თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2014, 09:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1651,
კომენტარები: 7
კითხვა პასუხი: დე ხეას პროგრესი "იუნაიტედში"
დავიდ დე ხეას ინტერვიუ.
კითხვა პასუხი: დე ხეას პროგრესი
თქვენი თამაშის რომელი ნაწილი განვითარდა "იუნაიტედში"?

აქ უკვე ოთხი წელია ვიმყოფები და ვფიქრობ, რომ ჩემი მეკარეობის თითოეული ასპექტი გაუმჯობესდა. რთულია რომელიმე ცალკეული ასპექტი გამოჰყო, რადგან ჩვენ ყველაფერზე ვმუშაობთ და ვავითარებთ.

რამდენად დაგეხმარათ ინგლისურად ლაპარაკი თქვენ მცველ თანაგუნდელებთან მიმართებაში?
ვფიქრობ, ინგლისური გასახდელში უფრო მნიშვნელოვანია. ეს მოედანზეც გჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ გასახდელში უფრო მეტად. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ მე ინტერვიუების გაცემა ინგლისურ ენაზე დავიწყე, ძალიან დამეხმარა და ენის შესწავლაში ეს უფრო მეტად წამადგა.

როცა "იუნაიტედში" გადახვედით, პირველად სავარჯიშო დარბაზში დაიწყეთ მზადება, რაც კუნთების გამაგრებასა და გაძლიერებაში დაგეხმარათ. ეს პროცესი დასრულდა, თუ გრძელდება?

ერთ წელიწადში კაპიტან ამერიკად გადავიქეცი! (იცინის). არა, ამ პროგრამას ისევ მივყვები, მაგრამ არა იმდენად ხშირად, როგორც ადრე. დატვირთვა ახლა უფრო შერბილებულია, მაგრამ სავარჯიშო დარბაზის პროგრამებს მაინც მივმართავ.

ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარე სეზონში უფრო მეტი ჩაწოდება დაიჭირეთ. ამაზეც მუშაობდით ვარჯიშებზე?

შესაძლოა ეს ახლა შეამჩნიეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, ადრეც ვიჭერდი ჩაწოდებებს. შენ ყოველთვის მუშაობ ვარჯიშზე ბურთის დაჭერაზე და ეს უპირველესი სავარჯიშოა. ეს მეკარის უმთავრესი მიზანია. როგორც უკვე ვთქვი, შესაძლოა თქვენ მხოლოდ ახლა შეამჩნიეთ, მაგრამ მე ამის გაკეთებას ყოველთვის ვცდილობდი.

თქვენი კარიერის საუკეთესო ფორმაში იმყოფებით, მაგრამ თქვით, რომ სასწავლი ყოველთვის არსებობს. არსებობს განსაკუთრებული ასპექტი, რომლის გაუმჯობესებასაც ცდილობთ?

ისევ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ბრწყინვალე ფორმაში იმყოფები, შეგიძლია ყოველთვის გაუმჯობესდე და ყოველთვის არსებობს შენი თამაშის ასპექტი, რომლის გაუმჯობესებაც შეგიძლია. შეგიძლია ყველაფერი გააუმჯობესო. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მიაჩნია ხალხს, რომ კარგად თამაშობ, ან რას ფიქრობ საკუთარ თავზე შენ, შენი თამაში ყოველთვის საჭიროებს მუშაობას. იმედი მაქვს უფრო მეტს მივაღწევ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 დეკემბერი 2014 09:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შესაძლოა ეს ახლა შეამჩნიეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, ადრეც ვიჭერდი ჩაწოდებებს.


რა ამოიდგა ენა wink კაცი გაზრდილა უკვე. ადრე ასეთებს ვერ ბედავდა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
28 დეკემბერი 2014 10:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ერთ წელიწადში კაპიტან ამერიკად გადავიქეცი! (იცინის).
wink კაპიტანი ამერიკისა არ ვიცი, მაგრამ ფრინველივით რომ დაფრინავ და ლეოპარდის რეაქცია გაქვს ეგ ნაღდია
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 დეკემბერი 2014 10:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რო მახსედება როგორი მოვიდა და ეხლა როგორია კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ფერგის ტალანტების აღმოჩენაში ვერავინ შეედრება.
0
№4
ავტორი: AkkRed
28 დეკემბერი 2014 11:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აუ ამის პირველ თამაშს რომ ვუყურე რა წვრილი იყო :დ ეხლა ისეთ ჯანზეა ხარს დააგდებს
0
№5
ავტორი: Best 7
28 დეკემბერი 2014 13:23
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Msoflioshi sauketeso kiperia imena
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
28 დეკემბერი 2014 14:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
როგორ მინდა კარიერის დასრულებამდე ჩვენთან დარჩეს და გახდეს იუნაიტედის ლეგენდა acute2
0
№7
ავტორი: PaLoMo
28 დეკემბერი 2014 22:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
Jorbe-Jorbe,
Gxdes Unitedis legenda.unaitedis legendebivit
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top