თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2015, 21:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1764,
კომენტარები: 4
ვან პერსი რეზერვებში ითამაშებს
ვან პერსი გამოჯანმრთელების პროცესს შეუდგა.
ვან პერსი რეზერვებში ითამაშებს
რობინ ვან პერსი გამოჯანმრთელების პროცესს "მანჩესტერ იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდში განაგრძობს, სადაც "ფულჰემის" იმავე ასაკოვან გუნდს დაუპირისპირდება.

"კრეივენ კოტეჯზე" პირველი გუნდიდან ტაილერ ბლეკეტი, ანდერს ლინდეგაარდი, ადნან იანუზაი და ანდრეას პერეირაც გაემგზავრებიან.

თებერვლის შემდეგ რობინმა პირველი მატჩი "ევერტონის" წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც უეინ რუნი მატჩის მიწურულს შეცვალა.

ვან პერსი მუხლის ტრავმის გამო უქმობდა და ვან გაალის პრინციპების მიხედვით, ახლად გამოჯანმრთელებულმა ფეხბურთელმა თავისი მზადყოფნა ახალგაზრდულ გუნდში თამაშით უნდა დაამტკიცოს.

უორენ ჯოისის გუნდი ლონდონში ლიდერობის გამყარებას შემდეგი შემადგენლობით შეეცდება: ანდერს ლინდეგაარდი, კირენ ო'ჰარა, ტაილერ ბლეკეტი, სადიქ ელ ფიტური, ენდი კელეტი, დონალდ ლავი, ტომ თორპი, შონ გოსი, ლიამ გრიმშოუ, ადნან იანუზაი, ანდრეას პერეირა, ჯო როტუელი, ჯეიმს უეირი, მეტი უილოკი, ეშლი ფლეთჩერი, რობინ ვან პერსი.

წყარო: dailystar
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
28 აპრილი 2015 22:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შეაგდო კიდეც winked
0
№2
ავტორი: Martial
29 აპრილი 2015 00:44
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
პერსის ბავშვებთან არბენინებენ. საღოლ ისე ესენი მაინც არიან პირველზე
0
№3
ავტორი: RojoDiablo
29 აპრილი 2015 08:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
დუბლიც გაუფორმებია. ფორმაშია კაცი no
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Macklemore
29 აპრილი 2015 09:47
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმედია შევა ფორმაში. რუნის არყოფნისას დაგვჭირდება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top