თბილისი:
მანჩესტერი:
15-03-2015, 23:20
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1903,
კომენტარები: 0
ვან გაალი: "დიდი ნაბიჯი გადავდგით"
ვან გაალი მატჩის შემდეგ.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი მიიჩნევს, რომ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებით მისმა გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა.

საოცრად ორგანიზებულმა დაცვამ და მოწინააღმდეგის ნახევარზე პროდუქტიულმა თამაშმა "ეშმაკებს" ალბათ მთელი სეზონის განმავლობაში საუკეთესო გამარჯვება მოაპოვებინა და ამავე დროს მათი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ლონდონის "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს ჩამოაშორა.

ვან გაალმა პირადად აღიარა მაიკლ კერიკის წვლილი დღევანდელ წარმატებაში და ასევე ინგლისის თასიდან გამოვარდნის შემდეგ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი.

"მატჩის დაწყებიდან ხუთი წუთის განმავლობაში ჩვენ თამაშს მთლიანად ვაკონტროლებდით. ჩვენ ლამაზი გოლები გავიტანეთ და კარის მშრალად შენახვა მოვახერხეთ. საერთო ჯამში ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ."

"შეიძლება თასიდან გამოთიშვის შემდეგ, ჩვენთვის დღევანდელი თამაშით და ანგარიშით კმაყოფილები ვიყოთ. როდესაც ასე მარცხდები აუცილებლად უნდა დაამტკიცო ფანტასტიური გუნდური სულისკვეთება, დღეს სწორედ ეს დავინახე."

"მაიკლი არამართო ჩემი გუნდის ვიცე-კაპიტანი, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას შეუძლია ბურთი არმარტო ფლანგებზე, არამედ შეტევაშიც გადაიტანოს. ჩვენ სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება ნახევარდაცვაში."

"ჩვენ წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ახლა ჩვენ "ლივერპულს" ვუპირისპირდებით, რომელიც ზედა ოთხეულისთვის ჩვენთან ერთად იბრძვის."
-განაცხადა ჰოლანდიელმა Sky Sports-სთვის მიცემულ ინტერვიუში

წყარო: Fapl.ru
ინტერვიუები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top