თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2015, 11:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2095,
კომენტარები: 6
ერერას სურს სქოულზი გახდეს
ანდერ ერერას ინტერვიუ.
ერერას სურს სქოულზი გახდეს
ესპანელი ნახევარმცველი M.E.N.-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფონდის აქციის შემდეგ მისცა, აცხადებს, რომ სურს "იუნაიტედში" პოლ სქოულზის მნიშვნელობის ფეხბურთელი გახდეს.

ანდერ ერერამ ორშაბათს "ოლდ ტრაფორდიდან" არასწორი გზა კი შეარჩია, მაგრამ მისი კარიერა "იუნაიტედში" სწორი მიმართულებით სვლას იწყებს.

ერერა მძღოლად დაინიშნა, ხოლო რადამელ ფალკაო მგზავრებისთვის განკუთვნილ სავარძელში მოთავსდა, ესპანელმა მანქანა ფეხბურთელებისთვის განკუთვნილ პარკინგის ადგილზე გააჩერა, სადაც სკოლის მოსწავლე გოგონები ელოდებოდნენ.

ესპანელის ყოფნა "სუონსისთან" მატჩში შაბათს ნაყოფიერი გამოდგა. კაშკაშა, ენერგიული და მოკარნახე, ის რჩევებს აძლევდა მის ფლანგზე მოთამაშე პედი მაკნეირს, რადგან ამ დროს ვან გაალი თავის სკამზე იჯდა, შემდეგ კი ანგარიშის გამხსენილი გოლი გაიტანა.

ერერას ფილი შეუერთდა, რომელიც ესპანურ ენაზე მოსაუბრე ფეხბურთელებისთვის თარჯიმანის როლს ასრულებდა, თუმცა ანდერი ივნისში მოსული ფეხბურთელების კვალობაზე, ინგლისურად მშვენივრად მეტყველებს.

გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან "იუნაიტედი" მის შეძენას 10 თვის წინაც ცდილობდა და ალბათ მოემზადა. ერერა მეგობრებთან ერთად ესპანეთში არდადეგებს ატარებდა, როცა შეტყობინება მიიღო, რომ ამჯერად "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდებოდა.

"თუმცა არდადეგების გაცდენა კი მომიხდა" - იხუმრა ანდერმა.

სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებულ 9 შეხვედრაში ერერას 5 გოლი აქვს გატანილი.

პოლ სქოულზი "იუნაიტედის" ბოლო ნახევარმცველი იყო, ვინც წარმატებით უმკლავდებოდა გოლის გატანისა და ნახევარმცველის პირდაპირი მოვალეობის შესრულებას, სწორედ ის არის ერერას შთაგონების წყარო.

"შესაძლოა პოლ სქოულზი "იუნაიტედის" ისტორიაში უდიდესი ნახევარმცველია" - აქებს ერერა.

"მართლა?" - ჰკითხა ჟურნალისტმა.

"დიახ. მინდა ანდერ ერერა ვიყო, მინდა ვისწავლო პოლ სქოულზისგან, მაიკლ კერიკისგან, უეინ რუნისგან, მსურს ერთ დღეს..."

შეყოვნდა ერერა და წინადადების დასრულებისას ყოყმანობს.

"მსურს ერთ დღეს... იქნებ გულშემატკივირისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი გავხდე, მაგრამ ამისთვის უნდა ვიმუშავო, ძალიან ბევრი.

მაგრამ მე 25 წლის ვარ და ვფიქრობ, ჩემი თანაგუნდელებისგან უნდა ვისწავლო, ისეთი დიდებული ფეხბურთელისგან, როგორიც პოლ სქოულზია და მინდა კიდეც რომ ვისწავლო."


ერერას სურს სქოულზი გახდეს


კითხვა პასუხის დროს, რომელიც დაკინფილდში Astley Sports College-ს მოსწავლეებმა მოუწყვეს, რადამელ ფალკაომ უპასუხა, რომ თუ კი ვინმეს ავტოგრაფს ჩამოართმევდა, ეს პოლ სქოულზი იქნებოდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა წარსულში მოხდებოდა თუ აწმყოში, ერერამ კი სხვაგვარი პასუხი გასცა:

"იუნაიტედის" ფანებს არ ესიამოვნებათ, რადგან მათ რონალდუ უყვართ, მაგრამ მე მესის ჩამოვართმევდი."


ფალკაოს ცუდი ინგლისური აქვს, ამიტომ მორცხვად პასუხობს, მაგრამ ერერა მისთვის წინადადებებს თარგმნის და საჭირო დროს სიტყვებსაც ახსენებს. ამის შემდეგ კი "იუნაიტედის" აკადემიაზე საუბრობს.

"არ ვიცოდი რამდენად კარგი აკადემია იყო აქ.

ადნან იანუზაი და ანდრეას პერეირა "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელებად იქცევიან."


