თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2015, 16:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1818,
კომენტარები: 5
"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
"გუდისონ პარკზე" განცდილი მარცხის ტაქტიკური ანალიზი.
სქემა და შემადგენლობა

ჩვენს საიტზე ბლოგი "აირჩიე შენი შემადგენლობა"-ს ავტორს "ევერტონთან" მატჩში შემადგენლობის გამოცნობა გამოუვიდა. ბლინდი ძირითადს დაუბრუნდა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია დაიკავა. ფალკაო სათადარიგოზე დარჩა და ადგილი რუნის დაუთმო.

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


საინტერესო იყო რა როლი მოუმზადეს ერერას: შეტევაზე ორიენტირება და მარჯვენა ფლანგისთვის დახმარება თუ 4-2-3-1 სქემაში ბლინდისთვის დახმარების გაწევა ისევე, როგორც "სუონსის" წინააღმდეგ.

მატჩის მსვლელობა

სცენარი ადრეც გასაგები იყო: "იუნაიტედი" ბურთის დაუფლებას შეეცდება, "ევერტონი" კონტრშეტევით მანერაში იმოქმედებს და დაცვის სუსტ ადგილებს გამოიყენებს, კერძოდ, მარჯვენა ფლანგს.

და სანამ "იუნაიტედი" თამაშში ერთვებოდა, მასპინძლები დაწინაურდნენ.



ვალენსიამ გადაწყვიტა წართმევაზე ეთამაშა, მაგრამ ბრძოლა წააგო. "ევერტონის" ფეხბურთელებს უპირატესობა გაუჩნდათ და კონტრდარტყმის საშუალება მიიღეს. მაკნეირი შეეცადა ლუკაკუსთვის მიწოდებული პასი ჩაეჭრა, მაგრამ მისგან ბურთი მაკკარტის მიუვიდა, რომელსაც ერერამ ვერ მიუსწრო. შემდეგ მაკკარტი ბლინდსა და მაკნეირს გასცდა და დე ხეას აჯობა.

შეხვედრის შემდეგ ვან გაალმა თქვა: "პირველი გოლის დროს ზედიზედ სამი ორთაბრძოლა წავაგეთ, ეს დაუშვებელია".

"იუნაიტედი" თითქოს სწრაფად მოეგო გონს და მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან დამკვიდრდა, მაგრამ სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ გაშვებულმა გოლმა ნაპერწკალი ჩააქრო.



ვალენსიამ სტოუნზი გაუშვა, ფელაინიმ კი მისი დაჭერა ვერ მოასწრო.

მეორე ნახევარში ნამდვილი საგოლე მომენტების შექმნა არ გამოვიდა, "ევერტონმა" კი კიდევ ერთხელ ისარგებლა დაცვის შეუთანხმებლობით.



საიტი სამსაჯო ექსპერტიზას შემოგთავაზებთ და ალბათ, მათი აზრი უფრო პრიორიტეტულია, მაგრამ საკუთარსაც მოგახსენებთ. მიმაჩნია, რომ მსაჯის კრიტიკის საფუძველი მოცემულ ეპიზოდში არ არსებობს. გუნდმა თამაშგარე მდგომარეობა შექმნა ლუკაკუს გამოთიშვით, მაგრამ პასის მომენტში მირალიასი არ აჩქარებულა, მომხდარისგან საკმარისად შორს იყო, რათა მასზე ვისაუბროთ, როგორც ეპიზოდში მონაწილეზე. ვალენსიამ კონცენტრაცია დაკარგა და ყველაფერი გამოტოვა.

სასაცილოა, რომ თამაშამდე ანტონიომ ინტერვიუ მისცა, სადაც დაცვის დროს კონცენტრაციაზე საუბრობს. ჩვენმა მარჯვენა მცველმა სამივე გაშვებულ გოლში მიიღო მონაწილეობა.

მაიკ კერიკი

რა თქმა უნდა, მატჩის შემდეგ ყველა მაიკლ კერიკზე საუბრობდა.

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მზად არ ვარ მეასედ დავიწყო დისკუსია და განვადიდო კარგი, მაგრამ მეტი არაფერი, ფეხბურთელი მაიკლ კერიკი.

