თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2015, 14:04
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2745,
კომენტარები: 13
ვის დატოვებს ვან გაალი "იუნაიტედში"?! (ნაწილი მეორე)
ლუის ვან გაალი კიდევ ერთი დილემის წინაშეა.
ვის დატოვებს ვან გაალი
BBC Sport-ის ყოველკვირეულ რუბრიკაში, ბობი სევიჯი ამჯერად "იუნაიტედის" იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომელთა კონტრაქტი ამ ზაფხულს ან უახლოეს 18 თვეში იწურება.

ასეთი მოთამაშე "წითლების" შემადგენლობაში თვრამეტია, თუმცა მეტ-ნაკლებად ზოგიერთ მათგანის ბედი უკვე გადაწყვეტილია.

თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა მანჩესტერული კარიერა ბურუსითაა მოცული, მაგალითად რადამელ ფალკოა.

მას შემდეგ რაც ვან გაალი "ოლდ ტრაფორდზე" მივიდა, 15 მოთამაშე გაისტუმრა გუნდიდან, ზოგი სამუდამოდ, ზოგიც კი მცირე ხნით. თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერია და ჰოლანდიური წმენდა სავარაუდოდ კიდევ გაგრძელდება. ჩემი აზრით გუნდში არის მინიმუმ 10 ფეხბურთელი, რომელთაც ახალი კონტრაქტი არ ეკუთვნით.

მოთამაშეები, რომლებსაც კონტრაქტი 2015/16 წლის სეზონის ბოლოს ეწურებათ


ვის დატოვებს ვან გაალი "იუნაიტედში"?! (ნაწილი მეორე)


დავიდ დე ხეა: გუნდში 2011 წელს მოვიდა, "მადრიდის ატლეტიკოდან".
ასაკი: 24
პოზიცია: მეკარე
ძირითადი შემადგენლობა: 22

დავიდი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ყალიბდება. "იუნაიტედმა" კი ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც კი ხელეწიფება, რომ ესპანელს საუცხოო კონტრაქტი შესთავაზოს, რომელზეც დე ხეა უარს ვერ იტყვის. თუმცა თუკი "მადრიდის რეალი" გადაწყვეტს მის შეძენას, მაშინ "წითლებს" მინიმალური შანსი ექნებათ საკუთარი მეკარის შესანარჩუნებლად.

ვერდიქტი: ახალი კონტრაქტი(თუკი შესაძლებელი იქნება.)

ვიქტორ ვალდესი: გუნდში 2015 წელს მოვიდა, თავისუფალი აგენტის სტატუსით.
ასაკი: 33
პოზიცია: მეკარე
ძირითადი შემადგენლობა: 0

14 იანვარს ვალდესს 33 წელი შეუსრულდა, თუმცა მეკარისთვის ეს ასაკი არაფერს ნიშნავს. ვან გაალმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" ყოფილი კიპერი მის გუნდს შეუერთდა როგორც მეორე მეკარე, თუმცა ისიც დასძინა, რომ ვიქტორი იბრძოლებს ძირითადში ადგილისთვის. იდეალური ვარიანტი ჩემთვის, იქნება დავიდ დე ხეას და ვალდესის შენარჩუნება, თუმცა ვინ იცის, მოხდება ასე?

ვერდიქტი: ახალი კონტრაქტი.

ანდერს ლინდერგორი: გუნდში 2010 წელს მოვიდა, "ოლესუნიდან".
ასაკი: 30
პოზიცია: მეკარე
ძირითადი შემადგენლობა: 0

ვალდესის მოსვლა დანიელისთვის სასიხარულო ნამდვილად არ არის, ის მესამე მეკარე გახდა.

ვერდიქტი: შეუძლია წავიდეს.

ფილ ჯონსი: გუნდში 2011 წელს მოვიდა, "ბლექბერნიდან".
ასაკი: 22
პოზიცია: მცველი
ძირითადი შემადგენლობა: 11

რიო ფერდინანდის და ნემანია ვიდიჩის წასვლით, ფილს გაუჩნდა შანსი ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბებულიყო, თუმცა მან ეს ვერ შეძლო. კარგი მცველი, თუმცა არა "იუნაიტედის" დონის.

ვერდიქტი: შეუძლია წავიდეს.

იცით თუ არა რომ? "იუნაიტედმა" მოიგო მატჩების მხოლოდ 20%, როცა ფილი თამაშობდა, ხოლო როცა ინგლისელი გუნდს ვერ ეხმარებოდა, "წითლებმა" 72.6% შემთხვევაში მიაღწიეს საწადელს.

