თბილისი:
მანჩესტერი:
29-08-2015, 03:13
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2185,
კომენტარები: 10
ჩემპიონთა ლიგა - გზამკვლევი
ცოტა რამ მოწინააღმდეგეების შესახებ.
ჩემპიონთა ლიგა - გზამკვლევი
"პსვ ეინდჰოვენი"

ჩემპიონთა ლიგა - გზამკვლევი


როგორ მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ?

ჰოლანდიურმა კლუბმა ლიგის საგზური ავტომატურად მოიპოვა შიდა ჩემპიონატის გამარჯვებით. მათი მთავარი დამრტყმელი ძალა და ჩემპიონატის ბომბარდირი, აწ უკვე "იუნაიტედის" მოთამაშე მემფის დეპაი გახდა, რომლის მონაგარი გასულ სეზონში 22 გატანილი ბურთი იყო.

ვინ არის მათი ბოსი ?

"პსვს" ამჟამინდელი მენეჯერი ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ფელიპ კოკუ გახლავთ, რომელიც საფეხბურთო კარიეროს დროს "ბარსელონას" რიგებში ლუი ვან გაალის შეგირდი გახლდათ. ფელიპმა აგრეთვე მონაწილეობა მიიღო "იუნაიტედისა" და "ბარსელონას" შორის გამართულ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში 1998/1999 წლებში.

ურთიერთშეხვედრები

"იუნაიტედი" და "პსვ" ერთმანეთს 1984/85 წელს უეფას თასსზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრა რონ ატკინსონის გუნდის გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. შემდეგ იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, სადაც, ორივე შემთხვევაში გამარჯვება მასპინძლებს ხვდა წილად. ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 3-1 დასრულდა. "იუნაიტედის" მხრიდან "ფილიპსის" სახელობის სტადიონზე თავი პოლ სქოულზმა გამოიჩინა 11 მეტრიანი დარტყმით, ხოლო "ოლდ ტრაფორდზე" გამარტულ მატჩში გოლის გატანა ტედი შერინგემმა, პოლ სქოულზმა და დუაით იორკმა შეძლეს.

მომდევნო შეხვედრები

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში "იუნაიტედი" და ჰოლანდიური კლუბი ერთმანეთს 15 სექტემბერს, "ფილიპსის" სტადიონზე დაუპირისპირდება, განმეორებითი მატჩი კი, "ოლდ ტრაფორდზე" 25 ნოემბერს გაიმართება.

სხვა მნიშვნელოვანი კავშირები

ამ ორ კლუბს შორის ძალიან კარგი და "მეგობრული" სატრანსფერო პოლიტიკაა. მოგეხსენებათ, მიმდინარე ზაფხულს მემფის დეპაი შემოუერთდა კლუბს, გარდა ამისა "პსვ"-დან ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები გადაიბირა "იუნაიტედმა", როგორებიც რუდ ვან ნისტელროი, იაპ სტამი და ჯი სუნ პარკი იყვნენ.

მოსკოვის "ცსკა"

ჩემპიონთა ლიგა - გზამკვლევი


როგორ მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ?

რუსები "იუნაიტედის" მსგავსად ფლეი-ოფის მე-3 ეტაპიდან ჩაერთვნენ გათამაშებაში, თუმცა ინგლისელებისგან განსხვავებით, მათ მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდათ. მათი მეტოქე პორტუგალიური "სპორტინგი" გახლდათ. ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა, სადაც რუსებს უფრო გაუმართლად და ორი მატჩის ჯამში,4-3 გამარჯვებით შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

ვინ არის მათი ბოსი ?

მათი მთავარი მწვრთნელი რუსი სპეციალისტი ლეონიდ სლუტსკია, რომელმაც რუსული პრემიერლიგის ტრიუმფი 12-ჯერ შეძლო.

ურთიერთშეხვედრები

"იუნაიტედი" და "ცსკა" ერთმანეთს 2009/10 წელს შეხვდნენ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. პირველი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" ფრედ, 3-3 დასრულდა. "იუნაიტედის" მხრიდან თავი ოუენმა, ვალენსიამ და სქოულზმა გამოიჩინეს, ხოლო განმეორებით მატჩში ანტონიო ვალენსიას ერთადერთი გოლის წყალობით "იუნაიტედმა" გამარჯვებას მიაღწია.

მომდევნო შეხვედრები

"იუნაიტედი" რუსეთში 21 ოქტომბერს გაემგზავრება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა "ოლტ ტრაფორდზე" 3 ნოემბერს შედგება.