ბლინდმა ცუდი შეხვედრა ჩაატარა: აგებდა ბრძოლებს, რამდენიმეჯერ გამოირჩა პოზიციის არასწორი შერჩევით. და თუ ერთი საყრდენი ნახევარმცველი (ბლინდი) ვერ გაუმკლავდა, ხოლო მეორე საყრდენი ნახევარმცველი თავს ართმევდა (კერიკი), სამართლიანია იმის მტკიცება, რომ მეორე მათგანი გვაკლია.

მაგრამ სხვა რამეზე უნდა ვისაუბროთ.

არც მაიკლ კერიკის არ ყოფნა და არც მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებები გამხდარა წაგების მიზეზი.

მთელმა გუნდმა ჩაატარა სუსტი მატჩი.

ამ შეხვედრამდე, როცა "იუნაიტედმა" "ლივერპული" და "სიტი" დაამარცხა, აღვნიშნეთ, რომ ბიჭები კარგად გამოიყურებოდნენ: ფელაინი, რომელიც ნებისმიერ ორთაბრძოლას იგებდა ჰაერში; ჯადოსნური მატა და ყველგანმყოფი ერერა; ძველებური რუნი და ახალი იანგი - ყველა მოწოდების სიმაღლეზე იყო.

"ევერტონთან" მატჩისთვის კი ხსენებულ ფეხბურთელებს პრეტენზიებს წავუყენებთ. ფელაინი ხშირად არღვევდა წესებს და ვერ ასწრებდა, მიიღო ყვითელი ბარათი და შესვენებაზე შეცვალეს; მატა თავისთვის დაუშვებელი რაოდენობით კარგავდა ბურთს შეტევაში და ვერაფერი შექმნა; ერერა კარგ პასებს აკეთებდა მხოლოდ მოედნის გასვწვრივ; რუნი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა; იანგმა ჩაწოდებებისა და მოწტყუების წარუმატებელი მცდელობებით გასული სეზონის მაგალითი გაგვახსენა.

რთულია გვერდიდან მიზეზებზე საუბარი. შესაძლოა, თავს იჩენს დაღლილობა. ან საკმარისი არ აღმოჩნდა მოტივაცია და განწყობა. შესაძლოა, მოწინააღმდეგის დაუფასებლობას ჰქონდეს ადგილი. მეფიქრება, რომ თითოეული ფაქტორი მეტ-ნაკლებად არსებობს. სწორედ ეს ფაქტორები და არა კერიკის ფაქტორი, კარგით?

"სამკუთხედები"

ისევ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ თემასთან შეხება. არ გავიმეორებ ფლანგზე ასეთი ურთიერთქმედების როლის განხილვას, აღვნიშნავ, რომ ზედიზედ მეორე მატჩია ფლანგიდან თამაში მოიკოჭლებს. იანგი, რომელიც ცდილობს ადგილზე მოატყუოს ორი და მატა, რომელიც აღმოჩნდება სიტუაციაში, როცა ვერავინ ეხსნება და თავად უხდება მოწინააღმდეგისთვის გვერდის ავლა, რათა საუკეთესო შემთხვევაში წადოებისთვის პოზიცია შეარჩიოს - საეჭვოა ამან გუნდს სარგებელი მოუტანოს.

ვიწინასწარმეტყველებ, რომ ამ ბიჭს მომდევნო ტურში ძირითადში ვიხილავთ.

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


პერსონალები

მინდა პოზიტიურ ნოტაზე დავასრულო, ამიტომ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი კრის სმოლინგისა და ლუკ შოუს თამაშის შესახებ.

კრის სმოლინგი

"ოლდ ტრაფორდზე" კარიერის დასაწყისში სმოლინგის შესახებ შეუჩერებლად საუბრობდნენ, როგორც უსუსურ მცველზე. ახლა კი კრისი დაცვის საუკეთესო ფეხბურთელი და ლიდერია. რა თქმა უნდა, როცა შენ გვერდით მაკნეირია, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ აკადემიაში ვარჯიშობდა, ნებისმიერ შემთხვევაში გიხდება ხელმძღვანელობა. თუმცა სმოლინგი ამ როლში ჰარმონიულია.

