თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2015, 21:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1792,
კომენტარები: 10
ჟარდიმი: "ფალკაომ არასწორი გუნდი აირჩია"
"მონაკოს" მწვრთნელი ფალკაოზე საუბრობს.
ჟარდიმი:
"მონაკოს" მთავარი მწვრთნელი, ლეონარდო ჟარდიმი ფიქრობს, რომ ფალკაო შეცდა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა ამჯობინა.

კოლუმბიელი ფორვარდი "იუნაიტედს" სატრანსფერო დედლაინზე შეუერთდა და მისი საიჯარო შეთანხმება ერთ სეზონს ითვლის კონტრაქტის გახანგრძლივების პერსპექტივით.

"მანჩესტერ იუნაიტედს" რადამელის შეძენის სურვილის შემთხვევაში ფეხბურთელში 43.5 მლნ. ფუნტის გადახდა მოუწევთ, მაგრამ როგორც ჩანს, 29 წლის ფორვარდი სირთულეებს განიცდის.

"მონაკოს" მწვრთნელი კი თვლის, რომ "იუნაიტედის" ერთ-ერთი კონკურენტი გუნდი ფალკაოსთვის უკეთესი არჩევანი იქნებოდა.

"არ ვიცი, დაუშვა თუ არა შეცდომა იმით, რომ "იუნაიტედში" გადავიდა.

აგვისტოს ბოლოს ვიცოდი, რომ ფალკაო წავიდოდა, მაგრამ მეგონა, სხვა კლუბს აირჩევდა.

ინგლისის სხვა კლუბებსაც სურდათ. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ "იუნაიტედი" სწორი არჩევანი იყო, რადგან მათ ვან პერსი და რუნი ჰყავთ.

შესაძლოა არც სჭირდებათ "ეშმაკებს" ფალკაო. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ არა ჩემი გადასაწყვეტი.

ვფიქრობ, "ჩელსის", "სიტის" ან "ლივერპულს" უფრო სჭირდებოდათ.

სწორედ "ჩელსიში", "ლივერპულში" ან თუნდაც "რეალში" გადასვლა სჯობდა."
- განაცხადა ჟარდიმმა.

წყარო: dailystar
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
23 თებერვალი 2015 22:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლივერპულში რომ იყოს გაქაჩავდა რო? მითუმეტეს ჩელსიში? რაღაც არ მგონია
0
№2
ავტორი: RojoDiablo
23 თებერვალი 2015 22:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
და რატომ უნდა შეშინებოდა რუნის და ვან პერსის ვერ ვხვდები. ასეთი დონის ფორვარდები გამოწვევას არასდროს უშინდებიან და მითუმეტეს ფალკაო არც ვან პერსის და რუნის გამო დაჩაგრულა. თუ მწვრთნელს გულისხმობს არასწორი გუნდის არჩევაში, ეგ სხვა საქმეა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Count Alucard
23 თებერვალი 2015 22:50
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ფალკაომ კი არ აირჩია არასწორი გუნდი, გუნდმა აირჩია არასწორი ფეხბურთელი.
0
№4
ავტორი: გაბადაძე
23 თებერვალი 2015 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Ert adgils nu atamasheb.martalia ver amartlebs chvens imedebs mara marto mag ro iyos xo gundi ver tamashobs normanulad da xo shecen marto falkaos jer amxela tramva moishusha mere kide batoni lui ise ar atamashebs rogorc tamashobda kaci dacvashi chamoyavs .mere kide iasna ver shevida jer formashi amxela tramva moishusha da plius amxela chempionatshi yomarobs ccota dro mivcet kide egreve varskvlavebs xover mowyvets
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№5
ავტორი: Wardell
23 თებერვალი 2015 23:51
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ფალკაო, კი არა ვან გაალი აკეთებს არასწორ არჩევანს ასეთ ტაქტიკაში რო იყენებს რადამელს.
0
№6
ავტორი: Mufc7
24 თებერვალი 2015 02:54
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
კაცმა არ იცის თუნდაც იგივე ლივერპულში,ჩელსიში თუ რეალში რამდენად გაამართლებდა მოლოდინს ფალკაო. დრო სჭირდება და სწორი ტაქტიკით თამაში და ვნახავთ რეალურად რაც შეუძლია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: AkkRed
24 თებერვალი 2015 11:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აი სანდერლენდთან ისეთჳ ტაქტიკით ვითამაშოთ როგორიც ფალკაოს უხდება და ვნახოთ რას იზამს, რასაც ქვია ცენტრალური ფორვარდად დადგეს არ ჩამოვიდეს ჩვენს ნახევარზე ბურთის წასათრევად და ვნახავთ თუ რა შეუძლია, მგონი მაგ ტაქტიკით აჩვენებს თავის შესაძლებლობებს.
0
№8
ავტორი: RojoDiablo
24 თებერვალი 2015 11:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
შანსი არაა, ლუი ერთი ფეხბურთელის გამო არ გააკეთებს მაგას. ერთ ფეხბურთელზე რატომ უნდაა აგოს მთელი თავისი სქემა, ააგოს კი არა, უფრო შეცვალოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: AkkRed
24 თებერვალი 2015 11:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

მაგას არ ვამბობ კაცო რომ ფალკაოზე ააგოს თამაში, უბრალოდ ფალკაო ერთ თავდასხმელიან ტაქტიკაში მგელია და უნდა მიეცეს მაგ ტაქტიკით თამაშის შანსი თან პერსი დამტვრეულია რუნი და მატა ფლეიმეიკერად მომწონს მე.
0
№10
ავტორი: giochinio
24 თებერვალი 2015 21:00
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
არასწორი თავი გაბია ბუბლიკ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top