თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2014, 00:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1430,
კომენტარები: 3
მაკგრატი: "იუნაიტედს" დიდი თანხის დახარჯვა მოუწევს"
პოლ მაკგრატი დაცვის ხაზის გაძლიერებას ითხოვს.
მაკგრატი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, პოლ მაკგრატი ფიქრობს, რომ ლუი ვან გაალის გუნდს ცენტრალური მცველი ესაჭიროება.

"იუნაიტედის" დაცვის ხაზი მიმდინარე სეზონში სერიოზულ პრობლემებს განიცდის, რასაც ტრავმების გარდა ცუდი თამაში ერთვის.

"წითელ ეშმაკებს" მიმდინარე სეზონში 15 გოლი აქვთ გაშვებული და გუნდის სახელს აქტიურად უკავშირებენ სხვადასხვა მცველს, თუმცა მაკგრატი ფიქრობს, რომ "იუნაიტედს" იანვარში მცველის შესაძენად დიდი თანხის დახარჯვა მოუწევს.

"ლუი ვან გაალს დიდძალი თანხა დასჭირდება იმისთვის, რომ იანვარში წარმატებული სატრანსფერო კამპანია განახორციელოს. მათ ძლიერ ესაჭიროებათ მაღალი დონის ცენტრალური მცველი."

"არსენალთან" მატჩში გუნდს დაცვაში უამრავი პრობლემა ჰქონდა. ძალიან გაუმართლათ, რომ ბევრი გოლი არ გაუშვეს."


წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
25 ნოემბერი 2014 00:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თანხები დაიხარჯა დ აკიდევ დაიხარჯება, არამგონია გაჟმოტონ
0
№2
ავტორი: AkkRed
25 ნოემბერი 2014 00:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მცველები აშკარად გვინდა
0
№3
ავტორი: Mufc7
25 ნოემბერი 2014 11:46
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გუნდს დაცვაში უამრავი პრობლემა რომ აქვს მარტო არსენალთან მატჩში არ გამოჩენილა და დაცვა რომ სერიოზული მისახედია, ფაქტია და იყიდიან ვინმეს იმედია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top