თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2015, 18:26
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2831,
კომენტარები: 7
კლუბები, რომლებსაც ყველაზე დიდი დრო აქვთ გატარებული ცხრილის სათავეში
საინტერესო სტატისტიკა პრემიერ ლიგისგან
კლუბები, რომლებსაც ყველაზე დიდი დრო აქვთ გატარებული ცხრილის სათავეში
"ჩელსიმ" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ცხრილის სათავეში ზუსტად 191 დღე გაატარა, რაც მათ ინგლისის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფავორიტად აქცევს. გასულ სეზონში "არსენალმა" 128 დღე გაატარა პირველ ადგილზე, თუმცა თასი "მანჩესტერ სიტის" დარჩა, რომელიც ამ პოზიციაზე მხოლოდ 15 დღით იმყოფებოდა. პრემიერ ლიგის სტატისტიკოსებმა საინტერესოდ ჩათვალეს გამოეკვლიათ, რომელ კლუბს აქვს ყველაზე დიდი დრო გატარებული ამ ტურნირის ცხრილის პირველ ადგილზე. პრემიერ ლიგაში მთელი მისი ისტორიის მანძილზე სულ 46 კლუბს აქვს ნათამაშები, აქედან 25-მა გუნდმა ერთხელ მაინც შეძლო პირველ ადგილზე ყოფნა. არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში, (1992-დან დღემდე) საერთო ჯამში, ცხრილის სათავეში ყველაზე დიდი დრო "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს გატარებული - 2,286 დღე, რაც ზუსტად 36.95%-ია მთელი გასული 22 სეზონისა.

წარმოიდგენდით იმას, რომ "ნიუკასლს" უფრო დიდი დრო აქვს გატარებული ცხრილის სათავეში, ვიდრე "ლივერპულს"? ან "ბოლტონს" და "ნორვიჩს" უფრო მეტი, ვიდრე "ტოტენჰემს"?

1992-დან დღემდე. მარცხნივ კლუბები, შუაში პირველ ადგილზე გატარებული დღეების რაოდენობა, მარჯვნივ პროცენტული მაჩვენებელი.
კლუბები, რომლებსაც ყველაზე დიდი დრო აქვთ გატარებული ცხრილის სათავეში


გადავიდეთ შემდეგ მაჩვენებელზე. საინტერესოა, ერთ სეზონში ყველაზე დიდხანს და ყველაზე ცოტა ხნით პირველ ადგილზე რომელი ჩემპიონი კლუბია ნამყოფი. "სიტიმ" გასულ სეზონში მაჩვენებელი გააუმჯობესა და 15 დღიანი ლიდერობის შემდეგ შეძლო თასის მოპოვება. რაც შეეხება მეორე მაჩვენებელს, აქაც "იუნაიტედი" ლიდერობს. "წითლებმა" 1993/94 სეზონში 262 დღით შეძლეს ცხრილის ლიდერობა. მეორე ადგილს "ჩელსი" იკავებს, რომელთაც 6 დღე დააკლდათ ამ მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად.

კლუბები, რომლებსაც ყველაზე დიდი დრო აქვთ გატარებული ცხრილის სათავეში


აქვე გავარკვიოთ, რომელი კლუბია ყველაზე დიდ ხანს პირველ ადგილზე ნამყოფი, რომელმაც საბოლოოდ ტიტულის მოგება ვერ შეძლო. ამჯერად პირველ ადგილს "ნიუკასლი" იკავებს 212 დღით, მას კი "არსენალი" და "იუნაიტედი" მოყვებიან.

კლუბები, რომლებსაც ყველაზე დიდი დრო აქვთ გატარებული ცხრილის სათავეში


წყარო: premierleague.com
სტატიები
7 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top