თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2016, 21:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3036,
კომენტარები: 13
ვან გაალი მოურინიოზე გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა
ლუი ვან გაალმა ჟოზე მოურინიოს ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებზე ისაუბრა.
ვან გაალი მოურინიოზე გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ჟოზე მოურინიოს შესახებ გავრცელებულ ჭორებს "სრული სკანდალი" უწოდა.

"ჩელსის" ყოფილ მწვრთნელს აქტიურად უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას, თუმცა "იუნაიტედის" წარმომადგენლები ამასთან დაკავშირებით არავითარ კომენტარს არ აკეთებენ.

"მან უამრავი რამ მითხრა, ბევრჯერ მესაუბრა, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს ამის შესახებ - ამ ყველაფერს სასაცილოდ მივიჩნევ", - განაცხადა ვან გაალმა მოურინიოს შესახებ.

"არა, არ მინდა, რომ "იუნაიტედი" სხვაგვარად მოიქცეს. ისიც კი არ მსურს, რომ რეაგირება მაოხდინონ იმაზე, რასაც პრესაში ვკითხულობ და რაც გამონაგონია.

ჩვენ, კლუბი და მე, არ ვაპირებთ მედიის დახმარებას ყველაფრის უარყოფით. ვფიქრობ, რაც ხდება, სრული სკანდალია".


ვან გაალი ფიქრობს, რომ არსებული მდგომარეობით ფეხბურთელებს ძალიან ეხმარება, რადგან კრიტიკა მხოლოდ მას ხვდება და არა ფეხბურთელებს.

"ყოველდღე ვიცავ ფეხბურთელებს კრიტიკისგან, რადგან ისარი ყოველდღე ჩემკენ არის მომართული და არა - ფეხბურთელებისკენ.

ყველა მე მიმიზნებს. თუმცა ამ სიტუაციას უპირატესობა აქვს. ფეხბურთელებს არავინ აკრიტიკებს, მხოლოდ მე".


წყარო: mirror
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 თებერვალი 2016 21:50
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ფარი ხარ, ლუი, ფარი. თან იმხელა ღაბაბი გაქვს, 11 ფეხბურთელს ფარავ ისრებისგან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: sabageo
27 თებერვალი 2016 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
Fexburtelebi ratom unda vakiritikot rodesac moiesi iyo mashinac igive gundi gvyavda tu Shen nayid fexburtelebi AR cavtvlit axla chempionta ligaze unda viyot da ara evropaze holandias dideba daubrune da chven witeli gocebi vart vergavige AI magitomac gakritikebt lui filosofoso iunaitedi sheni dasacini AR Ari bolos da bolos rodis dagvanaxeb namdvili Luis to inglisis surprizzs uketeb lui.

Nel nela vubedurdebit

0
№3
ავტორი: RojoDiablo
27 თებერვალი 2016 22:14
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: sabageo
Fexburtelebi ratom unda vakiritikot rodesac moiesi iyo mashinac igive gundi gvyavda tu Shen nayid fexburtelebi AR cavtvlit axla chempionta ligaze unda viyot da ara evropaze holandias dideba daubrune da chven witeli gocebi vart vergavige AI magitomac gakritikebt lui filosofoso iunaitedi sheni dasacini AR Ari bolos da bolos rodis dagvanaxeb namdvili Luis to inglisis surprizzs uketeb lui.

Nel nela vubedurdebit


რაც უნდა იყოს, როცა გუნდური სპორტია, მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ იქნება დამნაშავე. ფაქტია, რომ არის შეხვედრები, რომლებშიც ფეხბურთელები თავიანთ მაქსიმუმთან მიახლოებასაც კი ვერ ახერხებენ. კაცს რომ ვერ ატყუებს ხოლმე დეპაი, ეგ ლუის ბრალი ნამდვილად არაა და კარიდან ორი მეტრის სიშორიდან რომ ვერ გააქვს გოლი ერერას, ეგ მით უმეტეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: kerik
27 თებერვალი 2016 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
10wlis var vinme xom AR metyvis premier ligis otxeulshi ROM xvdebian mere kencinyraa tu pirveli adgili imarjvebs tu ra
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 თებერვალი 2016 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
თავის გამართლებას გავდა თითქოს ის, რომ მარტო ვან გაალს ხვდება კრიტიკა და ფეხბურთელებს არა. მწვრთნელი იმისთვის ხარ, რომ ფეხბურთელები აათამაშო. ფერგიუსონს არ ვადარებ რა თქმა უნდა ვან გაალს, მაგრამ ფერგი ქლევერლებით და ევანსებით იგებდა პრემიერ ლიგას და ამან 2 წელიწადში 500 მილიონი დახარჯა და პრემიერ ლიგა კი არა ოთხეული გაგვიხადა სანატრელი areyoukiddingme
0
№6
ავტორი: Iunaitedi
27 თებერვალი 2016 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ციტატა: kerik
10wlis var vinme xom AR metyvis premier ligis otxeulshi ROM xvdebian mere kencinyraa tu pirveli adgili imarjvebs tu ra

Otxeulidan vinc pirvelze gava igebs premier ligas. 3 gadis chempionta ligaze da 1 tamashobs chempionta ligis sakvalipikacios.
0
№7
ავტორი: ნიკუშა
27 თებერვალი 2016 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
ვან გაალ კარგი ხარ და თუ კარგად გაწვრთნი გუნდს კარგი იქნება
0
№8
ავტორი: GeorgeBest
27 თებერვალი 2016 23:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისარი ყოველდღე ჩემკენ არის მომართული და არა - ფეხბურთელებისკენ. ყველა მე მიმიზნებს

ამაში მართალია, არის მომენტები როცა ნებისმიერ რამეს ამას ტენიან და ზოგჯერ უსამართლოდ, მაგრამ საერთო ჯამში უმეტესად ამის ბრალი როა მგონი თვითონ ყველაზე კარგად იცის
0
№9
ავტორი: tupaca
28 თებერვალი 2016 00:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ვან გაალი არ უნდა გაუშვან მანჩესტერიდან გადაიყვანონ აკადემიაში და მაგარ ბიჭებს გაგვიზრდის :D
0
№10
ავტორი: Mufc7
28 თებერვალი 2016 03:16
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
და რა, მოურინიო დადგებოდა და ლუის ჩააბარებდა ანგარიშს, ასე და ასე ხდება, შენ უნდა შეგცვალოო? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top