თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2014, 09:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1599,
კომენტარები: 10
ერნესტ მანგნელი - "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი ტიტულის მომპოვებელი
"იუნაიტედის" პირველი ტიტული "სიტის" ფეხბურთელების დამსახურებაა.
ერნესტ მანგნელი -
ერნესტ მანგნელი - მეორე რიგში მარცხნიდან პირველი


"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიას ბევრი დიდებული სახელი ახსოვს. ბასბი, ფერგიუსონი, ლოი, ბესტი, მერედიტი, დაუსრულებლად შეიძლება ჩამოთვლა. ინგლისის საფეხბურთო ისტორიის განმავლობაში 20 ჩემპიონობა. ტიტულების რეკორდული მაჩვენებლისკენ სვლა გუნდმა 1903 წელს დაიწყო, როცა ინგლისის საშუალო დონის გუნდში "ბოლტონიდან" საშუალო დონის მწვრთნელი, ერნესტ მანგნელი მოვიდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის პირველ ტიტულს 5 წელიწადში მოიგებდა.

დიდებული დროება იდგა. ინგლისი ბეჯითად აგრძელებდა კოლონიების ხარჯზე განვითარებას. გამოჩნდა ლეიბორისტული მოძრაობის პირველი მანიშნებელი ფაქტები, მარქსიზმი თავის ფრთებს შლიდა იმპერიაში, ხოლო ლიბერალები კიდევ უფრო მიუახლოვდნენ არჩევნებში გამარჯვებას. "იუნაიტედში" კი ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ მალე ჯეიმს უესტთან განშორება და თავიანთ მეგობრულ ატმოსფეროში ერნესტ მანგნელის მიღება მოუწევდათ. სწორედ ამ დიადი მწვრთნელის შესახებ მოგითხრობთ, კომფორტულად მოთავსდით.

ჯეიმს ერნესტ მანგნელი 1866 წელს დაიბადა. სწავლობდა ბოლტონის საშუალო სკოლაში, სადაც სკოლის ადგილობრივი გუნდის რიგებში თამაშობდა. ახალგაზრდა მანგნელი ფეხბურთში გარკვეულ წარმატებებს აღწევდა, რის შედეგადაც ლანკაშირის საგრაფოსთვის სათამაშოდ შეირჩა.

ბავშვობიდან ერნესტი თავისი მშობლიური ქალაქის გუნდს, "ბოლტონს" ქომაგობდა. მიუხედავად მისი ნიჭისა, ფეხბურთში განსაკუთრებულ წარმატებას არ ეძებდა, სამაგიეროდ "ბოლტონის" დირექტორის თანამდებობა დაიკავა, რასაც კლუბის მდივნის საქმეს უთავსებდა. თუმცა დირექტორის პოსტზე ვერაფერ მნიშვნელოვანს ვერ მიაღწია. "ბოლტონი" 1989-99 წლების სეზონში დაბალ დივიზიონში გავარდა, ხოლო ჯეიმსმა დირექტორის პოსტი დატოვა და "ბარნლის" მთავარი მწვრთნელი გახდა.

მანგნელს წარუმატებლობა ახალ კლუბშიც გადაჰყვა - "ბარნლი" პირველივე სეზონში "უფსკრულში" გადაეშვა. ცეცხლზე ნავთი კი ჩემპიონატის ბოლოს მომხდარმა სკანდალმა დაასხა. "ბარნლის" მეკარე, ჯეკ ჰილმენი" "ნოტინგემ ფორესტის" მოთამაშეების მოსყიდვაში დაადანაშაულეს, რასაც იგი ჩემპიონატის ბოლო თამაშებისთვის აკეთებდა. "ბარნლი" მოგების შემთხვევაში უმაღლეს ლიგაში დარჩებოდა, მაგრამ "მეტყევეებმა" უსამართლობა აღკვეთეს. საბოლოოდ ჰილმენი ფეხბურთს ერთი წლით ჩამოაშორეს, ხოლო მანგნელის რეპუტაცია შეირყა და მისი სავარძელი გათავისუფლდა.


1902-03 წლების სეზონში სკანდალი ატყდა მანჩესტერულ კლუბშიც - "მანჩესტერ იუნაიტედში". იმ დროისათვის გუნდს ჯეიმს უესტი წვრთნიდა და გარი სტეფორდთან ერთად ის დროებით მოკვეთეს ფეხბურთიდან, რადგან ფეხბურთელების ხელფასის მაქინაციაში დაადანაშაულეს. სწორედ ამ დროს მიიღო მანგნელმა შეთავაზება. ერნესტი ასეთ წინადადებაზე დიდხანს არ დაფიქრებულა, რადგან "ბარნლიში" მისდამი ნდობა უკვე განელებულიყო და "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება ნამდვილ საჩუქრად იქცა.

