თბილისი:
მანჩესტერი:
16-03-2015, 11:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2676,
კომენტარები: 15
ნევილი: "ლუიმ სწორი სქემა იპოვა"
გარი ნევილი ლუი ვან გაალის შესახებ.
ნევილი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი გარი ნევილი თვლის, რომ ლუი ვან გაალმა როგორც იქნა მოახერხა "წითელი ეშმაკებისთვის" სწორი სქემის პოვნა.

4-3-3 სქემის გამოყენებით "იუნაიტედმა" გუშინ "ტოტენჰემი" 3-0-ით გაანადგურა და ნევილს მიაჩნია, რომ ვან გაალმა ასეთი სქემის გამოყენება მომავალშიც უნდა გააგრძელოს.

"როცა მოვიდა, ყველას ეგონა, რომ ამ სქემას გამოიყენებდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრები სამი მცველით ათამაშა და წინასასეზონო ტურნეს დროს გადაწყვიტა "იუნაიტედშიც" ეცადა.

სამი მცველით აბსოლუტურად ყველა წინასასეზონო მატჩში თამაშობდა, მაგრამ რამდენიმე ოფიციალური მატჩის შემდეგ გადაწყვიტა ეს სქემა თავიდან მოეშორებინა.

შემდეგ ითამაშეს "რომბით", ახლა კი 4-3-3-ით. ალბათ, ეს ის არის, რასაც ყველა დასაწყისშივე ელოდა.

არ ვფიქრობ, რომ ძალიან მალე იუარებს ამ სქემას, რადგან "ტოტენჰემთან" მატჩში მათი საუკეთესო თამაში აჩვენეს ამ სეზონში და გაცილებით უკეთესი, ვიდრე ნებისმიერ წინა მატჩში.

თითოეული ფეხბურთელი პოზიტიურად გამოიყურებოდა და წინ წასვლას ჩქარობდნენ. არ იყო გრძელი გადაცემები, სამაგიეროდ იყო წინ გაკეთებული კარგი პასები. ცენტრალური მცველებიც კი იჩენდნენ ხანდახან თავს და კარგ გადაცემებს აკეთებდნენ.

მიმდინარე სეზონში დრო და დრო დაცვიდან ნელა ამოდიოდნენ, დღეს კი ეს არ შეიმჩნეოდა. კარგია."
- განაცხადა ნევილმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
16 მარტი 2015 11:51
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ეს უკვე დამოკიდებულია რამდენად კარგ ფორმაში არიან ვინგერები, თორე დი მარიას ყოფნას უკვე აზრი არ აქვს ხოლმე მოედანზე და ტყუილად იკავებს ადგილს, იგივე ვალენსიაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: AkkRed
16 მარტი 2015 12:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კი, მაგრამ თუ იგივე ტაქტიკით ვეთამაშეთ ლივერპულს აქ გამოჩნდება დაცვის ფლანგების და ნახევარდაცვის სიმტკიცის სისუტე და მაგის ხარჯზე შეიძლება გვძლიონ.
0
№3
ავტორი: dachi_mu
16 მარტი 2015 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ლამის ყველა კომენტარში ვწერდი ასეთ შემადგენლობას... ნუ ალბათ ცოტა სხვანაირად.. მაინც...აი ბუჩქი უფრო უკან წარმომედგინა..მაგრამ გუშინ გამთამაშებელი იყო..ბლინდის ადგილი ნახევარ დაცვაში არაა..მანდ მეფე არის მიშა და დამთავრდა..მატა სასტავის კაცია..სხვათა შორის ბლინდი ძაან მომეწონა მცველად კარგად ითამაშა.. ნახევარ დაცვა არ შეცვალოს და ეგაა რა...
0
№4
ავტორი: abrama
16 მარტი 2015 12:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Raxan nevilma Aar gaakritika lui kAargad hqonia saqme...
0
№5
ავტორი: Wardell
16 მარტი 2015 13:44
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
რა სისუსტეზე ლაპარაკობ? 3d_10 კერიკი-ერერა შეჭამენ ჰენდერსონს თავის ბურთიანად და ერთადერთი სტერლინგი თუ იფორთხიალებს, მარა მაგისი მაინც არ მეშინია გატანა არ იცის. :)))) აიი კოუტინიოს არ დაარტმევინონ შორიდან და დალშე ყველაფერი კარგად იქნება.
0
№6
ავტორი: AkkRed
16 მარტი 2015 13:56
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,

ჯერ პირველ რიგში სისწრაფეში და მოძრაობაში დაჯაბნიან ჩვენებს, იმიტომ რომ 5ვე ფეხბურთელი მოძრავი ყავს და მთლიანი ნახევარდაცვაში ტრიალებენ. მეორე კიდე სწრაფი პასებით რომ გვეთამაშებიან ბურთს ვერ ვუჭერთ და ზუსტად ზედგამოჭრილად მასე თამაშობს ლივერპული.
0
№7
ავტორი: VaRdo
16 მარტი 2015 15:39
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მართალია გარი ნევილი. ეს გრძელი განწირული პასები რახანდ არ ვნახე რა მომკლავს. ნუ მეკარეს მაინც უგორებენ შეჩვეულები არიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: Wardell
16 მარტი 2015 15:58
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
რა სისულელეს ამბობ wink ჯერ ერთი რო ლივერპული ბურთს ვერ დაგვიჭერს ჩვენ და მეორეც კონტრ-შეტევაზე თუ გაიქცევიან არ გვყავს ნელი მცველები.
0
№9
ავტორი: gilmour
16 მარტი 2015 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
სმოლინგი რა მაგრად აჩქარებდა ტემპს, მთლიან ცენტრს არღვევდა და გადაქონდა ბურთი მეტოქის ნახევარზე, დიმარიას ფორმაში ჩადგომა გვინდა და ამ წყობით ძალიან სერიოზული ძალა ვიქნებით.
0
№10
ავტორი: AkkRed
16 მარტი 2015 16:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,

მაცადე შემოგზავნილი ვარ. lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top