თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2015, 00:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1986,
კომენტარები: 7
"იუნაიტედი" "ახალი აზარით" დაინტერესდა
"იუნაიტედი" ვუნდერკინდით დაინტერესდა.
პორტუგალიური მედიის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბრაგასა" და "ნასიონალის" თამაშზე სკაუტები გაგზავნა. პრემიერ ლიგის გუნდი გასული სეზონის საქმის დასრულებას გეგმავს და როგორც ჩანს, სერიოზულადაც.

პორტუგალიური გაზეთი A Bola ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" იმ მრავალრიცხოვან კლუბთა რიცხვში შედის, რომლებიც რამდენიმე მატჩის განმავლობაში გზავნიან სკაუტებს. შეხვედრა "ბრაგას" გამარჯვებით, 3-1 დასრულდა, რითაც ევროპის ლიგაზე გასვლის შესაძლებლობა ჯერ კიდევ დაიტოვა. A Bola კი ამტკიცებს, რომ ამ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედს" ერთადერთი ფეხბურთელი, რაფა სილვა აინტერესებდა, რომელმაც მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა.

რაფა, რომელმაც ფეხბურთელის კარიერა "ატლეტიკო პოვოენსიში" დაიწყო არაერთხელ მოიხსენიეს, როგორც "პორტუგალიელი აზარი". ედენს თავის დროზე "ბელგიელ რონალდუსაც" უწოდებდნენ, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ სილვა რონალდუსთანაა შედარებული.

2013 წელს გაფორმებული კონტრაქტით სილვას "ბრაგასთან" ჯერ კიდევ სამი წელი აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა დადგენილი არ არის.

რაფათი "საუთჰემპტონიც" ინტერესდებოდა, თუმცა "წმინდანები" მას აღარ აკვირდებიან. დიდი ალბათობით, რაფა სილვას პროგრესირების შემთხვევაში, მას "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ვიხილავთ.

წყარო: sportwitness
ახალი ამბები, ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
24 თებერვალი 2015 08:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
mobrwyindi...;)
0
№2
ავტორი: RojoDiablo
24 თებერვალი 2015 10:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძველი აზარი რომ იყო ყურადღება არ მიაქციეს და არ ინდომეს და, ეს ვინაა და რას წარმოადგენს სიმართლე ვთქვა აზრზე არ ვარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
24 თებერვალი 2015 11:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ესეიგი ბრაგას თამაში როდისაა ჩავუჯდე ერთი უნდა ვუყურო.
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 თებერვალი 2015 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეს "პორტუგალიელი აზარი" და "ბელგიელი რონალდუ" -შენ შეგეშალა დუმბო თუ მართლა ესე ეწერა??? wink
0
№5
ავტორი: RojoDiablo
24 თებერვალი 2015 11:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
ეწერა wink ასე ეძახდნენო და რა ვიცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: GeorgeBest
24 თებერვალი 2015 15:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
RojoDiablo,
როდის არ მიაქციეს? მაგან არჩია ჩემპიონთა ლგიის მომგებ გუნდში აგდასვლა. თან ჩელსიმ უფრო მეტი აგდაიხადა და ფერგიმ მაგაზეც იბაზრა ასეტ ახალაგზრდაში ამდენ ფულსა რ გადავიხდიდიო
0
№7
ავტორი: RojoDiablo
24 თებერვალი 2015 19:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გიორგი,
ჰო? ეგ არ მახსოვდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top