თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2015, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1702,
კომენტარები: 8
აგენტი: "რონალდუ 300 მლნ. ღირს"
რონალდუს აგენტი "იუნაიტედს" შეტყობინებას უგზავნის.
აგენტი:
კრიშტიანუ რონალდუს აგენტი იტყობინება, რომ პორტუგალიელს "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი უყვარს, მაგრამ კარიერის დასრულება "რეალში" სურს.

ხორხე მენდეშს მიაჩნია, რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ფასი 300 მლნ. ფუნტია და ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "რეალი" მის გაყიდვას მოისურვებს.

"იუნაიტედმა" 2013 წელს რონალდუს დაბრუნება სცადა, მაგრამ პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა მადრიდულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

და მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ, რომელსაც ხვალ 30 წელი უსრულდება, "იუნაიტედის" სიყვარულს ჯერ კიდევ იტოვებს გულში, ესპანეთის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს.

"მას უყვარს "იუნაიტედის" გულშემატკივარი, ასე მითხრა, რადგან იქ 6 წელიწადი გაატარა.

მაგრამ ახლა "რეალშია" და მადრიდს არ დატოვებს.

კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, საუკეთესო სპორტსმენი.

ასე რომ, მისი შედარება არავისთან შეიძლება. შეუძლებელია მისი მსგავსი ვინმე იპოვოთ.

თუ რამე მიზეზის გამო "რეალი" რონალდუს გაყიდვას მოისურვებს, მისი ფასი 300 მლნ. ფუნტი იქნება, თუ, რა თქმა უნდა, ვინმე გადაიხდის."
- განაცხადა მენდეშმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: გაბადაძე
4 თებერვალი 2015 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ოკ პკ fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№2
ავტორი: RojoDiablo
4 თებერვალი 2015 15:29
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ხვალინდელ დაბადების დღეს ვულოცავ და კარგად იყოს თავის გუნდში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Mufc7
4 თებერვალი 2015 15:40
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
თუ რამე მიზეზის გამო "რეალი" რონალდუს გაყიდვას მოისურვებს, მისი ფასი 300 მლნ. ფუნტი იქნება

რაოო? yahoo2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: Goginashvili777
4 თებერვალი 2015 15:58
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
300 ცოტაა კაცო biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: Rosso Diavolo
4 თებერვალი 2015 16:01
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
300 არა მილიარდი. დაეტიოს მადრიდში უამისოდაც არაფერი გვიჭირს )
0
№6
ავტორი: GeorgeBest
4 თებერვალი 2015 19:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არადა ამის დაბრუნება როგორ მინდოდა areyoukiddingme თუ უნდათ მილიარდს მოითხოვენ არ კიდიათ
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
4 თებერვალი 2015 20:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
იყავი მანდ კაცოო რა პრობლემაა...
უმადური რო იქნება კაცი თორე, ეს იუნაიტედიდან უნდა წასულიყო? ფერგის უმადლოდეს რაც გააჩნია
0
№8
ავტორი: batumski
5 თებერვალი 2015 01:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
ვარანე დაკერე შენ და რონალდუ იყოს სადაცაა.მომინდომა 300 ლიმონი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top