"ევერტონთან" კრისი ისევ კარგი იყო, მხოლოდ ერთხელ წააგო ორთაბრძოლა, როცა ექსტრემალურად მიიწევდა ფლანგისკენ, რათა ვალენსია დაეზღვია და ლუკაკუმ მოატყუა.

ლუკ შოუ

ალბათ, სამართლიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ ბლინდთან ერთად თამაში უფრო კომბინაციურია, მაგრამ შოუს სხვა კოზირები აქვს.

"ევერტონმა" მის ფლანგზე ვერაფერი შექმნა, ახალგაზრდა ინგლისელი თავისი მოედნის ნახევარზე არასდროს შემცდარა.

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)

მწვანეთი აღნიშნულია წარმატებული ორთაბრძოლები, ბურთის ამოტანები და წართმევები
ნარინჯისფერით - წაგებული ორთაბრძოლა.
შავი - ჯარიმა


შეტევაში კი შოუმ თავისი სისწრაფის ხარჯზე რამდენიმეჯერ მოახერხა ფლანგიდან შეჭრა და სამი მომენტი შექმნა. თანაგუნდელებს იღბალი აკლდათ. კიდევ ერთი პლუსი შოუს მხარეს.

ჯამი

ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი მატჩია. ყველა დაიღალა, მათ შორის მოწინააღმდეგეც და ჩვენც. "იუნაიტედმა" მინიმუმ 7 ქულა უნდა აიღოს. დამშვიდება ნაადრევია, მაგრამ დარდის მიზეზიც, მიუხედავად ზედიზედ ორი მარცხისა, არ არის. თუ, რა თქმა უნდა, იმ გულშემატკივართა რიცხვს არ მიეკუთვნებით, რომლებიც სეზონის დასაწყისიდანვე აძევებენ ვან გაალს, შემდეგ კი მისთვის ათწლიან კონტრაქს ითხოვდნენ, იანვარში კვლავ შეიცვალეს აზრი და ხოსეპ გუარდილა მოინდომეს, რამდენიმე კვირის წინ კი კვლავ გენიოსად აღიარეს.

ავტორი: ალექსანდრ გრაიოროვიჩი
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
27 აპრილი 2015 16:17
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ძალიან გაგვიმართლა, სოტონმა, ტოტენჰემმა და ლივერპულმა ერთად რომ დაკარგეს ქულები, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრად რთულ სიტუაციაში ვიქნებოდით.

თამაშს რაც შეეხება, ისეთი გრძნობა მაქ, რომ ამისთვის მზად ვიყავი ან არ ვიცი სხვა რამეს ვერ დავარქმევ, "ჩელსისთან" მარცხი ბევრად უფრო დიდი დარტყმა იყო ვიდრე გუშინდელი.

ასეთი დღეები არცთუ ხშირია, მაგრამ არის სპორტში, როცა შენ საერთოდ არაფერი გამოგდის, ხოლო მეტოქეს ყველაფერი. აი ვუყურებდი და ევერტონის ფეხბურთელებს, სრულიად უმნიშვნელო სიტუაციებშიც კი ყველაფერი ისე გამოსდიოდათ, როგორც უნდოდათ. ყველა დარტყმულს მცველები გადაეღობნენ, ყველა კარში წასული ბურთი იქ წავიდა, სადაც მეკარე იდგა. მოკლედ ტოტალური უიღბლობა და მეტოქის შესანიშნავი თამაში.

თუმცა მარტო იღბალზე გადაბრალება სისულეეა, დამნაშავე ვან გაალიცაა. თუ არ ვცდები ზუსტად 7 მატჩი ზედიზედ, ვითამაშეთ ერთი და იმავე ტაქტიკით, არაფერი შეცვლილა ამ 7 მატჩში, რაც იდეალურია მეტოქისთვის, რომელიც უბრალოდ დგას და იცის, რას რა მოყვება. ვფიქრობ ამ შემთხვევაში სამწვრთნელო შტაბის სუსტი მუშაობა იყო, ტაქტიკა არა მეტოქეს არამედ საკუთარ გუნდს მოარგეს.

