თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2015, 09:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1989,
კომენტარები: 7
ვან პერსი: "ბედნიერი არ ვარ"
რობინ ვან პერსი უკმაყოფილებას გამოხატავს.
ვან პერსი:
რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში თავისი შედეგიანობით კმაყოფილი არ არის.

ჰოლანდიელმა თავდასხმელმა მიმდინარე სეზონში რვა გოლის გატანა მოახერხა და მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმარისია უეინ რუნისთან ერთად კლუბის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე იმყოფებოდეს, აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია თავისი შედეგით და უფრო მეტი გოლის გატანა სურს, რისთვისაც მუშაობას არ შეწყვეტს.

"ბევრი გოლი ვერ გაგვაქვს, ვერც მე, პატიოსნად უნდა ვაღიარო. ამჟამად საკმარისი არ არის. ეს ვიცი. ყველაფერს გავაკეთებ გაუმჯობესებითვის.

შანსს თითოეულ შეხვედრაში ვიღებ. ამის გამო ბედნიერი ვარ. ერთ ან ორ შანსს ვიღებ, ხანდახან სამსაც. თუ ჩემს მომენტებს შეხედავთ, მაგალითად, "კემბრიჯთან" მატჩში, არ ვფიქრობ, რომ ანხელ დი მარიას დიდებული პასი გავაფუჭე ან უნდა მრცხვენოდეს იმის გამო, რომ დავარტყი.

დარწმუნებული ვარ, თუ იმის კეთებას გავარგრძელებთ, რასაც ვაკეთებთ, მომენტებსაც შევქმნით და გოლის გატანის შანსიც მოგვეცემა.

რამდენ შანსს იღებს თავდამსხმელი თამაშის დროს - ერთს ან ორს? ისინი უნდა გამოიყენო. 1-0, 2-0, 3-0 ანგარიშით მოგებას, ფრესა და წაგებას შორის ძალიან ვიწრო ხაზია გავლებული, რადგან მატჩის ბედი სწორედ ასეთ პატარა მომენტებზეა დამოკიდებული. მას ან იყენებ, ან არა. რომ გამოგვეყენებინა "კემბრიჯთან" 4-2, 3-1, 3-0 ანგარიშით გამარჯვებაც შეგვეძლო.

გუნდში ყველა პასუხისმგებელია. ყველა გრძნობს პასუხისმგებლობას. მეც ასევე. წელს 20 მატჩი ჩავატარე და 8 გოლი გავიტანე. ბედნიერი არ ვარ. მეტის გატანა მინდა.

გავაგრძელებ იმის კეთებას, რასაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ვაკეთებდი. ეს უამრავ ადამიანს გააბედნიერებს, მათ შორის მეც.

ბოლო რამდენიმე შეხვედრაში გოლის გატანა ვერ მოვახერხე. მაგრამ არის ეს ჩემი ბრალი? ამას ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს. "ტოტენჰემის" წინააღმდეგ კერიკმა ბურთი მომაწოდა და მე ერთხელ შევეხე, მერე ისევ და ისევ. მარჯვენა ფეხით მომენტის დასრულებას ვაპირებდი. ჩვეულებრივ, 10-დან 9 მეკარე ასეთ დროს გაინძრეოდა, მაგრამ არა იმ დღეს.

როგორც უკვე ვთქვი, ის გოლი რომ გამეტანა, ჩვენ მატჩს მოვიგებდით. მაშინ კი სულ სხვა საუბარი გვექნებოდა. ძალიან ვიწრო ხაზი გადის."
- აცხადებს ვან პერსი.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
27 იანვარი 2015 09:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
კარგია თუ ხვდება, რომ მოსამატებელი აქვს.. უბრალოდ არასტაბილურია რა... თორე კლასნი როა რათ უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი..
0
№2
ავტორი: RojoDiablo
27 იანვარი 2015 09:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
პირველ რიგში ხაზს გავუსვამ იმას, რომ საჭირო სიტყვები თქვა და ბოლო დროს მისი მომენტების ვერ გამოყენების "ნიჭი" ახსნა. მერე, რა თქმა უნდა, კარგია, რომ პასუხისმგებლობას აცნობიერებს და აქვე ნდობაც უნდა მიამატოს, რომელსაც ვან გაალი უცხადებს, ვან გაალთან ერთად კი გულშემატკივარი, რადგან ვინც შემადგენლობაში დგას სწორედ იმის იმედი გაქვს ყოველთვის.

ტოტენჰემთან მომენტი არაერთხელ გახდა დავისა და მისი მისამართით გინების საგანიც, მაგრამ მაშინაც ზუსტად ეს ვთქვი, რომ ვან პერსი ლორისის ქმედების გამოცნობას აპირებდა, რაც მართლაც 10-დან 9 შემთხვევაში გამოსვლა უნდა ყოფილიყო (ეს კიდევ უფრო ზრდის ლორისის კლასს).

თუ იმუშავებს, ეცდება და მოინდომებს, სათამაშო დრო გარანტირებული აქვს, ხანდახან პასის მიმწოდებელის პრობლემა აქვს, ხანდახან მომენტების რეალიზაციის, მაგრამ ყველაფერი მაინც იმის ბრალია, რომ პატარა ბიჭი აღარაა. მახსოვს ამის სიტყვები: "თმამ გამაფრთხილებელი ნიშანი გამომიგზვნაო"
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: DiMaria
27 იანვარი 2015 09:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
საღოლ პერსიკ. მაგარი იბაზრე, მარა ტოტენჰემთან ვერ გატანილ გოლს მაინც ვერ გაპატიებ

გავაგრძელებ იმის კეთებას, რასაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ვაკეთებდი. ეს უამრავ ადამიანს გააბედნიერებს, მათ შორის მეც.


მეც
0
№4
ავტორი: AkkRed
27 იანვარი 2015 10:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რაღაც ძალა უნდა იპოვოს, რომ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან და ისევ განაგრძოს კლასის ჩვენება.
0
№5
ავტორი: gilmour
27 იანვარი 2015 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
არ ვიცი მე პირადად აღარ მაქვს იმის იმედი, რომ ძველი პერსი დაბრუნდება. ფიზიკურად ძალიან დაეტყო ასაკი და მომავალში რა იქნება, ხო არ გაახალგაზრდავდება. უბრალოდ უნდა ჩამოყალიბდეს ტიპიურ ნაკლებად მოძრავ მძიმე ფორვარდად და იტანოს გოლები, მაგრამ არც ეგ გამოდის, სიმაღლის მიუხედავად ფიზიკურად ხშირად იჩაგრება.
0
№6
ავტორი: batumski
27 იანვარი 2015 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
ფერგის წასვლამ მაგრად იმოქმედა პერსიკაზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№7
ავტორი: GeorgeBest
27 იანვარი 2015 17:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უკვე ასაკშია და ისევ ძველებურად ვერ ითამაშებს. მაგარ ცუდ ფორმაშია მარა მაინც კლასნია და რაც არ უნდა იყოს ესეტი ფორვარდის ყოლა გუნდში დიდი პლიუსია

იმედი მაქვს გამოასწორებს თამაშს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top