თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2014, 17:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1491,
კომენტარები: 7
როხო: "მინდა გუნდს დავეხმარო"
მარკოს როხო ახალი წლისთვის ტრავმას მოიშუშებს.
როხო:
მარკოს როხო აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშების გამოტოვება მისთვის ძალიან სამწუხაროა და იმედი აქვს, რომ ახალი წლის დღეებში დაბრუნდება.

არგენტინელი ფეხბურთელი "საუთჰემპტონთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ უქმობს და ოთხ მატჩში ვერ მოახერხა მონაწილეობის მიღება - "ლივერპული", "ასტონ ვილა", "ნიუკასლი" და "ტოტენჰემი".

"ეს არის ის, რაც არ გინდა რომ ოდესმე გამოსცადო. შენ ყოველთვის მოედანზე გასვლა და თანაგუნდელების დახმარების სურვილი გაქვს."

"ძალიან არ გამიმართლა, რადგან ბოლო პერიოდში ტრავმებმა შემაწუხეს და ეს ძალიან არ მომწონს. საშინელებაა ვარჯიშების გამოტოვება და გუნდისგან მოწყვეტა. იმედი მაქვს ფორმას მალე აღვიდგენ და ტრავმას აღარასდროს მივიღებ, რადგან ეს არასდროს არ არის კარგი."


"ახლა რამდენიმე თამაშის ჩატარება მოგვიწევს ერთი მეორის მიყოლებით. სწორედ ეს მინდა - რაც შეიძლება მალე აღვიდგინო ფორმა და გუნდს ხელი შევუწყო."

"მწვრთნელს სურს რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი ჰყავდეს ხელმისაწვდომი ასეთ გადატვირთულ პერიოდში. ეს არის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, როცა გუნდი მოკლე პერიოდში უამრავ მატჩს ატარებს."
- განაცხადა როხომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 დეკემბერი 2014 17:28
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დაბრუნდი დაბრუნდი. გვჭირდება დაცვაში ხალხი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
29 დეკემბერი 2014 17:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სხვა თუ არავინ ეს მაინც იყოს, ევანსის საზიზღრობის ყურებას ამის ყურება ჯობია
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
29 დეკემბერი 2014 20:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ფორმის პიკში არ ეს არ იყო მაგრამ ევანსს მაინც მირჩევნია feel
0
№4
ავტორი: GeorgeBest
29 დეკემბერი 2014 20:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უკვე აზრიც არ აქვს ვინ იდგება დაცვაში, მთავარია ჯანმრთელი იყოს. ყველა ერთნაირია იმენა
0
№5
ავტორი: Manchester_M
29 დეკემბერი 2014 23:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ყველა ერთი ქარხნის ნაკეთებია ჩვენ დაცვაში

დაჟე იანგიც ჯობია მაგათ
0
№6
ავტორი: PaLoMo
30 დეკემბერი 2014 00:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
Evanss bleketi miirchvevnia.mackneir sagol rogor uchiravs tavi:-) ehecdomebic ki mosdis magram gamoucdelia da gamoasworebs
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: RedGirl
30 დეკემბერი 2014 01:17
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
როხო: "მინდა გუნდს დავეხმარო"


გაგიკვირდება და ჩვენც.

ჰუმელსი მინდაა !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top