ფაქტია, რომ გუნდებთან, რომლებიც 8-9 ფეხბურთელით იცავენ თავს ძალიან გვიჭირს თამაში, "ჩელსი", "ასტონ ვილა"(შედეგის მიუხეადავად), "ევერტონი". ასეთ გუნდები ბევრი იქნება მომავალ წელსაც და თუ ყველასთან ასე ვითამაშეთ, თასებზე ფიქრი სისულელე იქნება, რამე უფრო საინტერესოა მოსაფიქრებელი.

პერსონალებიდან მინდა გამოვყო: დე ხეა, რუნი და ვალენსია. მართალია მატჩის ყველაზე ცუდ მოთამაშედ პედი დაასახელეს, თუმცა მასზე უკეთესი არაფრით იყო ვალენსია და თუნდაც რუნი. კაპიანი უბრალოდ 0 იყო, თუკი "სიტისთან" მის პასიურობას დადებითის მოტანა შეეძლო, გუშინ ასე ნამდვილად არ იყო.

რაც შეეხება დე ხეას, ძალიან სულელური აზრები გავრცელდა, თითქოს რეალზე ფიქრობს და ძალით უშვებს გოლებს. არა მე ასე არ მგონია, მაგრამ საკუთარ თავს, რომ არ ჰგავს ფაქტია. შესაძლოა გადაიღალა და ამაში უცნაური არაფერია, ყველა მაღალი დონის მეკარეს აქვს შანსი სეზონში 2-3 შეხვედრა ტაიმ-აუტი აიღოს. უბრალოდ ერთი რაღაც შევამჩნიე, ძალიან არ უყვარს გამოსვლა და მცველის მიერ კორპუსით დაფარული ბურთის აღება, რაც რიგ შემთხვევებში ძალიან ცუდია.

იმედია ყველაფერი დალაგდება, ლუიც ცოტა რაღაცეებს შეცვლის და მესამე ადგილზე მაინც დავასრულებთ ჩემპიონატს.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
27 აპრილი 2015 22:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სმოლინგი ლიდერად ჩამოყალიბდა რაც მაგრად მიხარია, დაცვაში რაღც პატარა წინსვლა იგრძნობა. ჯონსი ტრავმებისთვისაა განწირული და როხოს დიდი იემდიც არ მაქვს, დაცვას ჰუმელსიც არ ეყოფა მარტო

კერიკი ძალიან დიდი დანაკლისი იყო მარა დე ხეადან დაწყებული რუნით დამთავრებული ყველამ ჩააგდო ეს თამაში. ვალენსიამ რაც კარგი აკეთა ამ თამაშში იკაცა
0
№3
ავტორი: RojoDiablo
27 აპრილი 2015 22:52
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თამაშზე მგონი ლაპარაკიც არ ღირს. საშინელება იყო, მაგრამ წინ უფრო გადამწყვეტი მატჩები იქნება და სწორედ იქ გადაწყდება ჩვენი ბედიც. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ყველა საშინლად გამოიყურებოდა და თუ ვინმეს შეაქებს კაცი, ის შეაქო კიდეც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Martial
27 აპრილი 2015 23:30
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ესეთ თამაშებში უშანსოდ არის ხოლმე გუნდი და მაგრად ტეხავს. მარტო უკან აგორავებენ ბურთს. ფელაინის გაყვანამდე არ იყო ჩაწოდებები დიდად, არადა მაგ დროს უნდა ყოფილიყო. მომწონს გუნდი რო ესე ცდილობდა ჩაწოდებების გარეშე ფონს გასვლას, ფალკაო გამოდგებოდა მანდ მარა მაგის შემოსვლის მერე შეწყვიტეს ეგენი. 3-0 ევერტონთან სირცხვილია
0
№5
ავტორი: AkkRed
28 აპრილი 2015 13:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმიტომ არ მომწონს და არ მიხარია ვალენსიას და იანგის კარგი თამაში, ვიცი რომ როდესაც საჭირო იქნება მანდ დაუშვებენ იმდენ შეცდომას რამდენიც 5 მატჩზე ჰქონდათ გათვლილი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top