თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2015, 11:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1619,
კომენტარები: 9
სმოლინგი: "დეზები" პირველი ნაბიჯია"
სმოლინგს მეორე ადგილზე გასვლის იმედი აქვს.
სმოლინგი:
ჩვენ თქვენს შემდეგ მოვდივართ!

ეს არის შეტყობინება, რომელსაც "იუნაიტედი" "სიტის" უგზავნის.

"ტოტენჰემის" დამარცხების შემდეგ "წითელ ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის ცხრილში მდგომარეობა საგრძნობლად შეიმსუბუქეს და მეორე ადგილამდე მხოლოდ 2 ქულა აშორებთ.

ერთი ქალაქის ორ გუნდს შორის "არსენალია", რომელსაც "იუნაიტედზე" ერთით მეტი ქულ აქვს დაგროვილი.

კრის სმოლინგს მიაჩნია, რომ მის გუნდს აქვს უნარი "სიტის" აჯობოს და სატურნირო ცხრილში მათზე მაღალი ადგილი დაიკავოს.

"ძალიან ახლოა. ჩვენსა და "არსენალს" შორის მხოლოდ ერთი ქულაა სხვაობა და მეორე ადგილისთვის ბრძოლაც გამოცხადებულია, მიზანი კი სწორედ ეს იქნება.

გვინდა ჩემპიონთა ლიგა აქ დავაბრუნოთ. ეს ვალდებულებაა. მეოთხე ადგილი მინიმუმია, მაგრამ როცა მეორეზე გასვლის შანსია და თუ ისე ვითამაშებთ, როგორც "დეზების" წინააღმდეგ, არ მესმის რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ მეორე ადგილის დაკავება.

"ტოტენჰემთან" გამარჯვება კარგ ხასიათზე გვაყენებს. "ლივერპულის" წინააღმდეგ თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მატჩი იქნება და იმედი მაქვს, მათაც ასევე ვეთამაშებით.

სეზონის განმავლობაში კარგად ხან 60 წუთს ვთამაშობდით, ხან 45-ს, მაგრამ ამ შეხვედრაში მთელი 90 წუთის განმავლობაში კარგად გამოვიყურებოდით. ყველა ბედნიერია. "დეზების" წინააღმდეგ გამარჯვება დავიმსახურეთ.

სეზონის საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. დასაწყისში რთული 5 წუთი გვქონდა, მაგრამ ჩვენი შანსი გამოვიყენეთ და შემდეგ ძალიან კომფორტულად ვიგრძენით თავი. მოვიგეთ მატჩი, შემდეგ მეორე ტაიმში ვაკონტროლებდით მას და პროფესიონალურად შევასრულეთ საქმე.

ყველას მიზანი ასე თამაშია და "არსენალთან" წაგების მიუხედავად გვეგონა, რომ კარგად ვითამაშეთ.

ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საკვირაო შეხვედრა. ამ მატჩს ყველა 6-ქულიანს ეძახდა... მაგრამ დამიჯერეთ, მომდევნო თამაშები უფრო მეტად მიმზიდველია, ვიდრე 6-ქულიანი შეხვედრა და შეგვიძლია მასში ჩვენს მეტოქეები ზიანი მივაყენოთ. "დეზები" მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

შესანიშნავი დრო იყო ჩვენი თამაშის საჩვენებლად, განსაკუთრებით ასეთი განრიგის დროს. თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ და კარგ სერიას ვაჩვენებთ, როცა ინგლისის ნაკრებში გავეშურებით, კარგ ხასიათზე ვიქნებით.

ვფიქრობ, მე და ფილს შეგვიძლია ნაკრებში ერთად თამაში. მატჩის შემდეგ მე და ფილს გვითხრეს, რომ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ერთად ვითამაშეთ - ალბათ, წინა სეზონიდან მოყოლებული. ვიცით, რას ნიშნავს ერთმანეთის თამაში და ერთმანეთს კარგად ვუგებთ."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
17 მარტი 2015 12:02
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისე ის 12 წაუგებელი სერიაც 3-0 არ დავიწყეთ?
0
№2
ავტორი: abrama
17 მარტი 2015 14:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Va ra ibazra. Guli amichuyda
0
№3
ავტორი: RojoDiablo
17 მარტი 2015 16:05
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
თუ სწორად მახსოვს სიტის მერე დავიწყეთ ეგ და არსენალთან მატჩი იყო პირველი 1-2 რომ მოვიგეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: AkkRed
17 მარტი 2015 16:12
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

კარგი ფეხი გქონია ე.ი., არ გინდა გაამეორებინო მოგებებათა სერია მანჩესტერს? lol
0
№5
ავტორი: Count Alucard
17 მარტი 2015 21:10
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
9 თამაში დაგვრჩა და ამ 9დან 6 მაინც უნდა მოვიგოთ, უშუალო კონკურენტებთან წაგების საშუალება არ გვაქვს, არსენალს და ლივერპულს აუცლიებლად უნდა მოვუგოთ სიტისთან და ჩელსისთან ფრე შეიძლება.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
17 მარტი 2015 21:54
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
მინდა და მერე როგორ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: GeorgeBest
17 მარტი 2015 22:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგია ესეთი შემართება და ეს მოგება აზზე მოიყვანთ ცოტა. მთავარი ოთხეულია, სეზონის ბოლოს არ იქნება დიდი სხვაობა მეორე ადგილთან
0
№8
ავტორი: Blind
18 მარტი 2015 00:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ლიგაზე გავიდეთ ოღონდ და მეტი არაფერი მინდა derpwhy
0
№9
ავტორი: Mufc7
18 მარტი 2015 15:40
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ლივერპულთან ვნახოთ რას იზამთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top