თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2015, 10:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1585,
კომენტარები: 9
მოურინიო: "ვან გაალი ტიტულს მოიპოვებს"
ჟოზე ვან გაალზე საუბრობს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედს" ტიტულს აუცილებლად მოაგებინებს.

"წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის 26 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზე იმყოფებიან და ტურნირის ლიდერ "ჩელსის" 13 ქულით ჩამორჩებიან.

მიმდინარე სეზონში "იუნაიტედს" თითქმის დაკარგული აქვს ჩემპიონობის შანსი, თუმცა ჰოლანდიელი სპეციალისტი მთავარ მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ისახავს.

გარდა შიდა ჩემპიონობისა, ვან გაალის გუნდი ინგლისის თასზე მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც "არსენალს" დაუპირისპირდება.

მოურინიო დარწმუნებულია, რომ მისი კოლეგა "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემპიონის ტიტულს აუცილებლად მოუპოვებს და თვლის, რომ ამის შანსი მიმდინარე სეზონშიც არსებობს.

"ლუი ფანტასტიური მწვრთნელი და შესანიშნავი ადამიანია. კარგად ვიცნობ, ამიტომ თქმაც შემიძლია.

სანამ ინგლისში გადმოვიდოდა, დიდებული კარიერა მოიწყო. რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება იმისთვის, რომ გაიგოს, როგორ არის აქ ყველაფერი მოწყობილი.

დარწმუნებული ვარ, "იუნაიტედს" ჩემპიონობას მოუპოვებს. შანსები მიმდინარე სეზონშიც აქვს.

ამასთან ერთად, ინგლისის თასზე ბრძოლას აგრძელებენ და წარმატების შანსი ძალიან დიდია.

როცა ვან გაალის წარსულს ვუყურებ, ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავ იმისა, თუ რატომ ვერ უნდა მოიპოვოს გამარჯვებები ინგლისში."
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 თებერვალი 2015 10:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
წელს რა შანსი გვაქვს მოუ? მათემატიკურად თუ ვთვალეთ კი გვაქვს, მაგრამ იმდენად მიზერული, რომ უტოპიას ჰგავს შენი სიტყვები. ოთხეულში დაგვტოვოს და მეტი არაფერი გვინდა წელს, ნუ ფა თასის გარდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 თებერვალი 2015 11:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ოთხეული და ფა თასის მოგება- თუ ესე მოხდა და იმედი მაქვს, რომ მოხდება, ეს იქნება ნამდვილად წარმატებული სეზონი ვან გაალისთვის.
0
№3
ავტორი: AkkRed
24 თებერვალი 2015 11:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

მათემატიკურად არა გიო, გადახედე რამდენჯერ დავკარგეთ ჩვენ ქულები როცა ლიდერი გუნდები (ცხრილით) ისინიც კარგავდნენ ქულებს. მინიმუმ 5 ქულის სხვაობა უნდა ყოფილიყო ეხლა ჩვენსა და ჩვენს მოწინავეე გუნდებს შორის, არსენალს არ ვთვლი.
0
№4
ავტორი: Mufc7
24 თებერვალი 2015 11:23
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მარტში და აპრილში ისეთი განრიგი გვაქვს, აქედანვე ვნერვიულობ უკვე. ჩემპიონის ტიტული ვის არ უნდა,მაგრამ წელს ოთხეულში შესვლაც ჩვენთვის იმავეს უდრის მგონი,შარშანდელი შავი სეზონის მერე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: RojoDiablo
24 თებერვალი 2015 11:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
რა მნიშვნელობა აქვს რა უნდა ყოფილიყო. არსებული რეალობიდან გმაომდინარე მხოლოდ მათემატიკური შანსი გვრჩება და იმდენად არარეალური, რომ დასათვლელადაც არ ღირს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: AkkRed
24 თებერვალი 2015 11:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,


ხო იცი ჟოზეს როგრო ვევასებით გიო :დ ჩვენს გულიზე თამაშებს წააგებს.
0
№7
ავტორი: GeorgeBest
24 თებერვალი 2015 15:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იუნაიტედზე ცუდად არასდროს ლაპარაკობს ეს მარა წელს შანსები აქვთო ძაან დაგვცინის wink
0
№8
ავტორი: RojoDiablo
24 თებერვალი 2015 19:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
მერე ჩვენამდე რამდნეი გუნდია ვერ ხედავ? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: AkkRed
25 თებერვალი 2015 14:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

მინუსი მაქვს თვალში და შორს ვერ ვიხედები ძმაო lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top