"იუნაიტედის" ასეთი გადაწყვეტილება ქომაგებმა ცუდად მიიღეს. აბა რა იქნებოდა: მანგნელს არავითარი წარმატებისთვის არ მიუღწევია და ამასთან ერთად სკანდალშიც გაეხვა. არც მისი გუნდები აჩვენებდნენ სანახაობრივ ფეხბურთს. მაგალითად "მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში" აღწერილია: "იუნაიტედში" მოსვლის დღიდანვე მანგნელმა ფიზიკურ მომზადებას, გუნდურ სულისკვეთებასა და მეგობრობას მიაპყრო ყურადღება, ბურთით თამაშს კი მხოლოდ კვირაში ერთხელ უთმობდა ყურადღებას."

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მფლობელი, ჯონ ჰენრი დევისი იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი იყო, რომელმაც მანგნელს მნიშვნელოვანი თანხა გამოუყო ტრანსფერებისთვის, რომელიც მან გამოიყენა. მისი მთავარი შენაძენი ჩარლი რობერტსი გახდა, რომელიც კლუბს იმ დროისათვის სარეკორდო თანხა, 600 ფუნტი დაუჯდა. გუნდში ასევე გამოჩნდენ ჩარლი სეგარი, ჯორჯ ბელი, ჯონ პედი, ჯონ პიკენი, ტომას ბლექსტოკი და ალექ ბელი.

"მანჩესტერ იუნაიტედში" მანგნელის საქმე კარგად წავიდა. 1905-06 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველი დივიზიონის საგზური დაბალ დივიზიონში მეორე ადგილზე გასვლით დაიკავა, სადაც მხოლოდ "ბრისტოლ სიტის" ჩამორჩა. "იუნაიტედმა" 38 მატჩში 90 გოლი გაიტანა! მთავარი ბომბარიდი იმ სეზონში ჯონ პიკენი (20 გოლი), ჯონ პედი (20 გოლი) და ჩარლი სეგარი (16 გოლი) გახდნენ. აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანი მანგენელმა მოსვლისთანავე შეიძინა. მანკუნიანელების დაცვაც დიდებულად გამოიყურებოდა, რამეთუ მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 28 გოლი გაუშვა. იმ დროს "იუნაიტედის" შეტევის გამწვავებაზე ჩარლი რობერტსი ზრუნავდა, ხოლო ფლანგებზე მას დიკ დაკვორტი და ალეკ ბეკი ეხმარებოდნენ.

მანჩესტერის ცისფერ მხარეში კი კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. "სიტი" იმ სეზონში პირველ დივიზიონში შესანიშნავად თამაშობდა. რომ არა "ასტონ ვილასთან" 1-3 მარცხი, "მანჩესტერ სიტის" მეორე ადგილის შანსიც ექნებოდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ და წინ "ნიუკასლი" გაუშვეს.

ყველაზე საინტერესო კი წაგებული თამაშის შემდეგ დაიწყო. "ვილას" კაპიტანი, ალეკ ლიკი ამტკიცებდა, რომ "სიტის" ვარსკვლავი, ბილი მერედიტი მას 10 ფუნტს სთავაზობდა, თუ კი "ასტონ ვილა" დამარცხდებოდა. საფეხბურთო ასოციაციამ მერედიტი დამნაშავედ სცნო, ჯარიმა დააკისრა და ერთი წლით ფეხბურთიდან მოკვეთა. "სიტიმ" მერედიტის დაცვა გადაწყვიტა და საბოლოოდ კლუბისთვის უსიამოვნო ფაქტები ამოტივტივდა. თავის ინტერვიუში მერედიტმა განაცხადა: "რაში მდგომარეობს "მანჩესტერ სიტის" წარმატება? ჩემი აზრით იმაში, რომ კლუბი საფეხბურთო ასოციაციის წესებს აფურთხებდა და თავის ფეხბურთელებს ზღაპრულ თანხებს უხდიდა. ერთი მხარე შეთავაზებას აკეთებს, მეორე მხარე კი ჩუმად თანხმება საქმის მიმდინარეობას."

