თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2015, 18:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3042,
კომენტარები: 8
შვაინშტაიგერი მატჩის შემდეგ
ბასტიან შვაინშტაიგერის კომენტარი "ლესტერთან" მატჩის შემდეგ.
შვაინშტაიგერი მატჩის შემდეგ
ბასტიან, ამ მატჩში ანგარიშის გათანაბრება მოგიხდათ. ფრეს ღირსეულ შედეგად მიიჩნევთ?

იმედგაცრუებულები ვართ, რომ აქ ვერ გავიმარჯვეთ. სამი ქულის მოპოვება გვინდოდა, მაგრამ მატჩი ვერ მოვიგეთ. ადრეც ვიცოდით, რომ ასეთ სიტუაციში ვარდი ეცდებოდა გატანას და გაიტანა კიდეც. ასე რომ, არ გვიხარია.

ჯეიმი ვარდის გოლი კონტშეტევაზე - ამის შეჩერებას გეგმავდით?

სწორედ ამის. მგონი, კუთხური გვქონდა და ცუდად ვიცავდით თავს. ვიცოდით, რომ ის ასეთ გარბენებს ახორციელებს და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი გოლი გავუშვით.

ანგარიში თქვენ გაათანაბრეთ. "მანჩესტერ იუნაიტედში" თქვენი პირველი გოლია - სასიამოვნოა, რომ სწორედ მაშინ გაიტანეთ, როცა გუნდს სჭირდებოდა?

იღბლიან დროს - შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ვერ მოვიგეთ. რამდენიმე შანსი გვქონდა, მაგრამ "ლესტერის" წინააღმდეგ თამაში, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის. ვფიქრობ, მთელი სეზონია კარგად თამაშობენ. არ ვიცი, ახლა მესამეზე ვართ თუ მეოთხეზე. იმედგაცრუებულები ვართ.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აკონტროლებდით მატჩს, ფლობდით ბურთს, უფრო მეტი მომენტის შექმნა გინდოდათ?

დიახ, ასეთი რაოდენობის თავისუფალი სივრცეების ფონზე უფრო მეტი მომენტის შექმნა გვინდა. ერთმნიშვნელოვნად არ გაგვიმართლა.

ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 ნოემბერი 2015 18:21
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დე ხეას არაფერს ვაბრალებ, ასე ნუ გაიგებთ ჩემს სიტყვებს, მაგრამ გოლის დროს სხვანაირადაც შეეძლო ეთამაშა. უფრო სწორად, უფრო მართებული გადაწყვეტილება მიეღო. თუმცა დასწრება სცადა და არც ეს არის მცდარი მოქმედება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერს ვაბრალებ, მხოლოდ ვერ გადაგვარჩინა და მაგის თქმა მინდა. მაგრამ მომდევნო ეპიზოდში უკვე ჰოო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
29 ნოემბერი 2015 18:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეორე მაინც შეეგდო. გუნდი არა მარა ეს იმსახურებდა
0
№3
ავტორი: dachi_mu
29 ნოემბერი 2015 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
RojoDiablo,
ზატო მერე ულუას ისეთი აუღო რო :)
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ნოემბერი 2015 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ბასტიანისგან რა გვინდა, თორე მეტი რო შეგვეტია და ესე უაზროდ არ გვეთრია ბურთი მოვიგებდით კიდევაც მაგ თამაშს, მაგრამ ფილოსოფია ეგეთ რაღაცეებს კრძალავს areyoukiddingme
0
№5
ავტორი: redarmy10
29 ნოემბერი 2015 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
აი ეგ შედეგი რითაც უკმაყიფილოები ვართ არც შვაინას ბრალია და არც დე ხეას. ეგ უფრო წინახაზელების მკვდარი თამაშიდან გამომდინახეა. რუნი,მარტიალი,მატა და დეპაი იყვნენ 0 და გაიტანეს 0 და ეგრე იქნება კიდევ ბევრ თამაშში სეზონის ბოლომდე ((((

აი ეგ შედეგი რითაც უკმაყიფილოები ვართ არც შვაინას ბრალია და არც დე ხეას. ეგ უფრო წინახაზელების მკვდარი თამაშიდან გამომდინახეა. რუნი,მარტიალი,მატა და დეპაი იყვნენ 0 და გაიტანეს 0 და ეგრე იქნება კიდევ ბევრ თამაშში სეზონის ბოლომდე ((((

რამდნი ხანია ნორმალური თამაში არმინახავს ამათ ხელში აუტანელია უკვე ვერვუყურებ
0
№6
ავტორი: AkkRed
30 ნოემბერი 2015 10:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კიდევ ერთხელ ვიტყვი, ბასტიანი და კერიკი ერთად დასაყენებლები არ არიან.
0
№7
ავტორი: Mufc7
30 ნოემბერი 2015 11:59
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მერამდენე იმედგაცრუება უკვე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: Jorbe-Jorbe
30 ნოემბერი 2015 14:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
არ ვიმსახურებდით მოგებას. ფრე ლოგიკურია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top