კრის სმოლინგი: გუნდში 2010 წელს მოვიდა, "ფულემიდან".
ასაკი: 25
პოზიცია: მცველი
ძირითადი შემადგენლობა: 10

შესანიშნავი ათლეტი, თუმცა არა ასეთი ფეხბურთელი. ძალიან ხშირად ეთიშება თამაშს.

ვერდიქტი: შეუძლია წავიდეს.

ჯონი ევანსი: კლუბის აღზრდილი.
ასაკი: 27
პოზიცია: მცველი
ძირითადი შემადგენლობა: 8

როგორც ფილის და კრისის შემთხვევაში, არც ჯონი ევანსი მგონია იყოს ვან გაალისთვის პირველი ოფცია კარგი მცველების შეძენის შემდეგ და არც ის მგონია, რომ ჩრდილო-ირლანდიელს ახალ კონტქატს შესთავაზებენ. მართალია, ჯონი კოლეგებთან (სმოლინგი,ჯონსი) შედარებით, ბურთთან უკეთ მოქმედებს, თუმცა მას არ შეუძლია იყოს ლიდერი.

ვერდიქტი: უნდა წავიდეს.

რაფაელი: გუნდში 2008 წელს მოვიდა, "ფლუმინენსედან"
ასაკი: 24
პოზიცია: მცველი
ძირითადი შემადგენლობა: 6

შესაძლოა ბრაზილიელი დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს კონცენტრაციას კარგავდეს, თუმცა შეტევაში იგი ძალიან აქტიურია. მე ახალ მარჯვენა მცველს მოვიყვანდი გუნდში, თუმცა აუცილებლად შევინარჩუნებდი რაფაელსაც.

ვერდიქტი: ახალი კონტრაქტი.

ეშლი იანგი: გუნდში მოვიდა 2011 წელს, "ასტონ ვილადან"
ასაკი: 29
პოზიცია: ნახევარ მცველი
ძირითადი შემადგენლობა: 11

მართალია, გასულ სეზონში ვამბობდი, რომ ეშლის აუცილებლად უნდა დაეტოვებინა გუნდი, თუმცა ყველაფერი შეიცვალა. ინგლისელი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში.

ვერდიქტი: ახალი კონტრაქტი.

იცოდით თუ არა, რომ? "იუნაიტედი" მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, როცა ეშლი მოედანზე იმყოფებოდა და ეს პირველ ტურში, "სუონსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოხდა.

ნიკ პოუელი: გუნდში მოვიდა 2012 წელს, "კრუ ალექსანდრეადან"
ასაკი: 20
პოზიცია: ნახევარ მცველი
ძირითადი შემადგენლობა: 0

"ლესტერში" ერთ წლიანი იჯარა შეწყდა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკმა რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა "მელიების" შემადგენლობაში. ის ჩემპიონშიპში უნდა წავიდეს, რათა სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.

ვერდიქტი: უნდა წავიდეს.

რობინ ვან პერსი: გუნდში მოვიდა 2012 წელს, "არსენალიდან"
ასაკი: 31
პოზიცია: თავდამსხმელი
ძირითადი შემადგენლობა: 21

მის თაობაზე გაორება მემართება: რობინი - პრემიერ ლიგის ლეგენდაა, თუმცა 2016 წელს უკვე 33 წლის ხდება.

კერიკის და ვალდესისგან განსხვავებით, რომლებიც რობინზე უფროსები არიან, ფორვარდისთვის ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე დავტოვებდი მას შემდეგ სეზონში, რადგან ჯერ კიდევ შეუძლია სარგებლის მოტანა.

თუმცა 1 წლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ასაკი რობინის წისქვილზე წყალს ნამდვილად ვერ დაასხამს. ამიტომ კონტქატის ამოწურვის შემდეგ, შეიძლება წინ გახედვა, ფიქრი MLS-ზე. ვან პერსის შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, თუმცა ვფიქრობ ვან გაალისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება.

ვერდიქტი: შეუძლია წავიდეს.

ხავიერ ერნანდესი(ჩიჩარიტო): გუნდში მოვიდა 2010 წელს, "გვადალახარადან"
ასაკი: 26
პოზიცია: თავდამსხმელი
ძირითადი შემადგენლობა(პრემიერ ლიგა და ლა ლიგა): 2

ვან გაალმა უკვე გააგზავნა მექსიკელი არენდით "რეალში", თუმცა არც იქ მისცემია მექსიკელს დიდი დრო. ძნელი წარმოსადგენია მისი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება.

ვერდიქტი: შეუძლია წავიდეს.

გუნდის გარდაქმნა ძვირი ბედნიერებაა

2014 წლის დასაწყისში, მე ვთქვი, რომ "იუნაიტედმა" უნდა დახარჯოს 200 მილიონი, რადგან ღირსეულად დაუხვდეს ნებისმიერ მეტოქეს "ოლდ ტრაფორდზე".

