თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2014, 17:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1878,
კომენტარები: 8
ერერას ჩაწყობილ მატჩებში ადანაშაულებენ
ანდერ ერერა ეჭვმიტანილია.
ერერას ჩაწყობილ მატჩებში ადანაშაულებენ
ანდერ ერერას ჩაწყობილი მატჩების ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

ესპანური მედიის ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულს მომდევნო კვირაში სასამართლო პროცესს გაუმართავენ.

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი იძულებული იქნება ვალენსიაში გაფრინდეს, რათა სასამართლოს ჩვენება მისცეს.

იმ შემთხვევაში, თუ ერერას ბრალი დაუმტკიცდება, მას ან ჯარიმას დააკისრებენ, ან ციხეში ჩასვამენ. საუბარია პერიოდზე, როცა ერერა "სარაგოსაში" ასპარეზობდა.

2010-11 წლების სეზონში "სარაგოსას" პრიმერაში დარჩენისთვის "ლევანტეს" დამარცხება სჭირდებოდა, რაც მოახერხა კიდეც (2-1).

წინასწარმა გამოძიებმა აჩვენა, რომ ანდერმა, ისევე როგორც "სარაგოსას" რამდენიმე ფეხბურთელმა თავისი საბანკო ანგარიშიდან მნიშვნელოვანი თანხის გადარიცხვა განახორციელა.

როგორც მოსალოდნელია, სასამართლო მომდევნო კვირაში გაიმართება და მასზე "სარაგოსას" 2010 წლის გუნდის ყველა წევრი დაიკითხება, მათ შორის "სუონსის" ფეხბურთელი, ჯეფერსონ მონტერო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ჩქარობს.

წყარო: mirror
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 ნოემბერი 2014 16:45
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციხეში ნუ ჩასვამენ და თამაშს ნუ აუკრძალავენ და დანარჩენი რაც უნდათ ის უქნიათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
29 ნოემბერი 2014 17:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჭორია
0
№3
ავტორი: Macklemore
29 ნოემბერი 2014 18:01
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
დაახვიონ რა. ბილბაო დააჯარიმონ თუ ძაან უნდათ :D :D
0
№4
ავტორი: გაბადაძე
29 ნოემბერი 2014 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
იმედია ჭორია , და დგეს ველი ძირითადში love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№5
ავტორი: GeorgeBest
29 ნოემბერი 2014 18:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საიდან რა მოუთხარეს wink იმედია ჭორია
0
№6
ავტორი: Best 7
29 ნოემბერი 2014 20:01
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Vin Chad and Anders cixeshi Kai bichia simo

Vin Chad and Anders cixeshi Kai bichia simo
0
№7
ავტორი: red devil
29 ნოემბერი 2014 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ერერა ციხეში? ეგენი ხო არ აკაჩავებენ :@
0
№8
ავტორი: chudikone
29 ნოემბერი 2014 22:45
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ხო არ ჭმუჭნიან ესენი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top