თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2014, 19:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2316,
კომენტარები: 12
ბესტის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა
ცხრა წლის წინ ჯორჯ ბესტი გარდაიცვალა.
ბესტის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა
დღეს 9 წელიწადი გავიდა ფეხბურთელის გარდაცვალებიდან, რომელიც არა მარტო "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა ოდესღაც, არამედ სპორტის ამ სახეობაში საუკეთესოდაც ითვლებოდა.

ჯორჯ ბესტი 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ჩვენ კი კიდევ ერთ ლეგენდარლ ჩრდ. ირლანდიელ ფეხბურთელს, სემი მაკილროის შევხვდით, რომელიც თანამემამულეს იხსენებს.

სტაჟიან ქომაგებს შესანიშნავად ახსოვთ რა სირთულეებს აწყდებოდნენ "იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელები, რომელთა სია საკმაოდ გრძელია. ამასთან ერთად კლუბში მოდიოდნენ ფეხბურთელები, რომელსაც ახალ "ამას თუ იმას უწოდებდნენ" და ვისაც მათ ადარებდნენ ჯერ კიდევ თამაშობდა ფეხბურთს! ერთ-ერთი ასეთი კი სემი მაკილროი იყო, რომელსაც შესანიშნავი დრიბლინგი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ შედარება თავად ხდებოდა, მაკილროი აცხადებს, რომ ის ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა.

"სიმართლე ვთქვა, ამას სერიოზულად არასდროს აღვიქვამდი. ჯორჯ ბესტი ჩემი კუმირი და საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რომელიც ოდესმე მინახავს. ხალხი ჩვენ იმის გამო გვადარებდა, რომ ორივე ბელფასტიდან მოვდივართ, ეს არის და ეს. ჯორჯი იყო შესანიშნავი ადამიანი, რომელიც დამეხმარა ფეხბურთში გამოჩენისას. ნათელია, რომ პრესას ძალიან სიამოვნებდა ჩვენ შორის პარალელის გავლება, მაგრამ ოდნავადაც კი არ ვთვალთმაქცობ, როცა ვამბობ, რომ ეს არ მაღელვდება. ერთმანეთში ამაზე არასდროს ვსაუბრობდით. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ჯორჯი იყო საკმაოდ მოკრძალებული ადამიანი და ყველასთვის მისაბაძი მაგალითი, ამიტომ აზრადაც კი არ მომდიოდა მასთან შედარება." - იხსენებს მაკილროი.

მიუხედავად ამისა, გაზეთები მათ შედარებას განუწყვეტლივ აგრძელებდნენ. მაკილროი კლუბის ლეგენდა გახდა თავისი გამოსვლის წყალობით და მისი მეხსიერება ჯორჯის შესახებ თქვენი მოლოდინისგან განსხვავდება.

"ყველაზე მეტად იმას კი არ ვნანობ, რომ მას ვერ დავემსგავსე, არამედ იმას, რომ მასთან ერთად იმაზე ნაკლებად გამოვდიოდი მოედანზე, ვიდრე მსურდა. იმაზეც ვწუხვარ, რომ მისი კარიერის დაღმასვლის ხილვა მომიხდა, რადგან გულშემატკივართა უმრავლესობას ის სწორედ ბოლო პერიოდის გამოსვლით დაამახსოვრდა, როცა საკუთარ თავს სულაც არ ჰგავდა."

"იუნაიტედის" რიგებში ჩატარებულ 474 შეხვედრაში ბესტმა 181 გოლი გაიტანა, ორჯერ მოიგო ლიგა და ერთხელ ევროპის ჩემპიონთა თასი 1968 წლის ოქროს ბურთთან ერთად.

ავტორი: იგორ სელდევი

წყარო: carrick.ru
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 ნოემბერი 2014 19:46
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ცხოვრებაში ძალიან ცოტა რამეს ვნანობ და საკმაოდ ბევრ რამეზე მწყდება გული. ჯორჯ ბესტის ეპოქაში რომ ვერ დავიბადე ერთ-ერთი ასეთია.

ლეგენდები მხოლოდ ზეცაში მიდიან, მაგრამ მოგონებებს მიწაზე ტოვებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
25 ნოემბერი 2014 19:56
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
El Beatle♥ მართლაც,რომ BEST იყო...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Wardell
25 ნოემბერი 2014 20:34
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
მაშინ სერ ალესის ეპოქას ვერ მოესწრებოდი მთლიანად ამიტომ საწუწუნო ნაკლებად გაქვს :D :D
0
№4
ავტორი: Beckham 7
25 ნოემბერი 2014 21:04
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
საუკეთესო შვიდიანი იუნაიტედის რიგებში <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№5
ავტორი: chudikone
25 ნოემბერი 2014 21:04
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ყველაზე badass ფეხბურთელი ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: red devil
25 ნოემბერი 2014 21:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ნეტა ახლა თამაშობდეს ბესტი და 22 წლის იყოს :D
0
№7
ავტორი: GeorgeBest
25 ნოემბერი 2014 21:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საუკეთესო იყო მაგრამ ბევრად მაგარი შეეძლო ყოფილიყო. სამწუხაროდ ეს ესე არ მოხდა
0
№8
ავტორი: Best 7
25 ნოემბერი 2014 22:07
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
საუკეთესო ფეხბურთელი თავის დროის ჩრ.ირლანდიის ლეგენდა დიდებული და განუმერებელი იყო ჩვეი წითელი ეშმაკი ჯორჯ ბესტი! love am manunited
0
№9
ავტორი: AkkRed
25 ნოემბერი 2014 22:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დალევა, ქალები და ფეხბურთი უყვარდა კაცს ♥♥
0
№10
ავტორი: RojoDiablo
25 ნოემბერი 2014 22:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
თორემ ახლა ხომ მთლიანად მოვესწარი რა wink სულ რამდენიმე წელიწადი და ეგაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top