თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2015, 15:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3442,
კომენტარები: 11
ნევილი: "იუნაიტედი" უნეიმარო "ბარსელონას" ჰგავს"
გარი ნევილი "იუნაიტედის" სათამაშო სტილის შესახებ.
ნევილი:
გარი ნევილი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" მატჩის ბედის გადამწყვეტი ორი ფეხბურთელი სჭირდება, რათა პრემიერ ლიგაში თავი კარგად იგრძნოს.

"იუნაიტედი" ამჟამად მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "მანჩესტერ სიტისა" და "ლესტერ სიტის" ერთი ქულით ჩამორჩება.

მატჩის შემდეგ გარი ნევილმა "იუნაიტედზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდს სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მატჩის ბედს გადაწყვეტს და ბოლო 15 წუთში საჭირო თამაშს აჩვენებს.

"თუ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუმატებთ ორ ისეთ ფეხბურთელს, როგორიც გარეტ ბეილი ან კრიშტიანუ რონალდუ არიან, ეს გუნდი ჩემპიონატს მოიგებს. რადგან ამჟამად გუნდის შენების პროცესი დასრულებია.

მაგრამ მათ სჭირდებათ მატჩის მომგები ფეხბურთელი, როგორიც არის ნეიმარი, სუარესი, რომლებიც მატჩის მიმდინარეობისას გაიბრწყინებენ და ერთ ან ორ გოლს გაიტანენ, მერე კი მთლიანად "ბარსელონას" დაემსგავსებიან, რადგან ბურთს ფლობენ და მოწინააღმდეგეს ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ.

ბოლო 15 წუთის განმავლობაში კი ბოლომდე არ ცდილობენ მატჩის მოგებას. ჩვეულებრივ, ასეთ დროს შეტევას შეტევაზე ხედავ, გინდა წინ ფეხბურთელები წავიდნენ, მაგრამ შეიძლება კონტრშეტევაზე დაგიჭირონ და 2-1 წააგო.

მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ასე არ თამაშობს, გულს კი სურს მათი წინ წასვლა, ფეხბურთელების შემოქმედება, ხანდახან უგუნური ქმედება.

როცა გონებით ვფიქრობ, მართლა მგონია, რომ ამასთან ძალიან ახლოს არიან, მაგრამ, როცა გულით ვფიქრობ, მინდა, რომ ამისთვის თავს ცოტათი უფრო მეტად იკლავდნენ თავს.

მაგრამ ვან გაალს წინ წელიწადნახევარი აქვს და უფრო მეტი დრო უნდა მიიღოს, რათა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც უნდა. ამას ვფიქრობდი დევიდ მოიესის დროს და ამასვე ვფიქრობ ახლაც".


ჯეიმი ვარდის გოლს ბასტიან შვაინშტაიგერმა უპასუხა და შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა.

"იუნაიტედს" კვლავ საუკეთესო შედეგი აქვს დაცვით მაჩვენებლებში, მაგრამ ნევილი უფრო მეტ შეტევით სიმამაცესა და სეზონში ნაჩვენებ შედეგს შორის უკმაყოფილება-კმაყოფილებით არის განწყობილი.

"მანჩესტერ იუნაიტედს" მოწყვეტილი ვარ. გული, გულშემატკივარი ჩემში ხმას უსმენს.

გონება მეუბნება: "ბევრი კარგი რამე მოხდება, თუ ყოველ მატჩში ბურთს 60, 65%-ით დაიჭერ, თუ "მშრალ" მატჩებს ჩაატარებ, ლიგის საუკეთესო დაცვითი მაჩვენებელი გექნება".

დეპაის მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე შანსი ჰქონდა და თითქმის გამოვიდა გასვლაზე შესანიშნავი შედეგი.

როცა ვერ იგებ, ხალხი იტყვის, რომ მოსაწყენია, საკმარისად ექსპანსიური არ არის და სწორედ ამიტომ ვარ ახლა ცოტათი მოწყვეტილი.

შესანიშნავი მიღწევაა ის, სადაც ახლა ისინი იმყოფებიან. შედეგები მნიშვნელოვანია, სათამაშო სტილი კი ყველასთვის მისაღები შეიძლება არ იყოს, თუმცა მგონია, რომ ლიგის მომგებ გუნდობამდე ერთი ან ორი ფეხბურთელი აკლიათ".


წყარო: skysports
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
29 ნოემბერი 2015 17:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბეილი კი არა მესი რომ დაუმატო ამ გუნდის იმედი აღარ მაქვს სანამ ვან გაალია. აქამდე დიდად არ ვაკრიტიკებდი ყველაფერზე მაგრამ გუნდი გუნდს აღარ ჰგავს, ნორვიჩის თამაშების ყურება მირჩევნია უკვე
0
№2
ავტორი: Mufc7
29 ნოემბერი 2015 17:46
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
როცა ვერ იგებ, ხალხი იტყვის, რომ მოსაწყენია

