თბილისი:
მანჩესტერი:
ლუი ვან გაალი

ლოიზიუს პაულუს მარია ვან გაალი დაიბადა 1951 წლის 8 აგვისტოს, ამსტერდამში. ახალგაზრდობაში "დე მერის" ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა. 20 წლის ასაკში "აიაქსის" მეორე გუნდს შეუერთდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერაფრით მოახერხა შესვლა, რადგან მაშინ ნახევადაცვაში ბრწყინავდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც კრუიფი და ნესკენსი იყვნენ. ვან გაალი ბელგიის "ანტვერპენში" გადავიდა, სადაც ცნობილი მწვრთნელის, გი ტისის ხელმძღვანელობის ქვეშ თამაშობდა, რომელთან ერთად ბელგიის ჩემპიონატის პრიზიორი 1974 და 1975 წლებში გახდა. ბელგიაში გატარებული 4 წლის შემდეგ, 1977 წელს ვან გაალი სამშობლოში დაბრუნდა და ჰოლანდიის პირველობაში "ტელსტერის" შემადგენლობაში ჰქონდა დებიუტი, რომელსაც სათავეში რუმინელი ჩირცა პეტესკუ ედგა, რომელსაც ლუი მომდევნო წლებში როდერდამის "სპარტაში" გაჰყვა. ამ გუნდში ვან გაალმა 8 წელი გაატარა, 243 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა. 1986 წელს იგი "ალკმაარში" გადავიდა, სადაც ერთი სეზონის ჩატარების შემდეგ მწვრთნელის ასისტენტი გახდა.

მწვრთნელის კარიერა ვან გაალმა 1988 წელს დაიწყო, როცა ლეო ბენჰაკერმა იგი "აიაქსში" დახმარედ იხმო. მას შემდეგ, რაც 1991 წელს ბენჰაკერმა კლუბი დატოვა, მისი ადგილი ვან გაალმა დაიკავა. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ამსტერდამული კლუბი ჰოლანდიის თასს იგებს (1993), ასევე ჰოლანდიის სუპერთასს (1993, 94, 95), სამჯერ იმარჯვებს ქვეყნის ჩემპიონატში (1994, 1995, 1996,). ევროპულ არენაზე კლუბს უეფა-ს თასი (1992), ჩემპიონთა ლიგა (1995), უეფას სუპერ თასი (1995) და საკონტინენტთაშორისი თასი (1995) ერგება. ვან გაალმა "აიაქსი" 1996 წელსაც გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც "იუვენტუსთან" პენალტების სერიაში დამარცხდა. კლუბსა და ნაკრებში მიერ აღზრდილი, პატრიკ კლუივერტი, მარკ ოვერმარსი, დენის ბერგკამპი, ძმები დ ებურები, ედგარ დავიდსი, კლარენს ზეედორფი, მიხაელ რაიციგერი და ედვინ ვან დერ სარი დომინირებდნენ. 1997 წელს "აიქსთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ვან გაალი ნასაუს ნარინჯისფერი რესპუბლიკის კავალერის ორდენოსანი გახდა, რომელიც ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის ნიდერლანდების დედოფალმა გადასცა.

1997 წელს ვან გაალი ესპანეთში გადავიდა, სადაც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბობი რობსონი ჩაანაცვლა. კატალონიელებთან ერთად იგი უეფას თასს (1997), ესპანეთის ორ ჩემპოიონატს (1997-98 და 1998-99) და სამეფო თასს (1998) იგებს. მიუხედავად "ბარსას" წარმატებებისა, ვან გაალს პრესა და გულშემატკივარი რეგულარულად აკრიტიკებდნენ. ვან გაალმა განაცხადა, რომ მან კლუბში საკუთარი ფილოსოფია ვერ დანერგა, რადგან ზოგიერთი მოთამაშე მისთვის ანგარიშის გაწევას არ აპირებდა. მაგ. ვან გაალი რივალდოს შეტევის მარცხენა ფლანგზე ხედავდა, მაგრამ თავად ფეხბურთეს ცენტრში სურდა თამაში.

