თბილისი:
მანჩესტერი:
16-04-2016, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2075,
კომენტარები: 4
მე-200 მატჩის მოლოდინში
კრის სმოლინგი დღეს საიუბილეო შეხვედრას ჩაატარებს.
მე-200 მატჩის მოლოდინში
კრის სმოლინგი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში თავის მე-200 შეხვედრას ჩაატარებს "ასტონ ვილას" წინააღმდეგ მატჩში და ცენტრალური მცველი ამ მიღწევით ამაყობს.

2010 წელს "ფულჰემიდან" შეძინილი ფეხბურთელის კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" ექვსი წელია გრძელდება და მიმდინარე სეზონში მან არაერთხელ მოირგო ლუი ვან გაალის გუნდის კაპიტნის სამკლაური.

26 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და უკვე მოასწრო 47 მატჩის ჩატარება- რაც მის მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია ერთ სეზონში ჩატარებული მატჩების მხრივ. ეს კი ამტკიცებს, რომ სმოლინგი დაცვის ცენტრალური ხაზის განუყოფელ ნაწილად იქცა.

"იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას სმოლინგმა განაცხადა: "დიდებული მაჩვენებელია და ასეთი დიდი რიცხვი დიდი მიღწევაა. მოუთმენლად ველოდები მატჩის დაწყებას, შემდეგ კი უფრო დიდ მიღწევას".

თავის მეექვსე სეზონთან დაკავშირებით კრისი აცხადებს: "ყოველ წელს გიხდება გარშემო მყოფებთან შეგუება და ასეთ ფეხბურთელებთან თამაში ყოველდღე გმატებს მონდომებას. იმედი მაქვს, თამაშსა და სწავლას გავაგრძელებ."

"ასტონ ვილას" გავარდნა პრემიერ ლიგიდან ოფიციალურად დადასტურდება იმ შემთხვევაში, თუ "ნორვიჩ სიტი" მინიმუმ 1 ქულას აიღებს "სანდერლენდთან" შეხვედრაში ან "ვილელები" "იუნაიტედთან" "ოლდ ტრაფორდზე" დამარცხებიან. სმოლინგი აღნიშნავს, რომ გაკვირვებულია ბირმინგემელთა ასეთი რეგრესით.

"სეზონის სტარტზე არა მგონია, ვინმეს ეფიქრა, რომ "ასტონ ვილა" ბოლო ადგილზე იქნებოდა. ეს არის კლუბი, რომელსაც ყოველთვის დიდებული ტრადიციები ჰქონდა პრემიერ ლიგაში დიდხანს თამაშობდა. მაგრამ ვფიქრობ, ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ჩემპიონატი მეტისმეტად გიჟური და არაპროგნოზირებადია".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 აპრილი 2016 14:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
წესით, დღეს ბევრი საქმე არც შენ უნდა გქონდეს და არც დე ხეას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 აპრილი 2016 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კიდევ ბევრი მატჩი ჩაგეტარებინოს კრის იუნაიტედის რიგებში love
0
№3
ავტორი: zeg
16 აპრილი 2016 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
Manchesteris dzveli centraluri mcvelebis donis ver ari uketess visurvebdi gundshi.kapitnoba imena zedmetia
0
№4
ავტორი: GeorgeBest
16 აპრილი 2016 15:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ასე თუ გააგრძელა საკმაოდ ბევრს მოასწრებს და თავის ადგილს დაიმკვიდრებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top