თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2015, 18:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2820,
კომენტარები: 7
ნევილის პროგნოზი მატჩის წინ
გარი ნევილი დღევანდელი მატჩის სავარაუდო შედეგზე საუბრობს.
ნევილის პროგნოზი მატჩის წინ
გარი ნევილი ფიქრობს, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერის" სისწრაფეს წინ აღუდგება, მაგრამ აღიარებს, რომ ფრე ორივე გუნდისთვის მისაღები შედეგი იქნება.

ლუი ვან გაალის შეგირდების ოპტიმიზმის მთავარი მიზეზი დაცვაა, რომელიც საუკეთესოა პრემიერ ლიგაში.

"ლესტერი" პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩში არ დამარცხებულა, ხოლო "იუნაიტედი" ბოლო ხუთ მატჩში და ამის ფონზე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, ნევილი კი ფიქრობს, რომ დღეს გუნდები ქულებს გაიყოფენ.

"ვფიქრობ, შაბათს "იუნაიტედი" თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს, როგორიც უნდა იყოს შედეგი. "ლესტერი" ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. "იუნაიტედს" ახსოვს, რა მოხდა წინა წელს, როცა დამშვიდდნენ. ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ის მატჩი ნამდვილი სანახაობა გამოდგა.

მაგრამ "იუნაიტედი" არის გუნდი, რომელმაც იცის რა დაუპირისპიროს მოწინააღმდეგეს, რომელსაც სწრაფად თამაში უყვარს. ვფიქრობ, ფრე იქნება. ჩემი აზრით, ამ შედეგის მოწინააღმდეგე არც ერთი გუნდი იქნება. ნათელია, რომ "იუნაიტედს" ყველა მატჩის მოგება სურს, ასეთია კლუბის ბუნება, მაგრამ შაბათს ძალიან რთული შეხვედრა გამოდგება. თამაში, რომელშიც სხვა გუნდებს გაუჭირდებოდათ.

ვარდი სმოლინგის წინააღმდეგ - აი ამ საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დაპირისპირება. გავბედავ ვიწინასწარმეტყველო, რომ ვარდი ბლინდთან უფრო ახლოს ყოფნას ამჯობინებს, მაგრამ ბლინდი ჭკვიანია და კარგად კითხულობს თამაშს.

ვარდის რაც შეეხება, მას ჩემპიონატის საუკეთესო დაცვის ხაზი დაუპირისპირდება და თუ მაინც მოახერხებს რეკორდის დამხობას, აბსოლუტურად დაიმსახურებს. ნებისმიერ შემთხვევაში, შესანიშნავი სერია ჰქონდა.

სეზონს "იუნაიტედი", "არსენალი" და "სიტი" პირველ სამეულში დაასრულებენ, "ლივერუპული", "ჩელსი" და "ტოტენჰემი" კი მეოთხესთვის იბრძოლებენ. და ამას რომ მიხვდე, დიდი ჭკუა არ არის საჭირო.

"ჩელსი" ამ რბოლას უნდა შეუერთდეს და ვიცით, რომ ეს შეუძლიათ".


წყარო: skysports
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 ნოემბერი 2015 18:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაგვაკმაყოფილოს დღეს ფრემ. მერე რა, რომ ლესტერმა ამდენი ქულა დააგროვა და ა.შ. ვერ მოვიგებთ დღეს, წინ გავუშვებთ კონკურენტებს, ლესტერი კი ჩემთვის კონკურენტი არაა და კმაყოფილი ვერ იქნები იმით, რომ ისევ ერთქულიანი ჩამორჩენა დაგვრჩება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 ნოემბერი 2015 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
გეთანხმები დუმბო რომ ფრე მანჩესტერისთვის ძალიან არადამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება, მაგრამ ვან გაალის რო ვიცი შემტევ ფეხბურთს ამ მატჩში ნამდვილად არ ითამაშებს და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ლიჟბი "არ წავაგოთ" იქნება areyoukiddingme
0
№3
ავტორი: GeorgeBest
28 ნოემბერი 2015 19:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იუნაიტედი თუ არა ლესტერი მაინც ითამაშებს კარგ ფეხბურთს და იქნებ არ მომწყინდეს areyoukiddingme ჩვენ ყველასთან ერთნაირად ვთამაშობთ და გოლის გატანა კი ჭირს მაგრამ სამაგიეროდ არც მოწინააღმდეგისგან ვუშვებთ, ასე რომ კაი 0-0 იქნება რა
0
№4
ავტორი: abrama
28 ნოემბერი 2015 19:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
1_3
Mahrezi, depay, marsiali, rooney
0
№5
ავტორი: Mufc7
29 ნოემბერი 2015 02:45
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სულ გარის ბრალია wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: Malboro463
29 ნოემბერი 2015 08:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ფრე მისაღები შედეგი რატო უნდა იყო? ძალით ექსპერიმენტი შენი მწვრთვნელობა არ გაიშვას სადმე **რი
0
№7
ავტორი: redarmy10
29 ნოემბერი 2015 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
დღეს არსენალმაც თუმოიგო გადავალთ მეოთხეზე არადა შეგვეძლო პირველზე ვყოფილიყავით,თუმცა ეგეთი თამაშით არც მესამე და არც მეოთხე ადგილს არვიმსახურებთ ((

ეპლს წელს გამორიცხულია ჩემიაზრით ვერმოვიგებთ და ლიგაზეც ჯგუფიდან თუდავაღწიეთ ისიც არაა განაღდებულიი

და ბოლოს ლვგ დატოვე გუნდი რაა შე *ლეოო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top