თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2016, 17:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2985,
კომენტარები: 8
ბარდსლი: "იუნაიტედი" პაბის გუნდს ჰგავს"
"იუნაიტედის" ყოფილი მცველი კლუბს აკრიტიკებს.
ბარდსლი:
"წითელი ეშმაკების" ყოფილი მცველი ფილ ბარდსლი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში ხანდახან პაბის გუნდს ჰგავდა და პრემიერ ლიგის ტიტულისთვის უახლოეს მომავალში ვერ იბრძოლებს.

ლუი ვან გაალის გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს და "მანჩესტერ სიტის" ოთხი ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში.

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს ხშირად აკრიტიკებდნენ სერ ალექს ფერგიუსონის პენსიაში გასვლის შემდეგ და მათ ფეხბურთს მოსაწყენსა და შეტევაში უფანტაზიოს უწოდებდნენ.

"სტოკ სიტის" მცველი ბარდსლი, რომელიც "იუნაიტედის" აკადემიაში აღიზარდა, კრიტიკოსებს მხარს უჭერს და "იუნაიტედს" მოყვარულთა გუნდს უწოდებს.

"ხანდახან ჩანდა, რომ თავიანთ საუკეთესო წლებს უბრუნდებოდნენ, მომდევნო კვირაში კი შეხედავ და პაბ "ძაღლსა და იხვს" ჰგვანან.

ცოტა საწყენია, რადგან მომწონს, რომ "იუნაიტედი" ტიტულისთვის იბრძვის, თუმცა, არა მგონია, ეს უახლოეს მომავალში მოხდეს",
- განაცხადა ბარდსლიმ.

30 წლის შოტლანდიელს მიაჩნია, რომ ვან გაალის გუნდმა უფრო მეტი რისკი უნდა გასწიოს და თამაშში მეტი სიმწვავე აჩვენოს.

"იუნაიტედი" ყოველთვის სიმწვავესა და შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. ყოველთვის მონდომებით თამაშობდნენ, მატჩს აკონტროლებდნენ, კარნახობდნენ, ანელებდნენ, აჩქარებდნენ, ბუნებრივი სიფართით თამაშობდნენ.

"სტოკი" "იუნაიტედს" თებერვალში ეთამაშა და 3-0 წავაგეთ. ეს "იუნაიტედის" საუკეთესო მატჩი იყო ამ სეზონში და სამწუხაროდ, სწორედ ჩვენ წინააღმდეგ. პასის გამთამაშებლად მაიკლ კერიკი ჰყავდათ. დეპაი ჩართული იყო, მარსიალი, ლინგარდი, ყველა ახალგაზრდა, ცოცხალი, სწრაფი ბავშვები.

მათ ხშირად ვუყურებ, როგორც კი ბურთს წინ სწრაფად და მწვავედ გაათამაშებენ, შანსს ქმნიან. მათი მატჩების უმეტესობაში კი ზედმეტად ნელები იყვნენ, ბურთს ირგვლივ ათამაშებდნენ და ძალიან დაცვით ფეხბურთს თამაშობდნენ".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
17 აპრილი 2016 17:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"იუნაიტედი" ყოველთვის სიმწვავესა და შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. ყოველთვის მონდომებით თამაშობდნენ, მატჩს აკონტროლებდნენ, კარნახობდნენ, ანელებდნენ, აჩქარებდნენ, ბუნებრივი სიფართით თამაშობდნენ.


მიდი და გაამტყუნე winked
0
№2
ავტორი: depay7
17 აპრილი 2016 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ARAA RA MAPATIET DA AMDENI VITUM RONALDO ZEDMETIA GUNDSHI JANUZAY DEPAY MARCIALI RASHFORD PEREIRA 5 IVES OQROS BURTEBI UNDA DA TAVISTVIS ITAMASHEBS YVELA EGETI 1 UNDA IYOS RONALDO 1 IYO DA IS STABILUR GUNDSHI VITARDEBODA ROMELMAC ARICODA ROTACIA DA DAMARCXEBA GIGSI SCOULSI CERIKI RONALDO FORVARDI RUNI NISTERLOI SAHA TEVES RAVI BEVRI IYO YVELA ADGILI DAKAVEBULI IYO EXA DEGAY GAMOCHDA MARCIALMA AJOBA MARCIALS CENTRSHI RASHFORDA MANAMDE VILSONI GVYAVDA DA SULMANAMDE JANUZAY MANAMDE POWELI KAI RA EXA YVELA ERAD LINGARDMA CHAYLAPA FU TBUI FU RA JANDABAAAA MAN SITY UNDA IYOS NAXEVAR FINALSHI DA IUNAITEDI 5ZE KAI RA AXLA VELODOT RODIS IYIDIS GUNDS ARABI SHEIXI EH UTD DA ARA MAN UTD
0
№3
ავტორი: RojoDiablo
17 აპრილი 2016 19:04
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეს კვირა ბევრ რამეს გადაწყვეტს და ჩემი აზრით, ვან გაალის ბედსაც მეტწილად. ვნახოთ, მსგავსი გუნდი მაინც თუ იქნება წარსულისა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Iunaitedi
17 აპრილი 2016 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
კიდე კაი ვესტჰემმა არ მოიგო. საუტჰემპტონი ასტონვილას ეთამაშება გასვლაზე და დიდი ალბათობიდ მოუგებს. ვესტჰემიც წოტფორს ეთამაშება აქაც ალბატ ვესტჰემი მოიგებს და ჩვენც არგვექნება პალასთან ადვილი თამაში. ევროპას მივაწვეთ ჯობია.
0
№5
ავტორი: depay7
17 აპრილი 2016 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ციტატა: Gio7
კიდე კაი ვესტჰემმა არ მოიგო. საუტჰემპტონი ასტონვილას ეთამაშება გასვლაზე და დიდი ალბათობიდ მოუგებს. ვესტჰემიც წოტფორს ეთამაშება აქაც ალბატ ვესტჰემი მოიგებს და ჩვენც არგვექნება პალასთან ადვილი თამაში. ევროპას მივაწვეთ ჯობია.

sul ro meore ligashi viyot iunaitedis gulshematkivars arekadreba evropa liga swyurodes bolomde vibrzolebt da lui tu araa marto gulshematkivari itamashebs gadamwyvet rols ligis sagzuristvis
0
№6
ავტორი: SAF
17 აპრილი 2016 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
pokerface
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 აპრილი 2016 09:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ისეთ ფეხბურთს, რომ ვერ ვთამაშობთ როგორსაც იუნაიტედი უნდა თამაშობდეს ეს ნათელია, მაგრამ ესეთი შედარებები ჩემი აზრით ძალიან გადამეტებულია.
0
№8
ავტორი: Memphis_Depay
19 აპრილი 2016 08:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
gmadlobt vicit araa sachiro :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top