თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2015, 16:27
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1874,
კომენტარები: 7
ლამი:"იუნაიტედში" გადასვლა შემეძლო"
ლამი "იუნაიტედში" გადასვლაზე საუბრობს.
ლამი:
"ბაიერნის" კაპიტანმა ფილიპ ლამმა განაცხადა რომ მას "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა შეეძლო, თუმცა გერმანიაში დარჩენა ისურვა.

31 წლის ლამის თქმით მას "იუნაიტედის" წარმომადგენლები მანჩესტერში გადმოსვლის თაობაზე აქტიურად ეკონტაქტებოდნენ. გადაწყვეტილება მხოლოდ გერმანელზე იყო, რომელმაც "რეკორდმაისტერში" დარჩენა გადაწყვიტა.

"იყო დრო, როდესაც "იუნაიტედმა" ჩემს ტრანსფერზე შემოთავაზება გააკეთა. ჩემი შეძენით ასევე "ბარსელონაც" ინტერესდებოდა და იმ დროს ინგლისში ან ესპანეთში ცხოვრებაზე ნამდვილად ვფიქრობდი."

"ძალების პრემიერ ლიგაში მოსინჯვა ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ გერმანიაში დარჩენა გადავწყვიტე. "ბაიერნი" ჩემი სახლია და ვფიქრობ, კონტრაქტის გახანგრძლივებით სწორი გადაწყვეტილება მივიღე."

"ვიცოდი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი გვექნება და მე მართალი ვიყავი. მირჩევნია გამარჯვებას მივაღწიო ჩემს კლუბთან, მშობლიურ კლუბთან ვიდრე ვინმე სხვასთან ერთად. ვაღიარებ, რომ ინგლისი საინტერესოა თუმცა მოხარული ვარ, რომ აქ დავრჩი."
-განაცხადა ლამმა

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
29 მაი 2015 16:30
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ღირსეულ კაპიტანი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: AkkRed
29 მაი 2015 16:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აი ესეთი უნდა იყოს გუნდის კაპიტანი
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
29 მაი 2015 16:36
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მართლა მაგარი კაცია და შესანიშნავი იქნებოდა თავის დროზე რომ გადმოსულიყო...

მირჩევნია გამარჯვებას მივაღწიო ჩემ კლუბთან, მშობლიურ კლუბთან ვიდრე ვინმე სხვასთან


ესეც ეროვნული ყოფილა და რამეე ;დდ
0
№4
ავტორი: GeorgeBest
29 მაი 2015 16:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან მაგარი კაცია, კარგი კაპიტანი და ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მცველი

კარგი იქნებოდა ამის ხილვა აქ მარა არ გამოვიდა wink
0
№5
ავტორი: Goginashvili777
29 მაი 2015 17:56
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
smoke არ გვჭირდება !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: RojoDiablo
29 მაი 2015 21:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ლამი კარგი მცველია, მაგრამ ასეთი ფეხბურთელები გუნდის ლეგენდად რჩებიან და ბოლომდე იქ იქნებიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 მაი 2015 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ლამი მაგარი კაცია, ვერც კი წარმომიდგენია სხვა ფორმით...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top