თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2015, 22:58
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2977,
კომენტარები: 17
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)
"ოლდ ტრაფორდზე", "დეზების" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური ანალიზი. "გამარჯვების ხელოვნება".
"ტოტენჰემთან" შეხვედრამ საყოფელთაო ინტერესი გამოიწვია, ეს შეიძლება იმითაც იყო გამოწვეული, რომ დისკვალიფიკაციის გამო ანხელ დი მარია ვერ ახერხებდა მონაწილეობის მიღებას და მის ნაცვლად ვან გაალს, ერთად ფელაინის და მატას 11-ეულში გამწესება მოუწია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


სქემა ერთი შეხედვით 4-3-3 გავდა, უხეშად რომ ვთქვათ. თუმცა თავისუფლად შეგვიძლია 4-1-4-1-იც დავარქვათ.

გადაადგილება

როგორც კი, "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეები იწყებენ თავისუფალი ზონების შევსებას და თანაგუნდელისთვის გადაცემისთვის თავის შეთავაზებას, მაშინვე გუნდი ლამაზი ფეხბურთს თამაშობს. მთავარი პრობლემა, როდესაც რუნი ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობდა, იყო ის, რომ კაპიტანი ამ კომპონენტში მოიკოჭლებდა. რა ვნახეთ გუშინ? თავისუფალი სივრცე, რომელიც მეტოქემ დიდი სიამოვნებით შესთავაზა "იუნაიტედს", მომენტალურად ივსებოდა.

დავაკვირდეთ პირველი გოლის მომენტს. "ტოტენჰემის" ორი მოთამაშე თითქოს ჩვენი მკითხველები იყვნენ და იცოდნენ მაიკლ კერიკის პასიურობის შესახებ, ერთად ცდილობენ ბლინდისთვის ბურთის ართმევას. ამ დროს მათ ზურგს უკან სივრცე ჩნდება, რომელშიც მაიკლი ავსებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


ბლინდის უბრალო გადაცემით, ერთბაშად სამი მეტოქე რჩება უსაქმოდ, ხოლო კერიკს აქვს დრო და სივრცე იდეალური გადაწყვეტილების მისაღებად. მისკენ მცველი გარბის, თუმცა შეცდომას უშვებს, რადგან ფელაინის აძლევს გაქცევის საშუალებას, ამ ყველაფერს კარგად ხედავს ინგლისელი და აკეთებს გადაცემას, რომელსაც როგორც შემდეგ ვნახეთ გოლი მოჰყვა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


ძლიერი ფლანგები

როგორ დაამარცხა ასე მარტივად "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემი"?

ყველა ბურთზე ბოლომდე ბრძოლით, საკუთარ ძალებში თავდაჯერებით, უბურთოდ კარგად მოძრაობით(რომელზეც უკვე ვისაუბრეთ). ფორმირებამ, რომლის ჩამოყალიბებასაც ლუის ვან გალი უკვე რამდენიმე თამაშია ცდილობს, როგორც იქნა შედეგი გამოიღო. მოდით გავაანალიზოთ, რატომ მოხდა ასე.

წარმატებაში დიდი როლი ითამაშა, შემადგენლობაში გადაადგილებებმა. ძირითად 11-ეულში მატას გამოჩენამ და ბლინდის ფლანგზე გამწესებამ, ძალიან ინტენსიური და სანდო კავშირი ჩამოაყალიბა.

ფლანგებზე წარმოქმნილი ორი სამკუთხედი ძლიერი იარაღი გამოდგა. სწრაფი, მობილური ფეხბურთელები, მარცხნივ: ბლინდი და იანგი, მარჯვნივ: მატა და ვალენსია, ასევე ფელაინი-ერერას მხარდაჭერა ცენტიდან თითქმის ყველა მომენტში უპირატესობას იძლეოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


აი ასე გამოიყურებოდა ეს მოედანზე:

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


ფლანგებზე ასეთი სამეულების არსებობამ, შესაძლებელი გახადა "ტოტენჰემის" დაცვის ადვილად გარღვევა. ამავდროულად ცენტრში ფელაინი და ერერა მოედნის ცენტრში წესრიგის დამყარებას ემსახურებოდნენ.

მოდი ვნახოთ, როგორი გადაადგილებები ხდებოდა თავდაცვის დროს:

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


მატა და იანგი სწრაფად ბრუნდებოდნენ დაცვაში, ერერა და ფელაინი კი პრესინგს მიმართავდნენ, რითიც ავიწროებდნენ "ტოტენჰემის" მოთამაშეებს. როგორც ჩანს, "დეზები" არ იყვნენ ასეთი აგრესიული თამაშისთვის მზად და ხშირად კარგავდნენ ბურთს. მაშინაც კი, როდესაც ისინი ახერხებდნენ და ცდებოდნენ ჩვენს შემტევ ნახევარმცველებს, მათთვის აუღებელ ციხე-სიმაგრედ მაიკლ კერიკი ხდებოდა.



