თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2014, 22:23
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1761,
კომენტარები: 10
ანდერ ერერა: "გაგვიმართლა, ფალკაო რომ ჩვენთანაა"
ესპანელი თანაგუნდელზე საუბრობს.
ანდერ ერერა:
"იუნაიტედის" ახალწვეული, ანდერ ერერა, რომელიც გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა, მოხარულია იმით რომ, კოლუმბიელ გოლეადორთან ერთად უწევს თამაში.

"გულშემატკივარს ძალიან უყვარს ის, რადგან რადამელი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის ბურთისთვის, თითქოს ეს მისი უკანასკნელი მატჩია ცხოვრებაში. ჩვენ ძალიან იღბლიანები ვართ, რადგან ფალკაო ჩვენთან ერთადაა და დარწმუნებული ვარ სულ მალე ის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდება.

ტრავმა, მოთამაშის კარიერაში ყველაზე ცუდი მომენტია. მე კარგად ვიცნობ ფალკაოს, ჯერ კიდევ ესპანეთში თამაშისას გავიცანი და ის საოცარი ფეხბურთელია. "მადრიდის ატლეტიკომ" ესპანეთის თასი მოიგო და დაამარცხა თანაქალაქელი "რეალი", რადამელი კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, გვინდა სწორედ ასეთი ფალკაო ვიხილოთ "ოლდ ტრაფორდზეც"."


რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ერერა და ანდერსონი მეფესავით მოაბრძანებენ ფალკაოს ვარჯიშზე, ანდერმა ამაზეც გააკეთა კომენტარი:

"მე და ანდერსონმა ეს იმიტომ გავაკეთეთ რომ, რადამელი გაგვემხიარულებინა. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ვიღწვით ერთი მიზნისკენ - ეს გამარჯვებაა.

ჩვენ გვინდა ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება. მე მსურს იქ თამაში "იუნაიტედის" მაისურით. ჩვენ ყველა ტურნირზე მხოლოდ გამარჯვებისთვის ვმონაწილეობთ და თუ მომავალ წელს ევრო ტურნირს დავუბრუნდით აუცილებლად მის მოგებას ვეცდებით."
- დაასრულა ესპანელმა.


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
29 ნოემბერი 2014 22:30
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
თუ შეთამაშდა კარგად გუნდი და პრობლემები არ შეგვექმნა ტრავმების სახით, გაუჭირდებათ ჩვენი გაჩერება, ცოტა მეტი დრო რომ მისცეს ფალკაოს ეგეც კარგი იქნება.
0
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
29 ნოემბერი 2014 22:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
იმედია ბევრ გოლს გაიტანს :)
0
№3
ავტორი: Mufc7
29 ნოემბერი 2014 22:51
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დღეს მინდოდა გაეტანა და შანსი რომ ვერ გამოიყენა ცუდია,უნდა გაეტანა რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: chudikone
29 ნოემბერი 2014 22:53
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ბედნიერებაა ერერას მოედანზე ხილვა ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: temo-scholes
30 ნოემბერი 2014 08:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
saagool ander imena magari dzma xar ro radamels da gunds ase magra afaseb...
0
№6
ავტორი: RojoDiablo
30 ნოემბერი 2014 08:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჰოო. არადა გუშინ როგორი შანსი ჰქონდა. თანდათან იმედია დაუბრუნდება ფორმას, მაგრამ მე დიდად მეეჭვება ამის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: red devil
30 ნოემბერი 2014 10:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ფალკაო არამგონია დატოვონ სეზონის ბოლოს გაუშვებენ ალბათ
0
№8
ავტორი: VaRdo
30 ნოემბერი 2014 11:20
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ყველაზე მაგარი კაცი მატასთან ერთად. <3 ეს სკამზე აღარ დამილპოთ თორე ყველას ამოვუტრიალე ოჯახს ვინც მის სკამზე დასმაში მიღებს მონაწილეობს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: AkkRed
30 ნოემბერი 2014 12:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ერერას და მატას დუელია ყველაზე მაგარი და ორივეს სკამზე ალპობს

ერერას და მატას დუელია ყველაზე მაგარი და ორივეს სკამზე ალპობს
0
№10
ავტორი: GeorgeBest
30 ნოემბერი 2014 17:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტრავმები არ ასვენებს, თორე თავისებურად თუ დაიწყო გატანა მართლა უძლიერესი შეტევის ხაზი გვეყოლება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top