თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2014, 09:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1302,
კომენტარები: 5
კერიკი: "ვეცდებით ზეწოლა მოვახდინოთ"
მაიკლ კერიკი გუნდს ზეწოლისკენ მოუწოდებს.
კერიკი:
მაიკლ კერიკი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" არ აპირებს ლიდერებთან ბრძოლაში ჩამორჩეს.

ლუი ვან გაალის შეგირდებმა "ნიუკასლის" დამარცხების შემდეგ პრემიერ ლიგის უკანასკნელ 8 შეხვედრაში მე-7 გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილზე გამყარდნენ. წინ მხოლოდ "სიტი" ("იუნაიტედს" 7 ქულით უსწრებს) და ლიდერი "ჩელსია" ("იუნაიტედს" 10 ქულით უსწრებს).

კვირას "წითელი ეშმაკები" "ტოტენჰემს" ეწვევიან, ხოლო ახალი წლის პირველ დღეს "სტოკ სიტის". კერიკს ესმის, რომ ეს მატჩები გუნდისთვის ძალიან რთული იქნება, მაგრამ აცხადებს, რომ მისი გუნდი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია.

"ბოლო კვირებში ჩვენ თამაშში კარგი ნიშანი შეინიშნება. რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებულნი ვიყავით იმით, რომ გასულ კვირას "ასტონ ვილას" დამარცხება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ "ნიუკასლის" დამარცხება გამოგვივიდა და ახლა ორი რთული გასვლითი შეხვედრა გველოდება. ეს მატჩები ჩვენი მედგრობის კარგი გამოცდა იქნება და აჩვენებს, თუ როგორ მდგომარეობაში ვიმყოფებით."

"სატურნირო ცხრილის მწვერვალისკენ ვიხედებით და "სიტისა" და "ჩელსისთვის" დაწევას ვეცდებით. მესამე ადგილით არ ვკმაყოფილდებით. ნათელია, რომ ვპროგრესირებთ და სულ უფრო და უფრო უკეთ ვთამაშობთ, ასე რომ, მხოლოდ ლიდერობისკენ სწრაფვა გვსურს."

"ტოტენჰემის" წინააღმდეგ გასვლითი მატჩი ყოველთვის რთული შეხვედრაა, ხოლო ის, რომ იქ "ნიუკასლთან" მატჩშის შემდეგ ჩავდივართ და ნაშუადღევს ვთამაშობთ, მას უფრო რთულს ხდის. მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, ჩვენი მოწინააღმდეგისთვისაც ხომ იგივე პირობებია შექმნილი. ბიჭები მოუთმენლად ელოდებიან ამ მატჩს და ლონდონში საკუთარ ძალებში დარწმუნებულები მიემგზავრებიან."
- განაცხადა კერიკმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
28 დეკემბერი 2014 09:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, ჩვენი მოწინააღმდეგისთვისაც ხომ იგივე პირობებია შექმნილი.


თუ ზედმეტად ჩავუღრმავდებით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უფრო დასვენებულები ვართ, ვიდრე ისინი. საქმე მალევე მოვათავეთ და ტოტენჰემმა ბოლომდე იწვალა, მაგრამ სამაგიეროდ ისინი სახლში თამაშობენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
28 დეკემბერი 2014 10:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აბა რა, უნდა დავაწვეთ ზევით და ზევით.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 დეკემბერი 2014 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მოგებების სერია, ვფიქრობ თავიდანვე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ და თუ პირველ 10-15 წუთში გოლი გავიტანეთ მერე უფრო გაგვიადვილდება მოგება.
0
№4
ავტორი: AkkRed
28 დეკემბერი 2014 11:46
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
პირველ ტაიმშივე უნდა მოვუგვაროთ საქმე,სტოკი ძალიან სახიფათოა სახლში ამიტომ ჯობია ძალები შეინახონ
0
№5
ავტორი: RedGirl
28 დეკემბერი 2014 20:22
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
სატურნირო ცხრილის მწვერვალისკენ ვიხედებით და "სიტისა" და "ჩელსისთვის" დაწევას ვეცდებით. მესამე ადგილით არ ვკმაყოფილდებით.


მანჩესტერული სული love

ცოტა დაუჯერებელია ამ პირობებში ჩემპიონობა, მაგრამ ვინ იცის ეს იუნაიტედია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top