დევიდ მოიესმა, ხუან მატასთვის 37 მილიონი გადაიხადა, ხოლო ვან გაალმა 6 ახალი ფეხბურთელისთვის 150. ჯამში თითქმის 200-ია, თუმცა მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ დასახარჯი კიდევ ბევრია.

ვან გაალმა უნდა მოაწესრიგოს დაცვა და ცენტრალური ზონა, ამისთვის მინიმუმ 100 მილიონია საჭირო. ეს ჯერ კიდევ პროცესის დასაწყისია.

პირველი ნაწილი იხილეთ აქ



წყარო: carrick.ru
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
21 იანვარი 2015 14:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ ზაფხულს ბევრი მოვიშორეთ, ბევრიც მოვიყვანეთ მარა საკმარისი არაა. დე ხეას შენარჩუნება და აკრგი მცველის მოყვანა პირველ რიგსი გვჭირდება. ვერც ჯონსი და ვერც სხვები ვერ განვითარდებიან გვერდით თუ გამოცდილი არ ეყოლებათ

ჰუმელსიც დადოს და ვუდვარდს ძეგლს დავუდგამთ

პაუელი გამშვების დედა ვატირე
0
№2
ავტორი: Svanii
21 იანვარი 2015 14:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
რა უაზრობააა რაარი ეს ?? ჯონსი წავიდესო ევანნსი წავიდესო პერსი წავიდესი და ვის ათამაშებენ მკნაირს და ბლეკეტს. ჯონს და პერსის გაუხანგძლივებენ და ევანსის რაგითხრათ.
0
№3
ავტორი: AkkRed
21 იანვარი 2015 14:47
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბევრი უნდა წავიდეს კიდე და იმედია ამ ზაფხულსაც გაიფილტრება გუნდი და მომავალ წელს უზარმაზარუ და გამანადგურებელი მანჩესტერი დაბრუნდა
0
№4
ავტორი: Berba 9
21 იანვარი 2015 14:53
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მცველები ისედაც გვიჭირს და ახლები თუ არ მოვლენ, მემგონი კი არ უნდა წავიდნენ 5-5 წლიანი კონტრაქტები უნდა გავუფორმოთ )))

იანგი აუცილებელიცაა, რომ წავიდეს.

ჩიჩარიტო თავად ლუიმ უნდა გადაწყვიტოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 იანვარი 2015 15:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ბანალურია, მაგრამ პირველ რიგში დე ხეას ახალი კონტრაქტი!!! თუ ვინმე იმსახურებს გაუმჯობესებულ კონტრაქტს ეს დე ხეაა. რაც შეეხება დანარჩენებს, არ მგონია რომ ამ ეტაპზე მცველების გაშვება კარგი იდეა იყოს, მაგრამ თუ ვინმეს გაუშვებთ მაშინ შემცველელბიც უნდათ. ( თუმცა ევანსი გინდ ყოფილა გინდ არა...)
ვან პერსის დიდი ალბათობით ვან გაალი არსად გაუშვებს, იანგი ჩემი აზრით წამლსველელთა სიაში უნდა იყოს, ჩიჩარიტო კიდე არ მგონია რო დააბრუნოს.
0
№6
ავტორი: Goginashvili777
21 იანვარი 2015 15:55
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
იანგზე გამახარეთ 3d_5 გეთანხმები ვერდიქტებში, მაგრამ ვალდესის კონტრაქტის გაგრძელება არამგონია კარგი იყოს ....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: Man-United
21 იანვარი 2015 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
jones da iangis shemtxvevashi ar getanxmebi avtor erti jones ara gasashvebi male darwmundebit da ufantazio iangi unda movishorot
0
№8
ავტორი: Macklemore
21 იანვარი 2015 16:22
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ჩიჩარიტო და ლინდეგაარდი უეჭველად უნდა წავიდნენ, სხვა არვიცი.
0
№9
ავტორი: Esi
21 იანვარი 2015 18:14
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
დე ხეას სასწრაფოდ კონტრაქტი, და რაფაელი არ გაუშვა ვან გაალ თორე ტერაქტს მოგიწყობ lol
0
№10
ავტორი: bziki
21 იანვარი 2015 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მაგარი სამუშაო აქ ვანგაალს ტრანსფერებზე მართლა
არც ჯონსი არც სმოლინგი და მითუმეტეს არც ევანსი არაა მანჩესტერის დონის ვერ განვითარდნენ ტრამვების გადამკიდე
რაფაელს ძირითად მცველად არ მივიჩნევ მე, საყიდელია მარჯვენა მცველი
4-5 მოთამაშეა დასამატებელი აუცილებლად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top