თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2015, 10:14
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2182,
კომენტარები: 12
ხმა მიეცით მაისის საუკეთესოს
აირჩიეთ გასული თვის საუკეთესო მოთამაშე.
ხმა მიეცით მაისის საუკეთესოს
კრის სმოლინგი 4 მატჩი (ყველა სასტარტო)

მიუხედავად იმისა, რომ გასული თვის შედეგები არ იყო დადებითი, კრისისთვის ეს თვე წარმატებული გამოდგა. პირველ შეხვედრაში "ვესტ ბრომვიჩთან" 0:1 დამარცების მიუხედავად, კლუბი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 80-ს გაუტოლდა, რაც მეტწილად ინგლისელი მცველის დამსახურებაა. გარდა ამისა, სმოლინგი კარგად გაისარჯა "კრისტალ პალასთან" მატჩის დროს, ხოლო "არსენალთან", უეინ რუნის არ ყოფნისას კაპიტნის სამკლავური სწორედ კრისმა მოირგო. შემდეგ იყო მატჩი "ჰალთან", რომელშიც ერთ-ერთი გამოსარჩევი, სწორედ კრისი გახლდათ.

ეშლი იანგი 4 მატჩი (ყველა სასტარტო, 2 საგოლე გადაცემა)

ეშლისთვის ეს სეზონი ძალზედ წარმატებული გამოდგა, განსაკუთრებით მეორე ნახევარი, რომლის მიხედვითაც, იანგი "იუნაიტედის წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მისაღებად იბრძოდა. ეშლიმ გასული თვე საუცხოოდ ჩაატარა. "კრისტალ პალასთან" გამარჯვებაში სწორედ ეშლი იანგმა ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომელშიც 11-მეტრიანი მოიპოვა, ხოლო მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მარუან ფელაინის გაატანინა. მისი შემდეგი საგოლე გადაცემა "არსენალთან" ვიხილეთ, როდესაც ანდერ ერერამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. იანგმა გასულ სეზონში 28 მატჩის ჩატარება შეძლო, სადაც ორი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ანდერ ერერა 4 მატჩი (ყველა სასტარტო, 1 გოლი)

ესპანელმა ეს ჯილდო თებერვალში და აპრილში მოიპოვა, ხოლო მიმდინარე სეზონში რვა გოლის გატანა შეძლო. მისი ბოლო გოლი "არსენალის" წინააღმეგ ვიხილეთ. გარდა ამისა, ბასკი შესანიშნავი იყო დანარჩენ სამ შეხვედრაში. რომ არსებობდეს პრიზი, "წლის წარმატებული ტრანსფერი", სწორედ ანდერი მოიპოვებდა, მაგრამ მას აქვს შანსი, რიგით მესამედ მოიპოვოს "თვის საუკეთესო მოთამაშის" პრიზი.

ხმის მისაცემათ დააჭირეთ აქ

წყარო: Manutd.com


ვინ იყო მაისის თვის საუკეთესო?

კრის სმოლინგი
ეშლი იანგი
ანდერ ერერა

სიახლეები
12 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
29 მაი 2015 10:09
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ერერამ მინდა მიიღოს ეს პრიზი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: AkkRed
29 მაი 2015 10:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აუუ იანგი ლიდერობს, დროზე დააქციეთ
0
№3
ავტორი: Goginashvili777
29 მაი 2015 10:16
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
იანგი საგრძნობლად უსწრებს ბიჭუნებს lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: Manchester_M
29 მაი 2015 10:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იანგს მივეცი ხმა :D ეკუთვნის ეს პრიზი ნამდვილად დავიდის შემდეგ ეს იყო წელს გამორჩეული !!
0
№5
ავტორი: Goginashvili777
29 მაი 2015 10:24
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
აა ხალხნო კაცო Manchester_M,

მარტო ჩემი იუზერბარი რომ არ ჩავთვალოთ, იანგი დათუნას მერე მართლაც საუკეთესოა, გარდა ამისა რუნის აზრით იანგი იყო საუკეთესო და არა დეხეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: RojoDiablo
29 მაი 2015 10:29
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მეც ვეთანხმები რუნის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Count Alucard
29 მაი 2015 11:13
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მე ერრერას მივეცი, მაგრამ მგონი იანგი გახდება საუკეთესო lol
0
№8
ავტორი: Mufc7
29 მაი 2015 12:01
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ერერა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: A.HERRERA
29 მაი 2015 13:04
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
იანგს მივეცი მეც ხმა, თუმცა სამივე კი იმსახურებს.
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 მაი 2015 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მე სმოლინგს მივეცი ხმა, მაგრამ ის შავი აშკარად ჯობნის wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top