თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2014, 09:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1521,
კომენტარები: 6
კერიკი "იუნაიტედის" ოთხეულის შესახებ
მაიკლ კერიკი "იუნაიტედის" შემტევ ხაზზე საუბრობს.
კერიკი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, მაიკლ კერიკი თვლის, რომ რადამელ ფალკაო, უეინ რუნი, ხუან მატა, და რობინ ვან პერსი ერთმანეთს მოედანზე კარგად უგებენ და "ნიუკასლთან" მოპოვებული გამარჯვება მათი დამსახურებაა.

"ეს ოთხი ფეხბურთელი მართლაც მსოფლიო დონისანი არიან. გუნდში ამ მოთამაშეების არსებობა თავისთავად მოიცავს ნამდვილ საფრთხეს და ჩვენ თავდაჯერებულობას გვძენს, რადგან ვიცით, რომ მომენტების შექმნა და გოლების გატანა შეგვიძლია. "ნიუკასლის" წინააღმდეგ ძალიან შერწყმულად მოქმედებდნენ და იმედი მაქვს, რომ უახლოეს კვირაში სხვა მატჩებშიც მსგავს რამეს ვნახავთ."

"ბურთი კარგად გვეჭირა, რამდენიმე მომენტი შევქმენით და მოწინააღმდეგისთვის სახიფათოდ გამოვიყურებოდით. ისინი ძალიან სწრაფად გადადიოდნენ კონტრ-შეტევაზე და ამასთან სიფრთხილე გვჭირდებოდა. მაგრამ საერთო ჯამში უპირატესობას ვფლობდით და ვფიქრობ, რომ ჯამში კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ."

"უკანასკნელი შედეგები თავდაჯერებულობას გვძენს და მწვრთნელს შემადგენლობის მიმდევრობითი ფორმირების საშუალება აქვს, რაც სათამაშო კავშირის დალაგებაში გვეხმარება. ტრავმების გამო დაცვის ხაზში ცვლილებების შეტანა კვლავ გვიხდება, მაგრამ საბოლოოდ, როცა გუნდის შემადგენლობა მეტად მუდმივი გახდება, ეს დამატებითი მუხტი იქნება ჩვენთვის."
- განაცხადა კერიკმა.

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 დეკემბერი 2014 09:56
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მომენტების შექმნა და გოლების გატანა შეგვიძლია.


არის მატჩები, სადაც მომენტების შექმნა გვიჭირს და არის მატჩებიც, სადაც შექმნილი მომენტების გამოყენება გვიჭირს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
28 დეკემბერი 2014 10:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მეთქი მეოთხე ადგილზე გასვლას ამბობს wink ეგ ხალხი რომ მაგარია მაგას რად უნდა ლაპარაკი
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 დეკემბერი 2014 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეს ოთხეული რომ ძალიან მაგარი ოთხეული ნიუკასლთანაც დამტკიცდა, მაგრამ მე პირადად მინდა რომ ფალკაოს უფრო მეტი დრო მიეცეს. კი გასაგებია ტრამვირებული იყო, მაგრამ წინა თამაშზე არაფერი ეტყობოდა იმისა რო 90 წუთისთვის მზად არ იყო. მომწონს ფალკაოს შემართება და ის ბრძოლისუნარიაონობა რაც ამ ფეხბურთელს აქვს.
0
№4
ავტორი: I L C
28 დეკემბერი 2014 11:04
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ვახო ( G G M U),

იმსახურებს მარა რუნი, პერსი და ფალკაო ძაან ქაოსია მოედანზე თუ CAM-ზე მატა დადგება კიდე შეილება მარა რუნი ცოდოა უკან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№5
ავტორი: AkkRed
28 დეკემბერი 2014 11:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მომავალ წელს ლიგას შევაზანზარებთ, თან დი მარიაც და ერერაც რო გყვავს ♥♥
0
№6
ავტორი: PaLoMo
28 დეკემბერი 2014 22:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ვახო ( G G M U), meti dro ra ginda zedized 4 matchshi sastartoshi iyo
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top