თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2015, 09:45
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2492,
კომენტარები: 11
საა: "დავიდის გარეშე "იუნაიტედი" ტიტულს ვერ მოიგებს"
ლუის საა მიიჩნევს, რომ დე ხეა კლუბისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
საა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი ლუი საა მიიჩნევს, რომ "იუნაიტედი" მომდევნო სეზონში პრემირ ლიგის ტიტულს ვერ მოიპოვებს, თუ დავიდ დე ხეა ვერ შეინარჩუნა.

ამ ეტაპზე დავიდი შვებულებაშია და მადრიდში ისვენებს, სადაც ამბობენ, რომ "რეალთან" მოლაპარაკებებს მართავს. საა შიშობს, რომ "იუნაიტედი" ვერ შეინარჩუნებს ესპანელ კიპერს.

"დავიდის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია. როდესაც თქვენ გყავთ კარგი მეკარე, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებულია, ზეწოლა გაცილებით ნაკლებია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია"

"ჩემპიონისთვის კარგი მეკარე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კარგი თავდამსხმელი. თუ დავიდი "იუნაიტედს" დატოვებს, მაშინ ჩემპიონატის მოგება შეუძლებელი იქნება. სწორედ ამიტომ, "იუნაიტედმა" უნდა დაარწმუნოს დე ხეა ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად."
- განაცხადა ლუი საამ TalkSport-თან ინტერვიუში.


წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
29 მაი 2015 09:31
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არსადაც არ მიდის ნუ გაუხურეთ კაცს საქმე
0
№2
ავტორი: Goginashvili777
29 მაი 2015 09:44
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
AkkRed,
გაფორმებაღა აკლია მაგ ამბავას. გადასულია აბა რა არის sad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: RojoDiablo
29 მაი 2015 09:47
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კარგი ახლა. ისე თქვა, თითქოს დე ხეა იყოს მთელი გუნდი. ამისთანები წასულან რომ გუნდი კვლავ გუნდს ჰგავდა? შეუძლებელი რატომაა ვითომ? სხვებს სხვა მეკარეები ჰყავთ, რომ იგებენ ჩემპიონატს. მესმის, რომ მეკარე მნიშვნელოვანია გუნდისთვის, მაგრამ ყოფნა არ არის ჩემპიონობის გარანტია და არც მისი წასვლა იქნება ჩემპიონობისთვის ბრძოლისუნარიანობის დაკარგვის გარანტია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Goginashvili777
29 მაი 2015 09:50
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
წლევანდელი სეზონის მიხედვით სწორი იბაზრა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: RojoDiablo
29 მაი 2015 09:57
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Goginashvili777,
მერე მაგას ვამბობ ზუსტად, დავიდი რომ გვყავდა რა, ჩემპიონები გავხდით? არც პირადპირპროპორციული იქნება მისი წასვლა მომავალ სეზონში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Goginashvili777
29 მაი 2015 10:17
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
დავიდი რომ არ გვყოლოდა ვინ იცის ..... არა დევიდი დიდი დარტყმა იქნება და ასე ადვილად ვერ შევცვლით . გაგვიმართლა ედვინის მერე ასეთი მეკარე რო გვყვავს.. ბეტოს იმედზე, თან პრემიერ ლიგაში ჩემი მტერი იყოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: RojoDiablo
29 მაი 2015 10:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Goginashvili777,
არა, არასწორად გამიგე. იმას კი არ ვამბობ, რომ დავიდი კარგი მეკარე არ არის ან რამე ეგეთი. პირიქით, უმაღლესი კლასის კიპერია და ისიც მშვენივრად ვიცი, რომ გუნდის შენება მეკარით იწყება, მაგრამ არ ჰყავდა სიტის დავიდი, რომ გახდა ჩემპიონი, არ ჰყავს ჩელსის დავიდი, რომ გახდა ჩემპიონი... ის ვიგულისხმე, რომ მისი წასვლა მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ჩემპიონობისთვის ვერ ვიბრძოლებთ, როგორც მისი დარჩენა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Goginashvili777
29 მაი 2015 10:34
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
ჰო გიო, ეგრეა, მაგრამ მათ მაღალი დონის კიპერები ჰყავდათ. იგივე ჩეხი, იგივე კურტია ან ჯო ჰარტი, რომლებიც დევიდის მსგავსად ძალიან მაგარი კიპერები არიან, აი უბრალოდ დათუნა თუ წავა ვინ იქნება ნომერ პირველი ? მეშინია, მართლა რაღაცნაირად მეშინია ვან გაალმა სილესენის იმედზე არ დაგვტოვოს ან სულაც ვალდესი არ იქცეს ნომერ პირველ მეკარედ... ეს თუ წავა, რა თქმა უნდა კლუბი არ დაიქცევა, მაგრამ ძალიან შევსუსტდებით და უფრო მეტ გოლს გავუშვებთ..

შენ ვიცი რასაც გულისხმობ, რონალდუ, ბექემი, რუდ ვან ნისტელროი და სხვა ლეგენდარული მოთამაშე წავიდა და იუნაიტედი კლვავ იუნაიტედათ დარჩა, მაგრამ ამ შემთხვევაში რეალურად არ არსებობს დათუნას შემცვლელი.. ჩეხი ? კაი რა, მოურინიო იმის ჩიტია ეპლიში გაყიდოს და თან ჩვენ მოგვცეს ? სილესენი ან ლენოს ყიდვას ისევ ვიქტორი იდგეს მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთონ, თუ საჭიროა კვირაში 400 ათასი გადაუხადონ და დათუნას დამპალი უკანალი, ისევ იქ, იმ დამპალ შტანგასთან დაატიონ !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№9
ავტორი: RojoDiablo
29 მაი 2015 10:46
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Goginashvili777,
ლორისს მოვიყვანთ, ჩეხი თუ არ გამოვა უგო ყველაზე მაგარი ვარიანტია. ფრანს ჰუკი კი მასაც ისეთივე პროგრესს განაცდევინებს, როგორც დავიდს. დე ხეას წასვლას მეც არ მინდა, მაგრამ მაგის გამო ყურების ჩამოყრას და ყველაფრის დაკარგულად ჩათვლას არ ვაპირებ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Mufc7
29 მაი 2015 14:26
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გუნდში ისეთი ფეხბურთელების წასვლა გადავიტანეთ და თუ წავა ეს, მაგასაც გადავიტანთ როგორმე angry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top