ"-სთან მატჩის შემდეგ არ უვარჯიშია:

"დაცვაში ფანტასტიკურად ვითამაშეთ, თუმცა სულ რამდენიმე შეცდომის გამო დავისაჯეთ.

მათ გოლი ჩვენი კუთხურის შემდეგ გაიტანეს. ვიცოდით, რომ ასეთი რამ მოხდებოდა, მაგრამ მაინც გავუშვით. ვარდისა და ოკაზაკის სათამაშო სტილის გამო, გადავწყვიტეთ სამი მცველით გამოვსულიყავით.

იმისდა მიუხედავად, რომ ვდომინირებდით, მაინც ვერ მოვახერხეთ გამარჯვება ასეთ მნიშვნელოვან მატჩში. სულ რამდენიმე დღის წინ ვითამაშეთ "პსვ"-ს წინააღმდეგ და იმ შეხვედრაში ყველაფერი ჩავდეთ. როდესაც იმ მატჩის სტატისტიკას შეხედავთ, მიხვდებით, რომ ამ სეზონში ეს ყველაზე რთული შეხვედრა იყო ფიზიკური დატვირთვის მხრივ.

ამის გამო ჩვენ არ გვივარჯიშია ხუთშაბათსა და პარასკევს, შაბათს კი მწვრთნელს სურს, რომ სულ სხვა ტაქტიკით ითამაშოს. ჩემი აზრით, კარგად გამოგვივიდა.
- განაცხადა ლუი ვან გაალმა.
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
29 ნოემბერი 2015 10:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
№2
ავტორი: RojoDiablo
29 ნოემბერი 2015 11:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეგ არაფერი, ფიზიკურად არაფერი დაგვეწუნებოდა გუშინ. მატა არ ითვლება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ერიდებოდა ფიზიკურ ორთაბრძოლაში შესვლას და გუშინაც ასე იყო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Best 7
29 ნოემბერი 2015 11:16
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ყოჩაღ ვან გალ მაგარი ხარ 2 წელია გუნდს სვარკას ათამაშებ! იანგი გააგდე მაინც შე დლოცვილო იანგი
0
№4
ავტორი: Malboro463
29 ნოემბერი 2015 11:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
როდის უნდა გაუშვან ეს კაცი?
0
№5
ავტორი: Berba 9
29 ნოემბერი 2015 11:26
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ძალიან ცუდი თამაში იყო, აი ძალიან!

მეორე ტაიმში ხო აღარც ღირდა ყურებად, სმოლინგი ბლინდის პასაოებები იყო, მაქსიმუმ კერიკი მაკნეირი თუ გაითამაშებდნენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: Mufc7
29 ნოემბერი 2015 11:51
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ფრე რომ მიხაროდა გუშინ, ესაა ცხოვრება?!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: Zeba
29 ნოემბერი 2015 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
მეორე სეზონია გუნდშია და მე შეტევაში მოთამაშე იუნატედი არ მინახავს.
სანამ ეს იქნება არაა ჩვენი საშველი. areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll Never Die, We'll Never Die, 
We'll Never Die, We'll Never Die, 
We'll Keep The Red Flag Flying High, 
Cos Man United Will Never Die...
№8
ავტორი: ilker
29 ნოემბერი 2015 12:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ეს თავის მართლებაა უკვე ლუი
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ნოემბერი 2015 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რა შანსი გვქონდა არადა, რომ ლიგაზეც და პრემიერ ლიგაშიც პირველი ადგილი დაგვეკავებინა, მაგრამ არაუშავს რაც მთავარია ბურთის ფლობა ჩვენს მხარეზეა. ხო ვდომინირებდით და მთავარი ეგაა rage
0
№10
ავტორი: temo-scholes
29 ნოემბერი 2015 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ამდენი ხანია ვითმენ და უკვე მართლა ყელში ხარ რა... ***ი შე სიროოოოოოო!!!!!!!!!!!!!!! angry
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top