ბურთის დაკარგვის დროს, მატა უკვე მზად არის უკან დაბრუნდეს და დაცვაში დაეხმაროს თანაგუნდელებს, რაც ხშირ შემთხვევაში მეტოქისთვის ბურთის ართმევას იწვევდა.

თუკი, "ტოტენჰემის" ფეხბურთელების საშუალო პოზიციებს გადავხედავთ დავინახავთ, რომ ისინი არ იყვნენ მზად ასეთი თამაშისთვის.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


ბონუსად ერერას ბურთის კონტროლი:



დე ხეას სეივი

სამწუხაროდ, მატჩმა დე ხეას ტრადიციული სეივის გარეშე ვერ ჩაიარა. ჯონსის და რაფაელის წარუმატებელი თამაშის შემდეგ, "ტოტენჰემის" შემტევს გოლის გატანის შანსი მიეცა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


უნდა აღინიშნოს, რომ ეს დარტყმა აღმოჩნდა მეორე, რომელიც დავიდის კაირს მიმართულებით წავიდა, არც პირველი იყო ადვილი მოსაგერიებელი, თუმცა საინტერესო ისაა, რომ დარტყმის ავტორი ფილ ჯონსი გახლავთ.

საუკეთესო მატჩი?

არაერთხელ მომიწია მოსმენა, რომ ეს იყო ბოლო 2 წლის განმავლობაში გუნდის მიერ ჩატარებული საუკეთესო მატჩი. ჩემი აზრით, ასეთი წოდება პირველ რიგში ამ შეხვედრამ შედეგის გამო მიიღო, რადგან თამაშის ხარისხით ძალიან ჰგავდა "ტოტენჰემის" წინააღმეგ ჩატარებულ პირველ მატჩს. რეალიზაცია - აი იყო განსხვავება ამ ორ შეხვედრას შორის. გუშინ "იუნაიტედმა" 3-ჯერ მოარტყა კარში და სამივე შემთხვევაში გოლი გავიდა, რაც 100 პროცენტიანი მაჩვენებელია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)


ისტორია

ვინც გუშინ პირდაპირ ეთერში მოახერხეთ მატჩის ხილვა გახდით ისტორიული ფაქტის მომსწრენი. ლაპარაკია უეინ რუნის გოლზე, კონკრეტულად კი მის აღნიშვნაზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იქნება საუკეთესო აღნიშვნების კოლექციაში.

წინაისტორია:



ისტორია:



P.S

მიუხედავად, კარგი თამაშისა და სამი გატანილი გოლისა, ყველაზე სასიამოვნო კადრი ალბათ მაინც სერ ალექს ფერგიუსონის ბედნიერი სახის ხილვა იყო. რა არის მეტი საჭირო?

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ტოტენჰემი" 3-0 (ტაქტიკური განხილვა)
სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
16 მარტი 2015 23:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მგონი წლევანდელი პირველი ტაქტიკური განხილვაა რომელშიც კრიტიკის საბაბი არ იძლევა. გილოცავთ, იმედია შემდეგ განხილვებშიც გასაკრიტიკებელი და დასაწუნი არაფერი გვექნება.
0
№2
ავტორი: Goginashvili777
16 მარტი 2015 23:25
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
აკო გეთანხმები, თუმცა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ნახ.დაცვის ცენტრის საუკეთესო ტანდები ვიპოვეთ. ერერას მოხერხება და მოედნის ხედვა ყველამ ვიცით, ასევე კერიკის გამოცდილება და შრომისუნარიანობა, რაც ტოტენჰემთან მატჩში პირნათლად გამოჩნდა... მომდევნო მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს ვან გაალი არ შეცვლის არაფერს, დი მარიას ფაფხურს და ვან პერსის ზოზინს არ გვაყურებინებს, რაც შემდეგ განხივლაში დადებითად აისახება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: Blind
16 მარტი 2015 23:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ძალიან კარგი თამაში გამოვიდა love რამდენი ხანია ველოდებით ასეთ ფეხბურთს და როგორც იქნა.

მიუხედავად, კარგი თამაშისა და სამი გატანილი გოლისა, ყველაზე სასიამოვნო კადრი ალბათ მაინც სერ ალექს ფერგიუსონის ბედნიერი სახის ხილვა იყო. რა არის მეტი საჭირო?


