თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2015, 08:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1703,
კომენტარები: 8
ვან პერსი: "შაბათს განწყობა შეგვეცვალა"
ვან პერსი განვითარებული მოვლენებით კმაყოფილია.
ვან პერსი:
"მანჩესტერ იუნაიტედი" 4 თებერალს "კემბრიჯ იუნაიტედს" ინგლისის თასზე "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებს.

ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი "ები სტედიუმზე" 0-0 დასრულდა, რამაც "წითელ ეშმაკებს" იმედები გაუცრუა, თუმცა რობინ ვან პერსი აცხადებს, რომ განწყობა მალევე შეეცვალა.

"კემბრიჯთან" მატჩის შემდეგ ყველა ცუდ ხასიათზე დადგა. მაგრამ ისინი კარგად თამაშობდნენ, რის გამოც უნდა შევაქოთ, რადგან მათი შედეგი ამას იმსახურებს.

თუმცა შაბათს განწყობა შეგვეცვალა. "მანჩესტერ სიტი" გავარდა, "ჩელსი" გავარდა და ეს ყველაფერი უცებ მოხდა, ჩვენ კი სახლში "კემბრიჯს" ვხვდებით.

და ე.წ. დიდი კლუბებიდან ამჟამად მხოლოდ "არსენალი", "ლივერპული" და "ვესტ ჰემი" შემორჩა, მაგრამ მთელს ტურნირზე ჩვენ ყველაზე დიდი კლუბი ვართ. ვფიქრობ, 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "იუნაიტედმა" ინგლისის თასი მოიგო, მაგრამ წელს კარგი შანსი გვაქვს.

გამარჯვება გვინდა. მაგრამ პირველ რიგში შემდეგ თამაშს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელშიც "კემბრიჯს" ვხვდებით."
- განაცხადა ვან პერსიმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 იანვარი 2015 08:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
და ე.წ. დიდი კლუბებიდან ამჟამად მხოლოდ "არსენალი", "ლივერპული" და "ვესტ ჰემი" შემორჩა, მაგრამ მთელს ტურნირზე ჩვენ ყველაზე დიდი კლუბი ვართ.


ამდენი კარგი გუნდი გავარდა, პლუს ამას მეხუთე რაუნდშიც სუსტს ვხვდებით და მინიმუმ ფინალში რომ ვერ გავიდეთ სირცხვილი იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
28 იანვარი 2015 09:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ფინალი არსენალი მანჩესტერი იქნება
0
№3
ავტორი: AkkRed
28 იანვარი 2015 10:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Jorbe-Jorbe,

მე რატომღაც მგონია, რომ ლივერპული იქნება ჩვენი მეტოქე ფინალში და არა არსენალი
0
№4
ავტორი: temo-scholes
28 იანვარი 2015 10:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
AkkRed,
bratci me ki saertod mgonia ro chaquchebi iqnebian finalshi chveni metoqe....:);)
0
№5
ავტორი: AkkRed
28 იანვარი 2015 12:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბოლოს ისე გამოვა ფინალშიც ვერ გავალთ :დდდ
0
№6
ავტორი: DiMaria
28 იანვარი 2015 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
კენჭისყრა იქნება ხალხი, რა იცით ეგ არსენალი და ლივერპული მანამდე რომ არ მოგვიწევს
0
№7
ავტორი: GeorgeBest
28 იანვარი 2015 14:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამდენი გუნდი რო გავარდა მაგრად გაასწორა, ფინალი უნდა დადონ მინიმუმ
0
№8
ავტორი: Mufc7
28 იანვარი 2015 21:03
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"გამარჯვება გვინდა. მაგრამ პირველ რიგში, შემდეგ თამაშს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელშიც "კემბრიჯს" ვხვდებით."
ხოდა გადით მოედანზე და 3 ქულა დადეთ-_-
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top