თბილისი:
მანჩესტერი:
20-06-2015, 17:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2104,
კომენტარები: 9
რედნაპი: "კეინი "იუნაიტედში" არ უნდა გადავიდეს"
ჰარი რედნაპი თავისი ყოფილი კლუბის ხელმძღვანელობას მოუწოდებს.
რედნაპი:
კეინი, რომელმაც გასულ სეზონში 31 გოლი გაიტანა, ლუი ვან გაალის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა.

ჰოლანდიელი მწვრთნელი 21-წლის ფორვარდის თამაშით მოხიბლულია და მასში 40 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებს, თუმცა "ტოტენჰემს" ფეხბურთელთან განშორება არ სურს, ამიტომ არავითარ წინადადებას არ განიხილავს.

ჰარი რედნაპს კი, რომელმაც 4 სეზონი გაატარა "უაით ჰარტ ლეინზე", სჯერა, რომ ლონდონელები ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ყველაფერს უნდა ეცადნონ.

"თუ ჰარი კეინი "ტოტენჰემს" დატოვებს, ყველაფერი ცუდად წარიმართება. ეს "ტოტენჰემის" გულშემატკივრებს ცუდ სიგნალს გაუგზავნის.

არა მგონია, დანიელ ლევიმ ჰარის გაყიდვა ისურვოს. შესანიშნავად ხვდება, რას დამართებს ეს კლუბს.

"ვესტ ჰემში" ვიყავი, როცა რიო ფერდინანდი გაყიდეს და როცა ეს მოხდა, თითქოს ყველა ბანქო დაგვიცვივდა. შემდეგ ბევრმა ახალგაზრდამ დატოვა კლუბი.

ჰარი კეინი ძალიან პოპულარულია და მას ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა. მისი გაყიდვა კი კლუბის სამომავლო ამბიციებს ავნებს. ვერ ვხედავ ვერავითარ მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა გააკეთონ ეს".


წყარო: dailystar
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
20 ივნისი 2015 17:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თუ აქ არ წამოვა იმედია ტოტენჰემში დარჩება და უაზროდ არ წარიმართება ამის კარიერა
0
№2
ავტორი: Amazing Redman
20 ივნისი 2015 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
დარჩეს კაცო არავინ დააგლიჯავს კალთებს და ამაში უაზრო გაბერილ თანხებს არავინ გადაიხდის და თუ დაპირებენ დიდი სისულელესაც ჩაიდენენ.
0
№3
ავტორი: GGMUFC
20 ივნისი 2015 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
Jer adrea amis gamo 50 milioni gadaxda jer mainc erti sezonis fexburtelad itvleba vnaxot aba shemdeg sezonshi tu daangrevs stereotipebs
0
№4
ავტორი: kantona-7
20 ივნისი 2015 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
იყიდე ვუდვორდ სანამ სიტი ან ჩელსი აახევს ტოტენჰემს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: RojoDiablo
20 ივნისი 2015 19:13
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
იმედია ასეც იქნება. მისი კარიერისთვისაც აჯობებს ასე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
20 ივნისი 2015 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
manchesteri varskvlavad aqcevs am sacodavs. ar gadmova da gaitans momaval sezonshi 5 gols da gayidian mere 5 milionad an ijarit gaagdeben sadme.arapris maqnisi araa damijeret.
0
№7
ავტორი: AkkRed
21 ივნისი 2015 00:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
giorgi pajishvili,

თუ მანჩესტერში გადმოვა გაკაშკსშდება თუ არა და ეგრევე ჩაიძირება?
0
№8
ავტორი: temo-scholes
21 ივნისი 2015 07:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Martla zaibaal ukve raa.... Gairchet ukan blin gaaxuret saqme ra!!:@:>
0
№9
ავტორი: omurokeq
1 აგვისტო 2016 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top