თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2014, 14:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1542,
კომენტარები: 1
პოჩეტინო "იუნაიტედთან" მატჩის წინ
მაურისიო პოჩეტინო "იუნაიტედთან" მათჩის შესახებ კომენტარს აკეთებს.
პოჩეტინო
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა "იუნაიტედის" წინააღმდეგ ვაჟკაცობა და სიმამაცე უნდა აჩვენოს იმისთვის, რომ სამი ქულის მოპოვება მოახერხოს.

"თუ მომდევნო შეხვედრაში ქულების აღება გვსურს, მოგვიწევს თავდადებით და ვაჟკაცურად ვიმოქმედოთ."

"ამჟამად "იუნაიტედი" ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება, ეს კი ნიშნავს, რომ ძალიან გაგვიჭირდება. ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ და "ლესტერთან" მატჩის მუხტი შევინარჩუნოთ."

"სტადიონზე იქნება დიდებული ატმოსფერო, რომელსაც მთელი ოჯახით მოსული გულშემატკივარი შექმნის და ჩვენ წინააღმდეგ ითამაშებს კიდევ ერთი კარგი გუნდი, თუმცა სამი ქულის აღებას ვეცდებით."

"ჩვენ ხასიათს თითოეულ შეხვედრაში ვაჩვენებთ და ამის შენარჩუნება მნიშვნელოვანია."
- განაცხადა პოჩეტინომ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
1 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 დეკემბერი 2014 14:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შენი სოტონი უფრო მომწონდა მე ვიდრე ტოტენჰემი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top