ეს განცხადება ნამდვილი ბომბი იყო, რადგან 1901 წელს ასოციაციამ მიიღო კანონი, რომელიც გუნდებს ფეხბურთელებისთვის 4 ფუნტზე მეტის გადახდას უკრძალავდა. ჩატარდა გამოძიება, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა, რომ "სიტი" თავის ფეხბურთელებს გადაჭარბებულ თანხებს უხდიდა. "ქალაქელთა" მწვრთნელი, ტომ მილი მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩამოაშორეს ფეხბურთს, ხოლო "სიტის" 250 ფუნტის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაევალა. შედეგად "სიტის" რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა აუქციონზე მოუხდა და მანგნელმა ასეთი შანსი ხელიდან არ გაუშვა. იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ბილი მერედიტი 500 ფუნტის სანაცვლოდ "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა. მის გარდა "ქალაქელებისგან" იყიდეს გერბერტ ბერჯესი, სენდი ტერნბული და ჯიმი ბენისტერი.

1907-08 წლების სეზონის "იუნაიტედმა" ზედიზედ სამი გამარჯვებით დაიწყო. მართალია ამას "მიდლსბორსთან" 2:1 მარცხი მოჰყვა, მაგრამ "იუნაიტედმა" შემდეგ ზედიზედ ათი გამარჯვება მოიპოვა და მოწინააღმდეგეებს ძლიერ გადაასწრო. ეს სეზონი "იუნაიტედის" პირველი ჩემპიონობით დასრულდა, რომელიც სხვა გუნდებთან 9 ქულიანი უპირატესობით იქნა მოპოვებული. შეიძლება ითქვას "იუნაიტედის" თამაშს იმ სეზონში ახლად მოსული ფეხბურთელები ქმნიდნენ. სენდი ტერნბულმა 25 გოლი გაიტანა, ჯოჯრ ბოლმა 19, ხოლო ჯიმი ტერნბულმა და ბილი მერედიტმა ათ-ათი გოლი.

ერნესტ მანგნელი - "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი ტიტულის მომპოვებელი

1908 წლის ჩემპიონები, "მანჩესტერ იუნაიტედი"


წყარო: theatreofdreams
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 ნოემბერი 2014 09:31
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თუ მოგეწონებათ და თუ წაიკითხავთ, ასეთ ისტორიულ სტატიებს კიდევ დავდებ. თუ არადა მაინც დავდებ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
30 ნოემბერი 2014 11:07
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
დადე ხოლმე love ჩვენი გუნდის ისტორია უნდა ვიცოდეთ და უნდა ვიხსენებდეთ სულ. ახლა მარტო რუნისა და პერსის შესახებ ისტორიების კითხვა არაა საკმარისი,ჩემი აზრით. ბესტის სტატიამ ისე იმოქმედა,ახლაც ემოციებში ვარ და მე მომხრე ვარ ასეთი ისტორიული სტატიები იდებოდეს. მათთვის,ვინც გაიხსენებს და მათთვის, ვინც გაიცნობს ამ ადამიანებს,რომლებმაც ჩვენი კლუბის ისტორია შექმნეს. ამაყი ვარ,რომ გვაძლევ სწორედ მაგის საშუალებას love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Count Alucard
30 ნოემბერი 2014 11:19
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ადრე 25 წლის ბიჭები 40 წლის კაცებს რატო გავდნენ? ასეთი საშინელი საცხოვრებელი პირობები იყო? გიგსი უფრო ახალგაზრდას გავს ვიდრე ნახევარი მოთამაშეები ვინც სურათზე ჩანან lol
0
№4
ავტორი: AkkRed
30 ნოემბერი 2014 12:04
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დუმბო მასე გააგრძელე ♥
0
№5
ავტორი: Best 7
30 ნოემბერი 2014 14:37
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
RojoDiablo,
dade xolme egeti statiebi dzalian sainteresoa asetebis kitxva!
0
№6
ავტორი: DiMaria
30 ნოემბერი 2014 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მეტი რა გითხრა ავტორ, უბრალოდ მადლობა
0
№7
ავტორი: GeorgeBest
30 ნოემბერი 2014 17:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
RojoDiablo,
ძალიან კარგია, კითხვა რომ დაიდება ჯგუფსი შემდგე იამზე სტატია დაიწერება ალბატ, აკომ როგორც შემოგვთავაზა
0
№8
ავტორი: RojoDiablo
30 ნოემბერი 2014 19:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გიორგი,
ვკითხავ აკოს აუცილებლად რა იდეა აქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Gvantsaa
30 ნოემბერი 2014 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
მოხარული ვიქნები ასეთი სიახლეების ხილვით და წაკითხვით love
0
№10
ავტორი: RedGirl
30 ნოემბერი 2014 22:35
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო love

"იუნაიტედში" მოსვლის დღიდანვე მანგნელმა ფიზიკურ მომზადებას, გუნდურ სულისკვეთებასა და მეგობრობას მიაპყრო ყურადღება, ბურთით თამაშს კი მხოლოდ კვირაში ერთხელ უთმობდა ყურადღებას."


აქიდან დაიბადა ჩვენი მებრძოლი სული <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top