ვან გაალმა "ბარსელონა" 2000 წლის 20 მაისს დატოვა და ცნობილი სიტყვები განაცხადა: [b]"პრესის მეგობრებო, მე მივდივარ. გილოცავთ."[/b] ის სამშობლოში დაბრუნდა და ჰოლანდიის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, რათა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაეყვანა, მაგრამ დავალებას თავი ვერ გაართვა. 2002-2003 წლებში "ბარსელონას" დაუბრუნდა, მაგრამ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გუნდი არასტაბილურად გამოდიოდა. 11 მატჩში 4 გამარჯვების, 4 ფრის და 3 მარცხის შემდეგ, "ბარსელონამ" სამი მარცხი ზედიზედ იწვნია. მას ორი გამარჯვება და ორი ფრე მოსდევდა, რამაც მდგომარეობა მცირედით გამოასწორა, მაგრამ "სევილიასა" და "სელტასთან" მარცხის შემდეგ გუნდი მხოლოდ სამი ქულით უსწრებდა გასავარდნ ზონას და 2003 წლის იანვარში ვან გაალი გააძევეს.

2004 წელს ვან გაალი "აიქსს" მცირე ხნით დაუბრუნდა, სადაც ტექნიკური დირექტორის პოსტი დაიკავა, რის შემდეგაც 2005 წელს "ალკმაარ ზანსტერკს" (იგივე აზ) ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძრვანელობის პირველსავე წელს კლუბი ჩემპიონატში მეორე ადგილოსანი გახდა. 2006-07 წლების სეზონში 3 და მომდევნო წელს მოულოდნელად მე-11. ვან გაალმა პოსტის შენარჩუნება მოახერხა და 2007-08 წლების ეზონში "ალკმაარმა" თავის ისტორიაში მეორედ მოგიო ჰოლანდიის ჩემპიონატი.

2008-09 წლების სეზონში "აზ" რონალდ კუმანმა ჩაიბარა, თავად ვან გაალი კი მიუნხენში გადავიდა, სადაც 2009 წლის 1 ივლისს "ბაიერნი" ჩაიბარა. 2009-10 წლების სეზონში მან ოქროს დუბლი გაიფორმა, რამეთუ გერმანიის ბუნდესლიგასა და გერმანიის თასზე იმარჯვა. მის ხელში გუნდში "რეალიდან" შეძენილი არიენ რობენი გაიფურჩქნა, ძირითადის მყარ ფეხბურთელებად იქცნენ მიულერი შვაინშტაიგერი და ბადშტუბერი. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ვან გაალმა "ბაიერნი" ფინალში გაიყვანა. გზად "მანჩესტერ იუნაიტედი" დამარცხა და ფინალში "ჩელსისთან" მთელი მატჩში უპირატესობის ქონის მიუხედავად პენალტების სერიაში დამარცხდა. 2010-11 წლების სეზონი ვან გაალმა გერმანიის სუპერთასის გამარჯვებით დაიწყო, რომელიც კლუბს 14 წლის განმავლობაში არ მოეგო. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2001 წლის 7 აპრილს "ბაიერნმა" მესამე ადგილი დაკარგა, ჰოლანდიელი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

2012 წლის 6 ივლისს, ვან გაალმა ჰოლანდიის ნაკრები ჩაიბარა იმ მიზნით, რომ "ნარინჯისფრები" 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაეყვანა. მან დავალებას წარმატებით გაართვა თავი - თავის ჯგუფში 9 მოგება და ერთი დააგროვა და ბურთების საერთო შეფარდებით 34-5 პირველი ადგილი დაიკავა.

მუნდიალზე მისი ნაკრები მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის ნაკრებს შეხვდა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში და 5-1 სძლია. ჰოლანდიამ მუნდიალზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ არგენტინის ნაკრებთან ძირითად და დამატებით დროში ნათამაშევი 0-0 შემდეგ, პენალტების სერიაში გამოეთიშა. ლუი ვან გაალის ჰოლანდია მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მასპინძლებს, ბრაზილიის ნაკრებს შეხვდა და 3-0 გამარჯვების შემდეგ, შინ ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდა.

ვან გაალის პირად ჯილდოებში წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი World Soccer - მა (2005) და ფრანგულმა ჟურნალმა Onze Mondial-მა (1995) წელს მიანიჭა. ჰოლანდიის საუკეთესო საფეხბურთო მწვრთნელის, რინუს მიჰელსის სახელობის პრიზი ვან გაალმა 2007, 2009 წლებში მიიღო. ის ასევე ჰოლანდიის საუკეთესო სპორტულ მწვრთნელად აღიარეს (2009) და გერმანიის საუკეთესო საუკეთEსო მწვრთნელად (2010) აღიარეს.

2014 წლის 19 მაისს "მანჩესტერ იუნაიტედმა" განაცხადა, რომ ვან გაალმა სამ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბს 2014-15 წლების სეზონიდან ჩაიბარებს.


ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top