სხვა მნიშვნელოვანი კავშირები

"ცსკას" სტადიონი ინგლისელებისთვის ტკბილ მოგონებად არის ქცეული, რამეთუ 10 წლიანი პაუზის შემდეგ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის თასს სწორედ "ლუჟნიკის" სახელობის სტადიონზე დაეუფლა. არ ვიცი, რაოდენ საწყენია, მაგრამ სტადიონის რეკონსტრუქციის გამო მოსკოველები საშინაო შეხვედრებს "ხიმიკის" სტადიონზე გამართავენ.


"ვოლფსბურგი"

ჩემპიონთა ლიგა - გზამკვლევი


როგორ მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე?

გერმანელებს არ დასჭირვებიათ "ზედმეტი" მატჩების ჩატარება, რათა ჩემპიონთა ლიგაზე მიეღოთ მონაწილეობა. "მგლებისთვის" გასული სეზონი ფანტასტიკური აღმოჩნდა, რამეთუ ბუნდესლიგაში მე-2 პოზიცია დაიკავეს, გახდნენ გერმინიის თასისა და სუპერ თასის მფლობელნი.

ვინ არის მათი ბოსი?

"ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელი გერმანელი სპეციალისტი დიტერ ჰეკინგია, რომლის დამსახურებაცაა ის, რომ დღეს გერმანულ ბუნდესლიგას მრისხანე წარმომადგენელი ჰყავს "მგლების" სახით.

ურთიერთშეხვედრები

"ცეესკას" მსგავსად, "ვოლფსბურგიც" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "იუნაიტედის" მოწინააღმდეგე გახლდათ 2009/10 სეზონში. ორივე შეხვედრა "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2-1, 3-1. პირველ შეხვედრაში თავი მაიკლ კერიკმა და რაინ გიგზმა გამოიჩინეს, ხოლო გერმანიაში გამართულ მატჩში მაიკლ ოუენმა ჰეთ-რიკი შეასრულა.

მომდევნო შეხვედრები

პირველ მატჩს "იუნაიტედი" 30 სექტემბერს"ოლდ ტრაფორდზე გამართავს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 8 დეკემბერს გაიმართება.

სხვა მნიშვნელოვანი კავშირები

სტივ მაკლარენი, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონის ასისტენტი იყო "ტრებლის" მოგების პერიოდში. გარდა ამისა, მაკლარენი "ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ დიტერ ჰეკინგის მოსვლამდე.

პრევიუ

სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
29 აგვისტო 2015 03:51
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
უკვე მაჟრიალებს love ჩვენი მგლები !! წელს ეპლი თუ არა ლიგა მაინც დაიდოს gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: gocha 1985
29 აგვისტო 2015 09:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
Wels liga chvenia
0
№3
ავტორი: AkkRed
29 აგვისტო 2015 10:12
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რა ძააან ამბიციური და რეალობას მოწყვეტილი ფანები ჰყავს მანჩესტერს :დ
0
№4
ავტორი: GeorgeBest
29 აგვისტო 2015 11:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვოლფსბურგთან ყველაზე კარგი თამაში გველის ალბათ, არც პსვსთან იქნება მამენტ ცუდი საყურებლად. მთავარია ჯგუფში პირველი ადგილი დაიდოს
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 აგვისტო 2015 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საღოლ გურამ , კარგი სტატიააა. რავიცი მე მგონია, რომ ყველაზე მეტად ვოლფსბურგი გაგვიწევს წინააღმდეგობას და იმედია მეორე ადგილზე სწორედ გერმანელები გავლენ. შარშან მართლა კარგი ფეხბურთი ითამაშეს და წელსაც თუ ესე გააგრძელეს შეეძლებათ მერვედფინალში გასვლა.
0
№6
ავტორი: Best 7
29 აგვისტო 2015 15:39
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
გამიხარდება რუსებს რო დავამხობთ! am
0
№7
ავტორი: Malboro463
29 აგვისტო 2015 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ერთი ბულკი რო მოხვედრილიყო ჩვენს ჯგუფში კარგი იქნებოდა სტატისტიკას გავიუმჯობესებდით
0
№8
ავტორი: Lee Sharpe
29 აგვისტო 2015 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
გერმანიაში და მოსკოვში ფრე არ იქნება ტრაგედია. დანარჩენი უნდა მოვიგოთ ყველა
0
№9
ავტორი: Mufc7
29 აგვისტო 2015 20:09
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"იუნაიტედი" და "ცსკა" ერთმანეთს 2009/10 წელს შეხვდნენ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. პირველი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" ფრედ, 3-3 დასრულდა. "იუნაიტედის" მხრიდან თავი ოუენმა, ვალენსიამ და სქოულზმა გამოიჩინეს, ხოლო განმეორებით მატჩში ანტონიო ვალენსიას ერთადერთი გოლის წყალობით "იუნაიტედმა" გამარჯვებას მიაღწია.

ეს ვალენსია რომ არ ჰყოლოდათ ესე ირი რაა derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: manchesterchampion
30 აგვისტო 2015 02:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ggmu
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top