თბილისი:
მანჩესტერი:
21-06-2015, 16:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1979,
კომენტარები: 8
კეინი: "ბექჰემი ჩემი კერპი იყო"
ჰარი კეინი დევიდ ბექჰემის გულშემატკივარი იყო.
კეინი:
ჰარი კეინმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი მისი საყვარელი ფეხბურთელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ჰარი ბავშვობიდანვე "ტოტენჰემის" გულშემატკივარია, აცხადებს, რომ "იუნაიტედის" ნახევარმცველისადმი დადებითი დამოკიდებულება ყოველთვის ჰქონდა.

"ჩემი მოზარდობის პერიოდში მისაბაძი მაგალითი იყო. ბექჰემს ყოველთვის ჰქონდა დრო ხალხისა და გულშემატკივართათვის და მოედანს მიღმა კარგად იქცეოდა.

დიდებული პროფესიონალია და მისი მსგავსი ფეხბურთლებისთვის ყურება მხოლოდ უკეთეს პიროვნებად და მოთამაშედ გაქცევს.

მას შვიდი წლის ასაკში შევხვდი, როცა იმავე სკოლაში მოვიდა "დევიდ ბექჰემის აკადემიის" ფარგლებში, სადაც მე ვსწავლობდი.

მისგან ავტოგრაფი ავიღე, მერე კი ჰარი რედნაპის ხელმძღვანელობის ქვეშ ივარჯიშა და მაშინ ცოტა ვესაუბრე. ძალიან თავმდაბალი მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
21 ივნისი 2015 16:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნეტა რომელი ფორვარდია ამის კერპი wink
0
№2
ავტორი: AkkRed
21 ივნისი 2015 16:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამის გამო ახლა უფრო დაგვაკავშირებენ
0
№3
ავტორი: RojoDiablo
21 ივნისი 2015 16:31
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
როცა დევიდი ფეხბურთს თამაშობდა, მისი გარეგნობის გამო გოგოებში ძალიან პოპულარული იყო, ბიჭებს კი უბრალოდ თამაშით ხიბლავდა. იმ პერიოდის იუნაიტედის შემადგენლობიდან ვინმეს ამორჩევა და თქმა, რომ ეს სხვაზე მეტად მიყვარს, ძნელია, მაგრამ მე გიგზის გულშემატკივარი ვიყავი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: A.HERRERA
21 ივნისი 2015 17:31
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
რატომღაც მგონია, რომ მომდევნო სეზონი ისეთი აღარ ექნება, როგორიც წინა ქონდა და არ მინდა კეინზე შეაჩერონ არჩევანი. უილსონი გვყავს და მიხედონ მაგას თუ ახალგაზრდებზეა ლაპარაკი. ჯობია ვინმე გამოცდილი მოიყვანონ რა.
0
№5
ავტორი: kantona-7
21 ივნისი 2015 18:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
რატო არგინდათ კაეინი მე პირადად ვერ ვხვდები ხალხო!სხვა ვინ უნდა ვიყიდოთ უკეთესი თუარა კეინი ან ლაკაზეტი.ბენზემას ვერვიყიდით სუარესს ვერვიყიდით აგუეროს ვერვიყიდით და სხვა ვინგეგულებათ ნორმალური გამაგებინეთ ძმურად,კავანი აზრზე აღარაა იბრა სტარიკია( და არამგონია პრემიერლიგა მოსწონდეს)ჰიგუაინი და ბაკაც დიდი არაფერი მაგათ ისევ ჩვენი პერსი მირჩევნია.ამიტომ მე ვფიქრობ კეინი და ლაკაზეტი უბრალოდ მომავალი ნიჭიერი ახალგაზრდები კიარა და უკვე ჩამოყალიბებული მაღალი კლასის ფორვარდები არიან(ლაკაზეტი რაღა პატარაა 25 არის biggrin2 )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№6
ავტორი: Best 7
21 ივნისი 2015 22:13
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Au magra gamiswordeboda tu gadmovidoda keinii!
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 ივნისი 2015 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეეჰ ჰარი როგორ გეტყობა რო პატარა ხარ wink
ბექემი რო თავმდაბალი ყოფილიყო მანჩესტერიდან არასოდეს წავიდოდა...
0
№8
ავტორი: red devil
22 ივნისი 2015 06:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ბექემი და თავმდაბალი? :დდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top