ფერგიიი love არც არაფერი არ არის საჭირო მეტი,ძლივს ბედნიერი დავინახეთ.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
16 მარტი 2015 23:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ახალი ტაქტიკა და სწორი იპოვა გუნდმა როგორც იქნა. კერიკის დაბრუნება დროული იყო, ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებამ მოიტანა ეს შედეგიც

ვფიქრობ ესე უნდა გააგრძლოს გუნდმა. დაუბრუნდება ხალხი და ფლანგებიც გაცილებით უკეთესად ითამაშებენ. იმედია შეიგნო რომ მხოლოდ ბურთის კონტროლი არაა თამაში და ოღონდ ბურთი არ დაიაკრგოსო წინ პასის გაკეთება რო ავიწყდებათ

ისე დე ხეამ მგონი ყველა ბურთი მოიშორა გუშინ რაც დაუბრუნეს, არ სჩვევია ეგეთები წელს
0
№5
ავტორი: Goginashvili777
16 მარტი 2015 23:44
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
გიორგი,
ეგ კი არა, თუ დააკვირდი სმოლინგი და ჯონსი როგორ ერთვებოდნენ შეტევაში.. ჩართვას რომ თავი დავანებოთ, ხშირად სოლო რეიდებს აკეთებდნენ და რისკზე მიდიოდნენ, რაც ვან გაალის დროს პირველად მოხდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: rvnguro
16 მარტი 2015 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ჩემი ძველი ნიკი gun2 2 წელზე მეტია არ შემოვსლვარ ამით
0
№7
ავტორი: Wardell
17 მარტი 2015 00:06
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ჰუუჰ, როგორც იქნა კარგი თამაში და უკეთესი შედეგი. ჩემი ოპტიმიზმის ნაპერწკალიც გაღვივდა და უკვე მეორე ადგილისკენ ვიხედები.

რაც შეეხება ტაქტიკას და თამაშს. თითქმის იდეალური იყო ორივე, ნუ შეიძლებოდა რაფაელის დაყენებაც, მაგრამ ვალენსიასაც არ უთამაშია ურიგოდ. ძალიან კარგი იყო კერიკი-ერერა-ფელაინის ტრიო, რომლებმაც პირველ ტაიმში გააქრეს, ექსპერტების მიერ ნაქები და ნადიდები ბენთალები.

მართლაც ძალიან კარგი რეაბილიტაცია გამოვიდა, ჩემი აზრით დაუმსახურებელი მარცხის შემდეგ, თუმცა რაც მოხდა მოხდა. წინ კიდევ უფრო რთული გამოცდები გვაქვს ჩასაბარებელი.

ენფილდზე თამაშის წინ, ლუი დიდი დილემის წინაშეა, დააყენოს დაბრუნებული დი მარია თუ დატოვოს მატა. არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება გაუმართლებელი წინასწარი შეფასებებით, თუმცა ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს საბოლოოდ.

დღეს ჩვეულთან შედარებით მოკლე განხილვა იყო და ჩემი კომენტარიც პატარა იქნება, ეს კი კარგი თამაშის დამსახურებაა.
0
№8
ავტორი: RojoDiablo
17 მარტი 2015 00:52
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მატასადმი ავტორის დამოკიდებულების თაობაზე ორმაგი აზრი გამიჩჩნდა. ვერ მივხვდი მის თამაშს დადებითად აფასებს, თუ უარყოფითად. მე არ მომეწონა მატა. ხშირად აკეთებდა უაზრო გადაცემებს და ცუდ პასებს, მაგრამ მინდა დიდი ხნის უთამაშებლობას და ფლანგზე დგომას დავაბრალო.

დაცას და მეკარეს დიდი საქმე არ ჰქონიათ, მაგრამ ასეთ დროს შეტევა იჩენს თავს და ბლინდი კარგი იყო წინ. ნორმალურად აწვდიდა, კარგად იხსნებოდა და ერთადერთი შემთხვევები, როცა მის საშუალებით შეტევა არ ვითარდებოდა, იყო არაზუსტი პასები. იგივე სმოლინგმა, რამდენიმეჯერ გააკეთა საშინლად ცუდი პასი და ვერ განვითარდა შეტევა.

აქვე მინდა დი მარიას ყოფნა არ ყოფნის საკითხი გამოვყო. ასე მგონია ეს კაცი ხელს უშლის გუნდს. რამდენი შეხვედრაც ჩავატარეთ მასთან ერთად, იმედი ცუდად ვითამაშეთ. დი მარიას ყოფნა არ არის წარმატების გარანტია, მისი არ ყოფნა კი წარუმატებლობის გარანტია. როგორ გინდა თქვა, რომ ის არ უნდა იდგეს სასტარტოში, მაგრამ ეჭვები მიჩნდება უკვე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Wardell
17 მარტი 2015 00:58
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ვან გაალს თუ სურს, რომ დი მარიამ ფორმის აკრეფა სცადოს მაშინ სათამშო დრო უნდა მისცეს, თორემ არამგონია სკამზე დასმით და დატუქსვით გამოსწორდეს, არ არის ეგეთი ტიპაჟის მგონი.
0
№10
ავტორი: RojoDiablo
17 მარტი 2015 01:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
რა თქმა უნდა, არ ვამტკიცებ, რომ ანხელს არაფერი ესაქმება ძირითადში, მაგრამ მგონია, რომ მაგრად ზღუდავს გუნდს და ეს ხელს გვიშლის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top