თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2015, 19:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1893,
კომენტარები: 5
მოიესმა ბრალდება უარყო და კრიტიკას უპასუხა
დევიდ მოიესი თავის ყოფილ შეგირდებზე საუბრობს.
მოიესმა ბრალდება უარყო და კრიტიკას უპასუხა
"რეალ სოსიედადის" მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი ყოფნის დროს ზოგიერთ ფეხბურთელს ჭარბი წონა აღენიშნებოდა.

თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში რიო ფერდინანდი დევიდ მოიესს იმის გამო აკრიტიკებს, რომ შოტლანდიელმა კვების რაციონიდან დაბალკალორიული კარტოფილი ფრი ამოიღო, რომელსაც "წითელი ეშმაკები" ჩვეულებრივ მატჩის წინა დღეს მიირთმევდნენ.

Four Four Two-სთან ინტერვიუში დევიდ მოიესმა კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება ფეხბურთელების მდგომარეობიდან გამომდინარე იყო.

"დიახ, მენიუდან შემწვარი კარტოფილი ამოვიღე. რამდენიმე ფეხბურთელს ზედმეტი წონა ჰქონდა და არ ვთვლი, რომ კარტოფილი მათ ხელს უწყობდა."

დევიდ მოიესმა ისიც განაცხადა, რომ მას არასდროს უთქვამს "მანჩესტერ სიტისთან" მარცხის შემდეგ, რომ მისი გუნდი "მანჩესტერ სიტის" მსგავსად უნდა თამაშობდეს.

"ასეთი რამ არასდროს მითქვამს. შესაძლოა ვთქვი, რომ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც პრემიერ ლიგის ლიდერებმა, მაგრამ არასდროს ვიტყოდი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "სიტობას" უნდა ესწრაფვოდეს." - განაცხადა მოიესმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 თებერვალი 2015 19:10
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
როგორც მახსოვს, წელს ლუკ შოუზე ამბობდა იმავეს ვან გაალი და ამისთვის კვების რაციონიდან სულაც არ ამოუღია საკვები. შენი ხელმძღვანელობის დროს ვარგოდა, თუ არ ვარგოდა მოედანზე ყველა ერთნაირი იყო. ლუიმ კი შოუს იქამდე არ მისცა თამაშის საშუალება, სანამ არ ჩადგა შესაფერის ფორმაში და რაც შეეხება სიტის, ეგ თუ არა "ლივერპულზე" ხომ თქვი ლივერპულური სიტყვები და ეგეც კმარა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Berba 9
5 თებერვალი 2015 20:09
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მოიესი თავიდანვე არ მომწონდათქო მოვიტყუები, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე ნამდვილად მივხვდი, რომ გასაკრიტიკებელი იყო და ბევრს არასწორს აკეთებდა, თუმცა ისეთი ტიპის კრიტიკა როგორიცაა, "კარტოფილის" არ მიცემა უაზრობაა, მოიესი არც დამყები მწვრთვნელი არაა და ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს, პირადად მე ვერ ვხედავ ვერაფერს იმაში საწინააღმდეგოს, რომ თუ კი გუნდში წონის პრობლემაა, რაღაც ამოიღო რაციონიდან, ეს მარტო თავისი გადაწყვეტილებაც არ იქნებოდა, აუცილებლად ეტყოდა ვიღაც, რომ ამ პრობლემისთვის კარტოფილის ამოღება იქნება საჭირო :)) ძალიან მარტივი თემაა და ყველაფერში ნუ გავაკრიტიკებთ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№3
ავტორი: GeorgeBest
5 თებერვალი 2015 22:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რიო ვან გაალზე რაღას დაწერდა აბა ამასთან რო მოხვედრილიყო
0
№4
ავტორი: Mufc7
6 თებერვალი 2015 02:41
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მეცოდება რაღაცნაირად ახლა 3d_12
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: AkkRed
6 თებერვალი 2015 10:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყველაფერი რაც ხდებოდა თავის თავს უნდა დააბრალოს, ახლაც და მოიესამდე არ იქნებოდა ყველაფერი სრულყოფილი, მაგრამ მწვრთ§ელები ისე აკეთებთან თავის საქმეს, რომ ”შიდა კუხნია” არ გადიოდა გარეთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top