თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2015, 09:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2148,
კომენტარები: 9
შნეიდერლინი: "უკეთესი გავხდები"
მორგან შნეიდერლინი გაუმჯობესებას გვპირდება.
შნეიდერლინი:
მორგან შნეიდერლინი "მანჩესტერ იუნაიტედში" ახალი გამოწვევისთვის ემზადება და დარწმუნებულია, რომ ვან გაალი მას უკეთეს მოთამაშედ აქცევს.

ბასტიან შვაინშტაიგერის შეძენიდან 15 წუთის შემდეგ "იუნაიტედმა" მორგან შნეიდერლინის გადაბირების შესახებაც განაცხადა, ფრანგი ნახევარმცველი კი პირობას დებს, რომ უკეთესი ფეხბურთელი გახდება.

"მზა პროდუქტი არ ვარ. ყოველ წელს ვგრძნობ, რომ პროგრესს განვიცდი, "საუთჰემპტონის" ყოველი მწვრთნელისგან ვსწავლობდი, მაგრამ ახლა უკეთესი გავხდები, რადგან უკეთეს მოთამაშეებსა და მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთან ერთად ვიმუშავებ.

ჩემთვის ეს არის ახალი რამ, ახალი თავგადასავალი, ახალი ნაბიჯი და უფრო მომთხოვნი, უფრო დაძაბული, თუმცა ამისთვის მზად ვარ და მოუთმენლად ველოდები".


განსხვავებით შვაინშტაიგერისგან, რომელმაც აღნიშნა, რომ "იუნაიტედში" მის გადასვლაში უმთავრესი როლი თავად კლუბის სახელმა ითამაშა, მორგანი აღნიშნავს, რომ მთავარი ფაქტორი მის შემთხვევაში ლუი ვან გაალი გახდა.

"ის უდიდესი მწვრთნელია, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბები ჰყავს გაწვრთნილი".

შნეიდერლინი: "უკეთესი გავხდები"


"მან მიმახვედრა, თუ რამდენად დიდია ეს კლუბი, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი თამაში და სწორად მოქმედება, ასე რომ, ჩემთვის მან უდიდესი როლი ითამაშა და მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ვარჯიშსა და პროგრესირებას, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ვიცი, აქ გაუმჯობესება შემიძლია".

შნეიდერლინი: "უკეთესი გავხდები"


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
14 ივლისი 2015 09:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
Ert-erti sauketeso centri gveyoleba ❤
0
№2
ავტორი: RojoDiablo
14 ივლისი 2015 09:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ცოტა ცუდი განცხადება გააკეთა სოტონის ფანებისთვის და მაგ სიტყვების გამო სენტ მერიზე არ დახვდებიან კარგად, მაგრამ ცოტა სიმართლესთან ერთად ცოტა აბსურდიც ურევია შინაარსში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
14 ივლისი 2015 09:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ანუ ლუი თუ წავიდა სავსებით შესაძლებელია რომ გაჰყვეს
0
№4
ავტორი: RojoDiablo
14 ივლისი 2015 09:54
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
იუნაიტედის მერე კარიერას ამთავრებს ლუი და სახლში თუ მიყვება არ ვიცი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: AkkRed
14 ივლისი 2015 10:21
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ნუ ღადაობ tongue
0
№6
ავტორი: Wardell
14 ივლისი 2015 10:32
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
არანაირად არ გაუნაწყენებია, "სოტონის" ფანები "ლივერპულის" ფანები კი არ არიან, იციან რა დონის გუნდი ყავთ და "იუნაიტედი" რა დონეცაა, გუშინ მეც დამაინტერესა რას ფიქრობდნენ ფანები ამ ტვიტზე და სხვათაშორის არ შემხვედრია უარყოფითი კომენტარი, ყველა მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს, ერთი-ორი გამოვარდა მიუწერა enjoy your bench sit, shaw will help you to find best view-ო areyoukiddingme
0
№7
ავტორი: RojoDiablo
14 ივლისი 2015 10:36
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
არც შოუ იჯდება მანდ და არც ეს. ამ კომენტარის მერე დაწერეს ეგ თუ მანამდე?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Wardell
14 ივლისი 2015 11:19
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ამ ტვიტზე დაწერეს ან სოტონმა რო ვიდეო მიუძღვნა იქ, ზუსტად არ მახსოვს მარა გუშინდელი იყო ეგ ვიცი.
0
№9
ავტორი: GeorgeBest
14 ივლისი 2015 16:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კონკურენციაც დიდია, შეიძლება საერთოდ არ დააყენოს ბასტიანი და ეს ერთად ძირითადში. მოუწევს ბრძოლა ყველა ვარიანტში ადგილისთვის, წინა წელს გამოჩნდა რომ სახელები სულ კიდია ლუის

მჯერა რო გაამართლებს და იმედია ესეც არ ჩაკვდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top