თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2014, 10:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1624,
კომენტარები: 7
რაიან გიგზი ვან გაალის შესახებ
უელსელი ვან გაალის შესახებ საუბრობს.
რაიან გიგზი ვან გაალის შესახებ
რაიან გიგზი აცხადებს, რომ ვან გაალთან ერთად მუშაობით დიდ სიამოვნებას იღებს და სურს რაც შეიძლება მეტი ისწავლოს მისგან.

40 წლის უელსელმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მაისში ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა, რითაც მოხიბლულია.

რაიანმა გასული სეზონის უკანასკნელი 4 შეხვედრა მოთამაშე მწვრთნელის რანგში ჩაატარა. დევიდ მოიესის გუნდიდან გაშვების შემდეგ სწორედ მან ჩაიბარა "მანჩესტერ იუნაიტედი" და აცხადებს, რომ ვან გაალის შესახებ გავრცელებულ ხმებს ყურს არ უგდებდა, მხოლოდ მატჩზე ფიქრობდა.

"მე მთლიანად ოთხ თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული. სხვა არაფერზე ვფიქრობდი. ჭორები სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა იმის შესახებ, რომ ლუი ვან გაალი გუნდის ჩაბარებას აპირებდა - ამას თქვენც ადასტურებდით, მაგრამ მე მხოლოდ ოთხ თამაშზე ვფიქრობდი." - განაცხადა გიგზმა.

როცა ჰკითხეს ვან გაალთან ურთიერთობის შესახებ, გიგზმა დაამატა: "კარგი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან კარგად მეპყრობა და დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრა."

"სანამ შემხვდებოდა არ მიცნობდა, მაგრამ წინასასეზონო ტურნე დაგვეხმარა, რადგან სამ კვირას ერთად ვატარებდით და ერთმანეთი სწრაფად გავიცანით. ასეთი საშუალებით არა მარტო მწვრთნელს, არამედ მთელ შტაბს ეცნობი."

"მე ვიცნობ კლუბს, მე ვიცნობ კულტურას და ვცდილობ დავეხმარო, მაგრამ მას ნამდვილად აქვს გამოცდილება, რაც უამრავი კლუბის წვრთნით დაუგროვა."

"ერთმანეთისგან იმდენს ვსწავლობთ, რამდენიც შეგვიძლია. ზოგიერთ ფეხბურთელს კარგად ვიცნობ, რადგან მათ წინააღმდეგ მითამაშია."

"ეს მხოლოდ ერთმანეთისთვის დახმარების მცდელობაა, თუმცა მწვრთნელი ის არის და გადაწყვეტილებებსაც ის იღებს, მე კი ვცდილობ მისგან ვისწავლო."


წყარო: dailymail
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
25 ნოემბერი 2014 10:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შენც შენი სიტყვა გეთქმის სტარიკო love ყველაზე ძველი ლეგენდა შემოგვრჩი სტადიონზე sad
0
№2
ავტორი: RojoDiablo
25 ნოემბერი 2014 10:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
"ერთმანეთისგან იმდენს ვსწავლობთ, რამდენიც შეგვიძლია. ზოგიერთ ფეხბურთელს კარგად ვიცნობ, რადგან მათ წინააღმდეგ მითამაშია."


წარმომიდგენია როგორი მეთოდით მუშაობენ. ერთმანეთს რაში და როგორ ეხმარებიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Mufc7
25 ნოემბერი 2014 11:19
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ასეთ სტატიებს რომ ვკითხულობ, სულ უფრო მეტად მენატრებიან და მაკლდებიან ხოლმე recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: Vodafone
25 ნოემბერი 2014 14:46
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ალბათ ვან გაალის მერე დატოვებენ ამას, ფერგისგანაც და ვან გაალისგანაც ბევრი ექნება ნასწავლი, თან იუნაიტედს ამაზე კარგად არავინ იცნობს.
0
№5
ავტორი: გაბადაძე
25 ნოემბერი 2014 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ეხ შე ბებერო როგორ მომენატრე love მაგას უთხარი ცოტა ნუ უცენზურავბს სატრანსფერო საქმეებში ..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: red devil
25 ნოემბერი 2014 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მომავალი მწვრთნელია
0
№7
ავტორი: GeorgeBest
25 ნოემბერი 2014 21:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მე კი ვცდილობ მისგან ვისწავლო


ბევრი უნდა ისწავლო კიდე, იუნაიტედის მომავალი მწვრთნელი შენ ხარ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top