თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2015, 12:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1777,
კომენტარები: 10
ვან გაალი ტაქტიკურ ცვლილებას ხსნის
რატომ შეცვალა ვან გაალმა ტაქტიკური განლაგება გუშინდელ მატჩში.
ვან გაალი ტაქტიკურ ცვლილებას ხსნის
ლუი ვან გაალმა ახსნა, თუ რატომ მიმართა "ლესტერთან" მატჩში ტაქტიკურ ცვლილებას.

"წითლები" გუშინდელ მატჩში სამი ცენტრალური მცველითა და ორი ვინგბექით თამაშობდნენ, როლები შესაბამისად კრის სმოლინგმა, პედი მაკნეირმა და დეილი ბლინდმა მოირგეს, ფლანგზე კი ეშლი იანგი და მატეო დარმიანი თამაშობდნენ.

ფილ ჯონსისა და მარკოს როხოს ტრავმებმა ვან გაალი აიძულა მოეფიქრებინა სისტემა, რომელიც ჯეიმი ვარდისა და შინჯი ოკაძაკის განეიტრალებას მოახერხებდა. თუმცა ინგლისელმა თავისი სარეკორდო გოლი მაინც გაიტანა.

"დაცვაში ბევრი ტრავმირებული მყავდა, ამიტომ იძულებული ვიყავი ეს გამეკეთებინა. მაგრამ "ლესტერის" სათამაშო სტილის გამოც მოვიქეცი ასე.

ვარდისა და ოკაძაკისთვის არხები უნდა დამებლოკა და მიზეზიც ეს იყო, თუმცა ნახევარდაცვაში ერთი მოთამაშით მეტი გვყავდა და ბევრი სივრცე შეგვექმნა, რის გამოც მატჩში ვდომინირებდით. მაგრამ უფრო მეტი შანსი უნდა შევქმნათ და ეს ვერ მოვახერხეთ. უფრო მეტი შანსი გვქონდა, ვიდრე "ლესტერს", მაგრამ არც ისე ბევრი.

პირველ ტაიმში იმდენად ვერ ვდომინირებდით, როგორც მეორეში. ამიტომ, მეორე ტაიმში ჩვენს გოლს ველოდებოდი, მაგრამ არ გავიდა. მათაც ჰქონდათ კარგი შანსი. ბურთი დავთმეთ, რადგან პედი მაკნეირს ეგონა, რომ იმ მომენტში თავდამსხმელი იყო და შემდეგ არხები გაეხსნათ, სადაც გაიქცნენ",
- ვან გაალი.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
29 ნოემბერი 2015 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
rage

ეს **** კიდე მაკნეირს ამტყუნებს და მან ამიტ იმართლებს თავს... ფუ წადი შენი am
0
№2
ავტორი: RojoDiablo
29 ნოემბერი 2015 13:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
temo-scholes,
სიმართლე ითქვას, პედი რას აკეთებდა იმ ეპიზოდში მართლა ვერ გავიგე. ცენტრალურ მცველს 1-1 ანგარიშზე ასეთი გუნდის წინააღმდეგ რა უნდა თავდასხმაში არასტანდარტული მდგომარეობისას, დიდი კითხვის ნიშანია და მეეჭვება, ლუის დაევალებინა ეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ნოემბერი 2015 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნეტა ვიცოდე ეს კაცი დომინირებას რას ეზახის და მეტი არაფერი მინდა რაა areyoukiddingme
0
№4
ავტორი: UTD-Rule
29 ნოემბერი 2015 14:38
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვახო ( G G M U),
უფრო დიდ ხანს რო ვფლობთ ბურთს ჩვენს ნახევარზე იმას ალბათ. what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: GeorgeBest
29 ნოემბერი 2015 15:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხო მაგრად დაბლოკე, საღოლ კიდე ქენი ხოლმე ეგრეეე foreveralonehappy
0
№6
ავტორი: dachi_mu
29 ნოემბერი 2015 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
***ი შე სვარჩიკო ჩემი გუნდიდან..ფუ შენი ფილოსოფოსობა მოვ***..რა ვინგბექი შე სირო
0
№7
ავტორი: Best 7
30 ნოემბერი 2015 09:02
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ამას სეზონის ბოლომდე არავინ არ გაუშვებს და დიდად აინტერესებს გლეიზერებს ჩვენი თამაშის სტილი მთავარია ხო გავალთ ლიგაზე და ეგაა მათთვის!
0
№8
ავტორი: AkkRed
30 ნოემბერი 2015 11:17
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

მეც ეგ მაინტერესებს უკვე რამდენი ხანია და პასუხს ვერ ვპოულობ
0
№9
ავტორი: Jorbe-Jorbe
30 ნოემბერი 2015 14:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ბიჭო ეს დებილია? ისე ლაპარაკობს რო გეგონება პირველზე ვიყოთ და ათი ქულით ვიყოთ წინ. დომინირება გაიკეთე უკან, საგოლე მომენტების შექმნის მხრივ ყველაზე ფარჩაკია წელს იუნაიტედი მემგონი. ფანტაზიის უნარი აკლიაააა და ფლანგებიდან ჩაწოდების იმედზე ვართ... კომბინაცია რა არის არ იცის ლუიმ ნეტააა???????????????
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top