თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2015, 09:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1740,
კომენტარები: 7
უილსონი ტრიოს, ვან გაალისა და გიგზის შესახებ
ჯეიმს უილსონი სწავლას განაგრძობს.
უილსონი ტრიოს, ვან გაალისა და გიგზის შესახებ
მის ირგვლივ არსებული გამოცდილი ხალხის შემხედვარე ჯეიმს უილსონი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნის პირველივე სეზონში საუკეთესო ადამიანებისგან სწავლობს.

19 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა, რაც ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი იქიდან გამომდინარე, რომ კონკურენიციის გაწევა ვან პერსის, უეინ რუნისა და რადამელ ფალკაოსთვის უწევს.

"სამივე მათგანისგან ვსწავლობ და თითოეულისგან განსხვავებულ რამეს. ყოველდღიურად მათთან ერთად ვარჯიში და მუშაობა ჩემთვის დაუჯერებელია, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი.

ეს გუნდში ჩემი პირველი სეზონია, ასე რომ, მათთან ერთად იმდენი უნდა ვივარჯიშო, ვიყო ფორმაში და ვისწავლო, რამდენიც შემიძლია. რამდენიმე ისეთი მომენტი მქონდა, როცა მინდოდა ვინმეს გავეღვიძებინე, რადგან თავი სიზმარში მეგონა."
- განაცხადა უილსონმა.

უილსონს შეუძლია ვან გაალის იმედიც ჰქონდეს, რომელმაც უკვე აჩვენა თავისი რწმენა, მას შემდეგ, რაც მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

"უმაღლესი დონის მწვრთნელია. ვარჯიშებზე ყველას 100%-ით დახარჯვას სთხოვს და ძალიან შთამაგონებელია. თუ მისი დახმარება გჭირდება, შეგიძლია უბრალოდ მიხვიდე და სთხოვო. არ ეკუთვნის იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც დისტანციას იჭერს, სალაპარაკოდ დროს აუცილებლად გამონახავს, ეს კი კარგია ჩემთვის." - დაამატა ჯეიმსმა.

როცა მთავარი მწვრთნელის ასისტენტთან, რაიან გიგზთან ურთიერთობის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: "ჩემთვის დიდებულია მასთან ურთიერთობა, რადგან უდიდესი გამოცდილება აქვს.

როცა რჩევა მჭირდებოდა, რამდენიმეჯერ ვესაუბრე. მასთან დაახლოება ძალიან ადვილია და როცა გინდა ვინმეს ესაუბრო, ის საუკეთესო არჩევანია. გიგზი ყოველთვის თავისუფალია და ნებისმიერ წამს შეგიძლია მოიხმო, როცა გჭირდება."


უილსონს ისიც ჰკითხეს, რამდენად შეიცვალა მისი ცხოვრება გასული წლის შემდეგ.

"სიმართლე გითხრათ, ძალიან არ შეცვლილა. როცა გარეთ გავდივარ ცოტა ხალხი მცნობს და არა ყველა. ერთადერთი ცვლილება ისაა, რომ ჩემმა მეგობრებმა ჩემთან ლაპარაკს უფრო მოუხშირეს."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 თებერვალი 2015 11:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გიგზი ყოველთვის თავისუფალია და ნებისმიერ წამს შეგიძლია მოიხმო, როცა გჭირდება."


გამოიყვანა უსაქმურად გიგზი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
5 თებერვალი 2015 11:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
პოლ სქოულზი გაკლია ბიჭო
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 თებერვალი 2015 12:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"ჩემმა მეგობრებმა ჩემთან ლაპარაკს უფრო მოუხშირეს." ლაპარაკსაც და ფულის სესხებასაც ხოო???? wink

AkkRed,
აკო შენი სკოლააა რააა wink wink
0
№4
ავტორი: Mufc7
5 თებერვალი 2015 12:10
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ცოტა ხალხი მცნობს და არა ყველა.

დადგება ეგ დღეც,ყველა რომ გიცნობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: GeorgeBest
5 თებერვალი 2015 15:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შანსიც საკმარისად ეძლევა და იყინებს კიდეც. გვერდით ესეთი სამეული რომ გყავს ამაზე მეტი რა უნდა. ყველაფერი აქვს იმისთვის რომ საუკეთესო გახდეს და იმედია ესეც მოხდება
0
№6
ავტორი: Jubo
5 თებერვალი 2015 16:25
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
"სიმართლე გითხრათ, ძალიან არ შეცვლილა. როცა გარეთ გავდივარ ცოტა ხალხი მცნობს და არა ყველა. ერთადერთი ცვლილება ისაა, რომ ჩემმა მეგობრებმა ჩემთან ლაპარაკს უფრო მოუხშირეს."

მოგიკვდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
5 თებერვალი 2015 21:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ტიპი ზღაპარში გაიჩითა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top