თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2015, 13:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2824,
კომენტარები: 8
შვაინშტაიგერის პირველი ინტერვიუ
ბასტიან შვაინშტაიგერი "იუნაიტედის" გულშემატკივარს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
შვაინშტაიგერის პირველი ინტერვიუ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგებს მოუწოდა, რომ მის ფიზიკურ მდგომარეობაზე არ იდარდონ, რადგან პრობლემები დაძლია და თავს კარგად გრძნობს.

"რა თქმა უნდა, რთული მსოფლიო ჩემპიონატი მქონდა, ამიტომ ამის შემდეგ ტრავმა მივიღე, რის გამოც ვფიქრობ, ოქტომბრამდე ვიუქმე. მაგრამ შემდეგ დიდებული კვირები და თვეები მქონდა "ბაიერნთან" ერთად, ტრავმა არ მიმიღია და ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ.

ყველაფერი კარგადაა და მოუთმენლად ველოდები "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ყველაფრის გაკეთებას, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ",
- განაცხადა შვაინშტაიგერმა.

მიუხედავად იმისა, რომ ბასტიანი ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ადრე თამაშობდა, აცხადებს, რომ "იუნაიტედში" გადასვლის გადაწყვეტილება მას კლუბის პრესტიჟმა და სახელმა მიაღებინა.

"რა თქმა უნდა, მას ვიცნობ და შედარებით ადვილი იყო".

შვაინშტაიგერის პირველი ინტერვიუ


"თუმცა საქმე არ არის მასში, ეს უფრო კლუბის გამო მოხდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი დიდი კლუბი, რომელსაც ასეთი დიდი ტრადიცია აქვს და გუნდში ასეთი ხარისხია, ვფიქრობ, მომდევნო წელს ტიტულს მოიგებს.

რა თქმა უნდა, ის დიდებული მწვრთნელია და ეს იცით, კარგია და ვნახავთ, რას ვიზამთ ლიგაში".


შვაინშტაიგერი პირველი გერმანელი გახდა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური მოირგო და ახალწვეულმა კაპიტანთან უკვე მოასწრო საუბარი.

"უდიდესი პატივია, უდიდესი პატივია. უეინ რუნის ცოტა გავეხუმრე და ვუთხარი, რომ მე ვარ, ვფიქრობ, გერმანელებს "კრაუტს" ეძახით, სიმართლეა?"

შვაინშტაიგერის პირველი ინტერვიუ


"ასე რომ, უბრალოდ ვუთხარი, რომ მე ვარ პირველი და დიდი პატივი და გრძნობაა ვიყო პირველი გერმანელი ფეხბურთელი აქ, პირველ გუნდში".

შვაინშტაიგერმა წარსულიც გაიხსენა და "ოლდ ტრაფორდზე" მანამდე ჩატარებულ მატჩებს შეეხო.

შვაინშტაიგერის პირველი ინტერვიუ


"ვგონებ, "ოლდ ტრაფორდზე" ორჯერ ვითამაშე. დაუჯერებელი ატმოსფერო იყო და მახსოვს, როცა აქ 3-2 დავმარცხდით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მაინც ჩვენ გავედით, მატჩის შემდეგ კი "იუნაიტედის" გულშემატკივარი ტაშს გვიკრავდა პატივისცემის ნიშნად, ეს ძალიან მომწონს და კლუბისთვის თამაშს მოუთმენლად ველოდები, განსაკუთრებით კი, ქომაგებისთვის".

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
14 ივლისი 2015 13:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გოჭი დაკლან შეარიგონ ეს და რუნი :D

კრაუტი რას ნიშნავს ?
0
№2
ავტორი: dachi_mu
14 ივლისი 2015 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Manchester_M,
და ჩვენ დაგპატიჟონ ჭამაზე lol
0
№3
ავტორი: Berba 9
14 ივლისი 2015 13:49
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ეტყობა რაა რო კაი კაცია )))) ბასტი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№4
ავტორი: RojoDiablo
14 ივლისი 2015 14:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ტრავმების პრობლემა რომ ჰქონდა გუნდს ზუსტად მაგიტომ გვჭირდებოდა ბასტი და მისი და მორგანის მოყვანის შემდეგაც თუ უნდა მოუხდეს რუნის ნახევარდაცვაში დგომა და derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
14 ივლისი 2015 14:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
Basti shrektan rame ar shegeshalos
0
№6
ავტორი: rezimankunia
14 ივლისი 2015 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Basti da shneis duets saxeli kishevurchie :D basti da bubu :D D D
0
№7
ავტორი: GeorgeBest
14 ივლისი 2015 16:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველი გერმანელი ჰუმელსი უნდა ყოფილიყო და ვინ შეგვრჩა ხელში. ყველაზე დაუჯერებელი იყო ალბათ ამის ტრანსფერი, არავის ეგონა რო ეს ბაიერნს დატოვებდა ალბათ
0
№8
ავტორი: AkkRed
14 ივლისი 2015 17:07
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მაიმეე, მაიმეეე ღმერთმანიიიი love არ ვიცი რაღანაირად გამოვხატო ის სიხარული რაც ამ კაცის გადმოსვლამ მიბოძა love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top