ჩემთვის იმდენად მოსაწყენი არაა, რამდენადაც გულსატკენი, როცა ჩემს გუნდს ასეთ სიტუაციაში ვხედავ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: RojoDiablo
29 ნოემბერი 2015 18:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არც კი უნდა ვიოცნებოთ ბარსას ფეხბურთელების მიღებაზე. ბარსა არის გუნდი, რომელიც ფეხბურთელს სთავაზობს რეგულარულად ტიტულის მოგებას, ფართო მასშტაბზე ასპარეზობას და ყოველწლიურ წარმატებას. ამ გუნდს ფეხბურთელი მხოლოდ მაშინ დატოვებს, თუ სკამზე ზის და არ ათამაშებენ, ასეთი ფეხბურთელი კი ვერ იქნება მოთამაშე, რომელიც მატჩის ბედს გადაწყვეტს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Memphis_Depay
29 ნოემბერი 2015 19:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
გრიზმანი გვინდა ან ბეილი
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ნოემბერი 2015 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ასეთ მანჩესტერში მეეჭვება რომელიმე ვარსკვლავს გადმოსვლა უნდოდეს. ძალიან მომაბეზრებელ და უნიათო ფეხბურთს ვთამაშობთ cry2
0
№6
ავტორი: Malboro463
30 ნოემბერი 2015 03:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ამის უაზრო კომენტარებს აღარც ვკითხულობ. ძალით პროფესორი
0
№7
ავტორი: JuanMata
30 ნოემბერი 2015 04:01
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ყველა ახალი ფეხბურთელი, რომელიც მანჩესტერში გადმოვიდა, იწყებს კარგად და მერე რაღაც ემართება და კვდება, დარმიანმა პირველი თამაშები ისე ჩაატარა, რომ მემგონი შეცდომა არ დაუშვია, ვერვინ ვერაფერი მოუხერხა, ახლა რასაც აკეთებს კი ხედავთ.

მარსიალზე და დეპაიზე არაფერს ვამბობ, არც ერთს არაფერი დაეწუნება, ტექნიკაც აქვთ სისწრაფე, ფიზიკური ფორმა და პირველ თამაშებში რასაც აკეთებდნენ ესეც ვნახეთ.

თუნდაც დიმარია ავიღოთ, წინა სეზონის დასაწყისში შეუდარებელი იყო, პასებითაც, გოლებითაც და მგონი ერთადერთი იყო ვინც თამაშს ამწვავებდა. ბლინდმაც კარგად დაიწყო, არაა ხელწამოსაკრავი ფეხბურთელი, ძალიან ჭკვიანურად თამაშობს და მშვენიერი პასი აქვს. ფიზიკური სისუსტე არაა ისეთი პრობლემა, რომ ვერ გამოასწორო.

ერერაზე არაფერს ვამბობ, ერთადერთი ნათელი წერტილია მანჩესტერში.

პლიუს ამას ეს ფეხბურთელები წინა გუნდებში საუკეთესოები იყვნენ და ნაკრებშიც მშვენივრად თამაშობენ.

ჩნდება კითხვა ან 11-ვე დებილდება ოლდ ტრაფორდზე მოსვლისას ერთდროულად, ან ვან გაალი უშვება ამ ხალხს რაღაც ისეთს, რაც საერთოდ უქრობს ფეხბურთის თამაშის მოტივაციას.

თუკი რომელიმე მატჩზე შეიძლება ითქვას, რომ მანჩესტერმა კარგად ჩაატარა, ყველა იყო გარკვეული ფეხბურთულების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, მე აქ ვერ ვხედავ ვერც გუნდურობას და ვერც მწვრთნელის ხელს.

ერთადერთი სმოლინგმა მოუმატა ძალიან, არ ვიცი ეს ვან გაალის დამსახურებაა თუ არა.

არ ვიცი რატომ ელოდებიან ამდენ ხანს, მაშინ მოიესმა რა დააშავა, მიეცათ იმ კაცისთვის 300 მილიონი ამაზე უარესი გუნდი არამგონია გაეკეთებინა.
აქ ვერ უშველის ვერც ერთი ფეხბურთელი, უნდა გამოცვალო მწვრთნელი. დავიჯერო ლესტერს, ნორვიჩს, ტოტნეჰემს, გინდაც სხვა ქვეყნის საშუალო დონის გუნდებს უკეთესი ფეხბურთელები ყავთ? მაგრამ ფეხბურთს თამაშობენ, გუნდურად და წარმატებულად.
0
№8
ავტორი: red devil
30 ნოემბერი 2015 07:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
წელიწადნახევარი კიდე ესეთ ფეხბურთს ვუყუროთ?
0
№9
ავტორი: Best 7
30 ნოემბერი 2015 08:56
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
აუ რა ვქნათ სეზონის ბოლომდე საშველი არაა უნდა უყუროთესეთ ფეხბურთს და მომენტების რეალიზაციაზე იმუსაოს ვან გაალმა!
0
№10
ავტორი: AkkRed
30 ნოემბერი 2015 11:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყოველთვის მიხაროდა ის, რომ თუ მთელი მატჩი არა ბოლო 20 წუთში მსოფლიოს აზანზარებდა "იუნაიტედი" და ამით განსხვავდებოდა ყველა დანარჩენი გუნდისგან. ახლა კი იმით განსხვავდება, რომ საერთოდ არანაირი ხიბლი არ აქვს თამაშს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top