ერერა იხსენებს იმ დროს როცა "ატლეტიკ ბილბაომ" მისი თაოსნობით "ოლდ ტრაფორდზე" 2012 წელს ევროპის ლიგის ეგიდით ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

"უჩვეუელოა არა?" - გამოტყდა, როცა სამი წლის წინ "ატლეტიკის" ორი ტრიუმფი გაიხსენა.

ერერამ ბოლო ოთხ თვეში ოთხი მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, მათგან სამში გოლი გაიტანა, ხოლო ერთში საგოლე გადაცემა გააკეთა. "რეალ სარაგოსას" ყოფილი ნახევარმცველი გუნდში თავს კარგად გრძნობს და ამჟამად ანხელ დი მარიასა და რადამელ ფალკაოს გატანილი გოლების რაოდენობით უსწრებს.

თუმცა სულაც არ სურს თავისი ღვაწლი გააბუქოს.

"მომწონს გუნდის დახმარება.

როცა მწვრთნელს სურს ჩემი თამაში, მეც მზად ვარ სათამაშოდ. როცა სურს, რომ შეცვლაზე შესვლის შემდეგ დავეხმარო, ამისთვისაც მზად ვარ.

რადგან მე ვარ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი, პროფესიონალი ვარ. თავს იღბლიან ადამიანად ვგრძნობ, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედში" ვთამაშობ და მინდა კლუბსა და თანაგუნდელებს ყოველთვის დავეხმარო.

რა თქმა უნდა, ყველას სურს თამაში, მაგრამ ჩვენ 25 თუ უფრო მეტი ფეხბურთელი გვყავს. "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში ადვილი არ არის, თუმცა ამისთვის ბევრს ვმუშაობ. მომწონს თამაში, მომწონს გუნდის დახმარება, მაგრამ მატჩების მოგება უფრო მომწონს."


ერერას სურს სქოულზი გახდეს


"ატლეტიკის" გულშემატკივარს შორის პოპულარულმა ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგებში ადვილად დაიმკვიდრა თავი, როგორც კლუბის ერთ-ერთმა საყვარელმა ფეხბურთელმა.

სანამ ერერა მანჩესტერში ჩავიდოდა, ინგლისური ფეხბურთისა და კულტურის დიდი თაყვანისმცემელი იყო.

"ვფიქრობ, კარგია, რომ გულშემატკივარი ასე ახლოსაა ჩვენთან, რადგან კლუბისა და ფეხბურთელების სიყვარულს ავლენენ და ასევე იმას, თუ რამდენად დიდია ეს კლუბი.

ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა. ისინი გვაჩვენებენ, რამდენად დიდია კლუბი, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის მატჩების მოგება და კარგ პოზიციაზე ყოფნა.

ლუი ვან გაალი ყოველთვის გვთხოვს ხალხთან ახლოს ვიყოთ, მაგალითად, თამაშის შემდეგ ავტოგრაფს ყველას ვაძლევთ, ვისაც სურს და გველოდება, რადგან ისინი კლუბში ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხია და ამ საკითხში ჩვენს მწვრთნელს ვეთანხმები."


შესაძლოა ერერა "იუნაიტედისთვის" კულისებს მიღმა სწორედ შესაფერისი ადამიანია.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
24 თებერვალი 2015 11:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მოუყვანეთ ამ კაცს პოლი და დღევანდელ ინგლისში ყველა ნახევარმცველს აჯობებს.
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 თებერვალი 2015 11:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგი ბიჭია ერერა და მე მჯერა რომ ეს ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება ჩვენი გუნდისთვის. love

ისე რა გინდა ანდერ, სიმაღლე კი გიწყობს ხელს რო ახალი სქოულზი გახდე და "დალშე" შენ იცი... fellow wink ( ხოო თმებსაც მოვუხერხებთ რამეს რაა wink )
0
№3
ავტორი: Mufc7
24 თებერვალი 2015 12:56
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
შენ გაიხარე ამ სიახლისთვის love
მინდა, ანდერ ერერა ვიყო, მინდა, ვისწავლო პოლ სქოულზისგან, მაიკლ კერიკისგან, უეინ რუნისგან, მსურს, ერთ დღეს...მსურს ,ერთ დღეს... იქნებ გულშემატკივირისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი გავხდე, მაგრამ ამისთვის უნდა ვიმუშავო, ძალიან ბევრი.

love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
24 თებერვალი 2015 15:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"ვფიქრობ, კარგია, რომ გულშემატკივარი ასე ახლოსაა ჩვენთან, რადგან კლუბისა და ფეხბურთელების სიყვარულს ავლენენ და ასევე იმას, თუ რამდენად დიდია ეს კლუბი.


ამაზე ვერ ვიტყვი მოედანზე ყველაფერს არ აკეთებს მეთქი, მარა სხვებმაც უნდა გაითვალისწინონ ეს
0
№5
ავტორი: RojoDiablo
24 თებერვალი 2015 19:25
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
სწორედ ეგ სიტყვები მომხვდა თვალში მეც ყველაზე მეტად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: chudikone
26 თებერვალი 2015 10:52
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძალიან მაგარი ხარ, ანდერ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top