თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2128,
კომენტარები: 10
ვან გაალი: "ტიტულზე მნიშვნელოვანი ოთხეულია"
ვან გაალი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი აცნობიერებს, რომ ინგლისის თასი "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზური უფრო მეტ მნიშვნელობას ატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალი ოთხეულში მოხვედრას კლუბისთვის გაცილებით მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს, 12 წლის განმავლობაში ინგლისის თასის პირველად მოგება მისი უმთავრესი მიზანია. "იუნაიტედი" მიმდინარე თვეში ნახევარფინალურ შეხვედრას "ევერტონის" წინააღმდეგ გამართავს, ამის ფონზე კი პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილის დაკავებისთვისაც იბრძვის.

"უკვე ვთქვი, რომ კლუბისთვის უფრო მნიშვნელოვანია ოთხეულში მოხვედრა, რადგან ჩემპიონთა ლიგა უმაღლესი დონეა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი კლუბი კი უმაღლეს დონეზე უნდა თამაშობდეს.

თუმცა ტიტულიც ფანტასტიკურია, რა თქმა უნდა, მით უმეტეს, ინგლისის თასი, რადგანაც დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს მოვიგეთ.

გულშემატკივართა ბედნიერებას დაინახავთ ქუჩაში ასე ხშირად არ გავდივარ, მაგრამ ჩემს სტილისტთან ვიყავი და ვნახე. მანქანები ჩერდება და ხალხი სურათის გადაღებას მთხოვს.

გულშემატკივართა შორის აჟიოტაჟია ატეხილი. სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ მათ ასე სწყურიათ ინგლისის თასი, მაგრამ ჯერ "ევერტონი" უნდა დავამარცხოთ",
- განაცხადა ვან გაალმა.



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
17 აპრილი 2016 20:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ამ კაც საერთოდ რა უნდა, ეხლა გუნდი წესით მეორე ადგილზე მაინც უნდა ყოფილიყო რაც ამან თანხა დახარჯა ტრანსფერებში,მაგრამ იმდენად დებილია წინა სეზონი უკეთესი იყო და მაშინაც,როგორც დღეს დე ხეა ძალიან დიდ როლს თამაშობს
0
№2
ავტორი: GeorgeBest
17 აპრილი 2016 20:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თასი დადე შე როხო derpwhy
0
№3
ავტორი: ფაჯიშილი
17 აპრილი 2016 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
არსენალმა ფრე ითამაშა, სიტის არამგონია გადაუსწროთ მაგრამ არსენალის გადასწრება შეიძლება, თან არსენალს და სიტის თამაში ერთმანეთში აქვს, ყველა თამაშში 3 ქულა გვინდა. იმედია მიხვდება ეს დებილი და დააყენებს წესიერ სასტავს და ლინგარდებს არ დააყენებს
0
№4
ავტორი: RojoDiablo
17 აპრილი 2016 21:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: ფაჯიშილი
არსენალმა ფრე ითამაშა, სიტის არამგონია გადაუსწროთ მაგრამ არსენალის გადასწრება შეიძლება, თან არსენალს და სიტის თამაში ერთმანეთში აქვს, ყველა თამაშში 3 ქულა გვინდა. იმედია მიხვდება ეს დებილი და დააყენებს წესიერ სასტავს და ლინგარდებს არ დააყენებს

არსენალის კიდევ ერთი ასეთი შედეგი გვინდა და ყველაფერი რიგზე იქნება, მაგრამ რაღაც არა მგონია, რომ ყველა მატჩი მოვიგოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Iunaitedi
17 აპრილი 2016 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
იმედი სუ გვაქვს ოთხეულის მარა ეს შპალიერის გამკვრელი სუ გვიწურავს იმედებს.
0
№6
ავტორი: MereBa
17 აპრილი 2016 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
სულელი
0
№7
ავტორი: snatch77
18 აპრილი 2016 09:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
საკმარისად სტაბილურები რომ ვიყოთ ოთხეულისთვის კიარა ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოდეთ . წლევანდელი უკუსვლის საწყისი შოუს საშინელი ტრავმაა.
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 აპრილი 2016 09:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მიხვდა როგორც იქნა , რომ ოთხეული ყველაზე მნიშვნელოვანია areyoukiddingme


ეგ სტილისტი არსად დაგეკარგოს wink
0
№9
ავტორი: marcos
18 აპრილი 2016 10:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 45
ამის მე ვერაფერი ვერ გავიგე ჯერ იძახდა ტიტულია მნიშვნელოვანიო ახლა ოტხეულიოოო....... რა გინდა ვან გააალ გაგვაგებინეეეე?? (:
0
№10
ავტორი: Memphis_Depay
19 აპრილი 2016 08:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
evropa ligaze gavidet jobia da tavs mainc ar shevircxvent .. van gaali tu darcha chempionta ligaze ra gvinda vafshe
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top