თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2015, 14:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2378,
კომენტარები: 7
სქოულზი: "დი მარია უნდა დარჩეს"
სქოულზის აზრით, დი მარიამ კლუბი არ უნდა დატოვოს.
სქოულზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა "წითელ ეშმაკებს" დი მარიას შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

თავის ყოველკვირეულ გრაფაში ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა არგენტინელს მარიო ბალოტელისთან ერთად 2014/15 წლების სეზონის მთავარი იმედგაცრუება უწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრესაში აქტიურად წერენ დი მარიასადმი პსჟ-სა და მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან ინტერესის შესახებ, სქოულზს მიაჩნია, რომ ერთი სეზონით ანხელი არ უნდა შეფასდეს.

"59.7 მლნ. ფუნტის ღირებულების ფეხბურთელს კარგი დასაწყისი ჰქონდა, მაგრამ ვიმედოვნებდით, რომ "იუნაიტედს" უფრო მეტს მისცემდა. მესმის, რომ მანჩესტერში ცხოვრებასთან დაკავშირებით არასაფეხბურთო პრობლემები ჰქონდა, მაგრამ სხვაგვარად მისთვის ამ სეზონს იმედგაცრუებას ვუწოდებ. არადა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასულ წელს საუკეთესო იყო.

მიუხედავად ყველაფრისა, მის ოსტატობას არაფერი მოსვლია და არა მგონია, "იუნაიტედმა" საკუთარ თავს მისი დაკარგვის უფლება მისცეს. თუ ჩემპიონთა ლიგაზე უმაღლესი მიზნებისთვის აპირებენ ბრძოლას, ასეთი ტიპის ფეხბურთელი სჭირდებათ. ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო სეზონში".


წყარო: independent
სქოულზის გრაფა
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 მაი 2015 14:31
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აქ დე ხეასგან განსხვავებით ორივე მხარე მყარად აფიქსირებს პოზიციას. ლუისაც სურს და დი მარიასაც, არ იქნება პრობლემა, თან ჩემპიონთა ლიგაზე გამოგვადგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
29 მაი 2015 14:47
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ამის გაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სწორი, თუ გუნდი 2 ძალიან საჭირო მოთამაშეში გაცვლის (მაგალითად პსჟ-სთან ვერატი და ვან დერ ვილი). სხვა შემთხვევაში სრული უაზრობაა დიმარიას გაყიდვა, თანაც ალბათ ნაკლებს გადაიხდიან უკვე.
0
№3
ავტორი: Rooni
29 მაი 2015 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Dimaria unda darches dzan gvchirdeba da gamogvadgeba kidec Magrad mgoni shvainshtaigershi da danteshi cvlian da imedia tyuilia
0
№4
ავტორი: GeorgeBest
29 მაი 2015 15:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა დასაწყისი ჰქონდა ისე areyoukiddingme ათამაშდება ისევ დიდი იმედი მაქვს. კოპა ამერიკაზე ვნახოთ რასიზამს, ისევ უნდა გაიხსენოს ძველებური თორე წელს რომ დი მარია ვნახეთ იმის ჩრდილიც არაა რაც მანამდე იყო
0
№5
ავტორი: AkkRed
29 მაი 2015 15:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არსად არაა წამსვლელი ფალკაოსგან განსხვავებით დი მარიაშევიძინეთ და უნდა დაამტკიცოს. ფალკაოც მოინდომებდა დარჩენას და გარისკვას, მაგრამ აქ ფალკაოზე არ იყო დამოკიდებული.
0
№6
ავტორი: SAF
29 მაი 2015 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ეს ჯობია გავყიდოთ თორემ კიდევ 1 წელიც თუ ჩააგდო 20 ლიმონსაც აღარავინ მოგვცემს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№7
ავტორი: makaveli
29 მაი 2015 18:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
SAF,
სად უნდა გაუშვან შენ ტიტულები გინდა თუ გლეიზერების ბიუჯეტის შევსება?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top