თბილისი:
მანჩესტერი:
26-04-2015, 19:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2089,
კომენტარები: 10
ვან გაალი: "ევერტონმა" გვაჯობა"
ვან გაალი მატჩის შემდეგ.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ "კანფეტებმა" მატჩი უფრო მეტი აგრესიულობისა და მოტივირების ხარჯზე მოიგეს.

"წითელი ეშმაკები" ბურთს დროის 65 პროცენტის განმავლობაში ფლობდნენ და 17-ჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით, მაგრამ "ევერტონი" კონტრშეტევებზე ეფექტური იყო და სამი გოლის გატანაც მოახერხა.

"ევერტონმა" ჩვენზე მეტი აგრესია და მოტივაცია გამოავლინა და ასეთ რამეს წელს პირველად ვხედავ, ამიტომ ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. გოლის გატანა იმიტომ ვერ მოვახერხეთ, რომ "ევერტონი" თავს კარგად იცავდა და კონტრშეტევებზე თამაშობდა. ასეთ დროს კი ყოველთვის რთულია.

მოწინააღმდეგეს მოტივაციასა და აგრესიაში ყოველთვის უნდა შევედაროთ. ამაში მოწინააღმდეგეს უნდა ვაჯობოთ, მაგრამ ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ასეთი რამ კი პირველად ვნახე.

როცა კარში დარტყმებს უყურებ, ისინი სულაც არ არის ის დარტყმები, რომელთაც საგოლეს ვუწოდებ. სწორედ ამას ვამბობ, მოწინააღმდეგეზე ნაკლები ვიყავით აგრესიაში და მეორე ბურთის მოგებაში, დუელსა თუ თავდაცვაში. პირველი გოლის დროს ჩვენი კუთხურის შემდეგ განხორციელებული კონტრშეტევის დროს ზედიზედ სამი დუელი წავაგეთ. დაუშვებელია ზედიზედ სამი დუელის წაგება".


როცა ჰკითხეს, სჯეროდა თუ არა, რომ "იუნაიტედს" მეორე ტაიმში მატჩის მოგება შეეძლო, როცა ანგარიში უკვე 2-0 იყო, ვან გაალმა უპასუხა: "სწრაფი გოლია საჭირო, სწრაფი გოლი კი არ გავიდა. შემდეგ კი უნდა შეცვალო, რადგან სხვა დონის მქონე სხვა ფეხბურთელები გჭირდება, მაგრამ ვერც ამის შემდეგ ვგრძნობდი, რომ ვბრუნდებოდით.

მატჩი მესამე გოლით დაასრულეს, რაც ასევე საკამათო გოლი იყო - თამაშგარე ან თამაშში. მოწინააღმდეგეს ყოველთვის უნდა დაედევნო, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ანტონიო ვალენსიას მოწინააღმდეგე თამაშგარეში ეგონა."
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
26 აპრილი 2015 19:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სუსტი გუნია და ფიზიკურად ყოველთვის ჯაბნიან. რა სულისკვეთებაზეა საუბარი. დაიმსახურა აევერტონმა ეს მოგება, მართლა მაგრად ითამაშეს good2
0
№2
ავტორი: temo-scholes
26 აპრილი 2015 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
shen is tqvi problema rashia aseti ususurobis??!!

da saertodac kerikis ar yofna chventvis natlad chans ro imena katastrofaa gundistvis...!!!
0
№3
ავტორი: RojoDiablo
26 აპრილი 2015 19:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ფელაინის რომ გაეტანა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მაგრამ დაიმსახურა ევერტონმა და ვერაფერს იტყვი. ბურთის მიღების საშუალებას არ აძლევდნენ ფეხბურთელებს და რაც მცველებმა ჰოვარდის კარისკენ დარტყმები დაბლოკეს, NBA-ში ასეთ შედეგს საოცრებად ჩათვლიდნენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Manchester_M
26 აპრილი 2015 20:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კაშმარ areyoukiddingme ოთხეუულს არ ააცილო ბიჯო თორე ცუდათ იქნება საქმე :X
0
№5
ავტორი: AkkRed
26 აპრილი 2015 20:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩბენი თამაშის მუღამი დაიჭირეს.
0
№6
ავტორი: dachi_mu
26 აპრილი 2015 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ძაან ძნელია მარცხის ატანა და აღიარრება მაგრამმ დღეს წავაგეთ რა.
0
№7
ავტორი: Count Alucard
26 აპრილი 2015 22:00
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მთლად ავტობუსი არ იყო რაც ევერტონმა გააკეთა მაგრამ ბევრი არც ამას უკლდა, ვან გაალის ტაქტიკას ყოველთვის ავტობუსით ჯობნიდნენ, ასე მოუგო 2010 წლის ფინალიც მოურინიომ და ასე დაამარცხა ყველამ ვინც კი შეძლო და მოიფიქრა ამ ხერხის გამოყენება, ერთი ვენგერი არ იზავს მაგას და იმას მაინც მოვუგებთ.
0
№8
ავტორი: Lee Sharpe
26 აპრილი 2015 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ნახევარი გუნდი უმაქნისი და უკლასო ფეხბურთელებისგან შედგება
ვერ ხვდება ამას ფილოსოფოსა cerealguy
0
№9
ავტორი: Best 7
26 აპრილი 2015 22:41
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
გაგვანადგურეეს დაგვჯაბნეს თამაში!
0
№10
ავტორი: Jorbe-Jorbe
27 აპრილი 2015 09:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ვალენსიას როგორ იცავს, ძმაკაცობს ალბათ მაგასთან. ისე ლაპარაკობს, თითქოს არაფერი მომხდარა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top